მთავარი » ქრისტიანობა

გზა, რომლის უღელი ტკბილია და ტვირთი – მსუბუქი…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.10.2021 | 529 ნახვა

მღვდელი დავით მექვაბიშვილი:…ცხოვრების დასასრულს, როდესაც შედგება ყველაზე ,,მნიშვნელოვანი შეხვედრა” და ადამიანი წარდგება ღვთის წინაშე, ყოვლად უსარგებლო იქნება მიზეზეთა ჩამოთვლა, თუ რატომ არ გამოვიყენეთ ჩვენი დრო დედაეკლესიასთან – ქრისტეს მისტიკურ სხეულთან შეერთებისათვის (განღმრთობისათვის), მაგრამ მიზეზები ვერასოდეს გაგვამართლებს!

ამიტომ, სანამ დროა, შევუდგეთ ქრისტეს! გამოვეხმაუროთ მის ,,ძახილს”, დავიხვეწოთ მისი ,,ხმის” ამოცნობასა და ,,ურთიერთობაში”… გულისხმიერად მოვიძიოთ, ხომ არ გვთავაზობს ,,მისი სხეული” გზამკვლევს, წინამძღვას, რომელიც მოსე წინასწარმეტყველის მსგავსად წარვგიძღვება აღთქმული ქვეყნისაკენ და მეგზურობას გაგვიწევს ქრისტესკენ, ქრისტესთან და ქრისტეში სავალ გზაზე!

მაცხოვარი გვამცნებს: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ” (იოანე 14:6).

მაშ, შევუდგეთ ,,გზას”, რომლის უღელი ტკბილია და ტვირთი – მსუბუქი!”

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი