მთავარი » სხვადასხვა

საიდან მოვიდნენ ჰელოუინები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.10.2009 7 კომენტარი | 2,568 ნახვა

SOS – არ დაუშვათ საქართველოში სატანისტების ზეიმი

ჰელოუინისტუდენტური და მოსწავლეთა კავშირების ალიანსმა “ძალა ერთობაშია” ჰელოუინის დღესასწაულის გამართვასთან დაკავშირებით მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. “ხელთ ჩაგვივარდა ამერიკის საელჩოს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო განათლების განყოფილების ერთ-ერთი აღმასრულებელი პირის, ქოხშალ ფიონა მარის პირადი მეილი, რომელიც შიდა წრეში ავრცელებს მიმართვას ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ჰელოუინი ის დღესასწაულია, რომელიც ადამიანის სულიერ, ფიზიკურ დეგრადაციას იწვევს და მართლმადიდებლურ ტრადიციებს ეწინააღმდეგება.

შარშან სიონის ტაძართან ამ დღესასწაულის აღნიშვნისას დადგმულ სცენაში, შიშველი გოგონები წააქცევენ და ჯიჯგნიან ბიჭს, რომელიც განასახიერებდა მართლმადიდებლობას და ასე ამარცხებდნენ მას. სამწუხაროდ, ღონისძიებების გამართვა სკოლებშიც იგეგმებოდა და შევძელით მისი არსის ახსნა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. ჩვენი მიზანია მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მართლმადიდებლებს სიწმინდეებს შეგვიბილწავს.” – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას აქციის ორგანიზატორმა და “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა ავთანდილ ზუმბაძემ.

ჰელოუინის პროტესტი“ჰელოუინი ძველი კელტების წარმართული ზეიმია. მისი წარმომავლობა ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდილოეთ საფრანგეთში მცხოვრებ ხალხთა წარმოდგენებს უკავშირდება. ჰელოუინის ღამეს კელტები განადიდებდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართ ღვთაებას სამჰეინს, რომელსაც თაყვანს სცემდნენ. დღესასწაულზე ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტუმებში გამოწყობილი ქუჩებში ხეტიალი მიღმიურ სამყაროსთან და ბილწ სულებთან ურთიერთობას განასახიერებს.

დღესასწაულის ძირითადი ატრუბუტია “ჯეკის ფარანი”, იგი გოგრისგანაა დამზადებული. აქვს ადამიანის თავის ფორმა, მასში ამოჭრილი თვალებითა და პირით, შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლო უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას მოხუც ფერმერ ჯეკიზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად, მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერც სამოთხეში და ვერც ჯოჯოხეთში ვერ მოხვდა. ამიტომ მისი სული დახეტიალობს სამყაროში გოგრის თავით და მასში ბმჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამიტომაა ნარინჯისფერი და შავი ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა.

ამერიკაში ჰელოუინის აღნიშვნას ერთი ზოგადი სცენარი აქვს. მასკარადი იწყება ე.წ. “ვამპირთა ქორწინებით”, ნეფე-დედოფალს “ჯვარს წერს” საფლავიდან წამომდგარი დრაკულა. ზეიმის მონაწილენი ვამპირების, ჯადოქრებისა და ბოროტ სულთა კოსტუმებში ეწყობიან. ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდება ჩონჩხის ფორმის კარამელი, მიცვალებულთა გამომსახველი მარმელადი, ზეიმის მონაწილენი კი ერთმანეთს კვერცხებს უშენენ.

საპატრიარქომ ჰელოუინის ნეოწარმართულ დღესასწაულთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია არაერთხელ გამოხატა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილია ცნობილი კულტუროლოგის ჯ. ფრეზერის შეფასებაც: “ეს ზეიმი განსაკუთრებით საშიშ სახეს იღებს მოზარდებისთვის. იგი არის ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოზარდთა სუსტ ფსიქიკაზე. ბავშვებში ირღვევა წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე. ტრადიციად იქცა ამ ზეიმზე ბავშვებისა და უფროსებისთვის მანიაკების, მკვლელების, ვამპირების, ჯადოქრების, დემონების, მონსტრების და სხვა ბილწი სულების განსახიერება. ამ დღეს ტრადიციულად დადიან და მათხოვრობენ, აწყობენ სასტიკ და ამორალურ გაშაყირებებს, აწყობენ ვანდალურ და აღვირახსნილ ორგიებს”.

ჰელოუინის დღესასწაული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მან ბოლო წლებში საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. აქციის ორგანიზატორების ცნობით 31 ოქტომბერს 05:15 საათზე, რუსთაველზე 5 კილომეტრიანი მარათონი მოეწყობა, რომელსაც პოლიციის კოლონა გააცილებს. ჰელოუინების მონაწილეები სავარაუდოდ, მოგვიანებით კლუბ “გურუში” გადაინაცვლებენ, სადაც ე.წ. “ჰელოუნ ფართი” მოეწყობა.

იმედია, ერი გონს მოეგება და ამ საშინელი მოძრაობის საქართველოში დამკვიდრებას არ დაუშვებს. დროა, თითოეულმა ჩვენთაგანმა ხმა ავიმაღლოთ და ახალგაზრდობის სულის გადასარჩენად.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • ნათია says:

    ამათი გადაშენება მენახოს ერთ მშვენიერ დღეს, ჰელოუინი და ჭირი მაგათ, სულ გაგიჟდა ეს ხალხი. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი საშინელებებისგან, მეორედ მოსვლა მეტი კი არაფერია ასეთი რაღაცეები რომ გახშირდა ეგ დაგვღუპავს ჩვენ… თეო ნათია ვარ შენი ჯგუფელი, კარგი გოგო ხარ ძალიან, მომეწონა შენი სტატიები ძალიან…

  • ხათუნა says:

    აღშფოთებული ვარ ეს რა უბედირებაა,როგორ შეიძლება ესეთი რაგაცეები ხდებოდეს..საით მივექანებით?დაიგუპა ერიი..

  • saba says:

    რადროს ჰელოუინობაა, ჯერ ერთი არაა ეკლესიური და მერე მეორე
    რატო ვღებულობთ ქართველები სხვა ქვეყნის დღესასწაულებს ჩვენს დღესასწაულად? რომელ ქვეყანას აქვს აღებული ქართული დღესასწაული ძაან მაინტერესებს :) ეს ჰელოუინობა და ესეთი რაღაცეები დღესდღეობიტ ახალგაზრდებში მეტად პოპულარულ ე.წ. როკერულ სტილს ახასიათებს (გოთები, ემოები, პანკები..) სასაცილოა სატირალი რო არ იყოს მათი ქმედებები…
    კაი სტატია, ასე გაარძელეთ, ყოჩაღ…..

  • Alex says:

    დაირაზმენით მომხდურთა დასარბევად!!!!

  • გიორგი says:

    დიახ ასე გართობა-გართობით შეგიყვანთ ეშმაკი თავის ოფისში და მერე გვიანღა იქნება სინანული. როგორ ვერ ხვდებით, რომ ეშმაკისა და სხვა უწმინდურების ნიღბებით შემოსილებს სწორედ ეშმაკი გმართავთ. რამდენიც არ უნდა იძახოთ ეს მხოლოდ უწყინარი გართობააო და ვინც ამას ვერ იგებს ჩამორჩენილიაო, იცოდეთ მხოლოდ ორი გზაა ან ეშმასკენ ან ღვთისაკენ, არჩევანი თქვენზეა და თუ ირჩევთ ცუდს, იცოდეთ შესაბამისად ცუდსაც მიიღებთ.
    გულწრფელად მეცოდებით.
    ღმერთს ვთხოვ გონების თვალი აგიხილოთ.

  • ნიკოლოზი says:

    იმედია მოვა დრო როცა აღარ აღნიშნავენ საქართველოში ასეთ “დღესასწაულებს”

  • ნიკოლოზი says:

    შემდგომში

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.