Home » ნათლისღება

ნათლისღება

გვპასუხობს მოძღვარი

პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.

ვერავინ დაგვაძალებს ნათლიობას. ჩვენი ნებაა, დავეთანხმებით, თუ არა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ მოსანათლავი სრულწლოვანია და მას არ აქვს განზრახული ნათლობის შემდეგ ქრისტეანული (ეკლესიური) ცხოვრება, ალბათ აჯობებს უარიც ვუთხრათ, ავუხსნათ, რომ ქრისტეანობა ეკლესიურობის გარეშე არ არსებობს. თუ მოსანათლავი მცირეწლოვანია, უმჯობესია მივიღოთ შემოთავაზება და ვიზრუნოთ ბავშვის ქრისტეანულ აღზრდაზე – ნათლიობა სწორედ ამას გულისხმობს. თუმცა აქაც არჩევანი ჩვენზეა.

გარდაცვლილებს არავითარი ანგელოზი არ ეძლევათ, ღმერთი ადამიანს მხოლოდ მართლმადიდებლური წესით ნათლობისას მიუჩენს მფარველ ანგელოზს.

ამ შემთხვევაში ხორციელი შვილი უკავშირდება სულიერი შვილის ბიძაშვილს რაც არ შეიძლება. რიგ შემთხვევებში კი ეპისკოპოსები აძლევენ რჩევა დარიგებებს და ლოცვა-კურთხევას. სჯობს მიაკითხოთ ეპისკოპოსს საპატრიარქოში.

სასურველია, ნათლიები სქესით იყვნენ ერთნი და ბოლო ხანებში სწორედ ასეც ხდება.

თქვენი მშობლის (მამის) მართმადიდებლურად მონათვლა შესაძლებელია. პირჯვრის გამოსახვით ჩვენ წმიდა სამებას ვადიდებთ. მოუნათლავი ადამიანი კი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს და შესაბამისად, მასზე უფლის მადლი არ გადმოდის.

ნათლია არის სულიერი მშობელი. სულიერი მშობლის ქორწინება ხორციელი მშობლის დედმამიშვილთან მიუღებელია.

ღმერთმა დაგლოცოთ. სამჯერ შთაფლვა არის ღვთისაგან დამტკიცებული აქსიომა სამებისა და სულიწმიდის გარდამოსვლის აღსანიშნად. XII საუკუნის მიწურულს მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიციზმს შორის მოხდა დაპირისპირება. კათოლიკე სიტყვა ნიშნავს “საყოველთაოს”. კათოლიკეები სინამდვილეში ვართ ჩვენ. ისინი არიან პაპისტები და ამის გამო მოხდა განხეთქილება. შთაფლვა არის აუცილებელი. როდესაც დაბანა გინდა რაიმესი ადამიანს, ბოლომდე უნდა ჩახვიდე წყალში და იბანაო. როდესაც სულიერად უნდა მოხვიდე ამქვეყანაზე და ანგელოზი დაიმკვიდრო ცათა სასუფეველში, რომ მან გაგიწიოს მფარველობა, უნდა იყო სრულიად განბანილი. ამიტომ აუცილებელია შთაფლვა. თუმცა, საუბედუროდ, დღესდღეობით არ სრულდება ეს. არც ერთი მონათლულად არ ითვლება, ვისი ნათლობაც შთაფლვით არ არის შესრულებული. საერთოდ, არსებობს ნათლობა წყლით, ნათლობა სულიწმინდითა და ნათლობა მირონით – მირონცხება. მაგალითად, თუ ვინმე არ არის შთაფლვით მონათლული, მე ყოველწლიურად ნათლისღებას ჩემი მრევლი მიმყავს თბილისის ზღვაზე და შთაფლვას იქ ვასრულებთ. *

პირველ რიგში, უნდა მიაკითხო იმ ტაძარს, სადაც მოინათლეთ. თუ ის მოძღვარი არის გარდაცვლილი, ვინც მოგნათლათ, მაშინ ამ ტაძრის ღვთისმსახურები მოგცემენ ნათლობის მოწმობას. თუ ეს ტაძარი აღარ მოქმედებს, მაშინ სხვაგან მიდით. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)

მეჯვარე ითვლება მოწმედ და ამასთან ერთად – ოჯახის შინაურ წევრად. მართლმადიდებლურად არ არის რეკომენდირებული, რომ მეჯვარეები შეუღლდნენ. ერთი ნათლიის ნათლულების შეუღლებაც არ შეიძლება. *

არ შეიძლება , რადგან ნათელმირონობა თორმეტ თაობაზე გადადის. ქრისტიანულად ასეა. *

ასეთ საკითხებზე უნდა მიმართოთ საპატრიარქოში ქორეპისკოპოს მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს და ამის შესახებ იქ გაგცემენ პასუხს. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)

ნათლისღების დროს ხდება ადამიანის სამჯერ შთაფლვა, მაგრამ ეს კითხვა რა მხრივ არის დასმული, მესმის. ზოგჯერ ხდება, რომ მოძღვარი ხელით ასხამს წყალს მოსანათლს. ხშირად არ არის იმისი საშუალება, ადამიანი შთაფლო წყალში და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სასულიერო პირის მიერ ხელითაც შეიძლება ესხუროს წყალი სამჯერ. განსაკუთრებული გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია, შთაფლავ თუ არა მოსანათლს ნათლობისას. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)

ამას პირადად ადამიანის მოძღვარი წყვეტს ლოცვა-კურთხევით, რომელი სახელია საეკლესიო და რომელი წმიდანი არის მისი მფარველი. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)

ამას პირადად ადამიანის მოძღვარი წყვეტს ლოცვა-კურთხევით, რომელი სახელია საეკლესიო და რომელი წმიდანი არის მისი მფარველი. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)

განმბანავი მირონით ნათესავი არ არის. ეს ფორმა ადრე კომუნისტურ დროში იყო დაწესებული. ახლა მირონი განიბანება ნათლობის დროს და არანაირი განბანვა არ სჭირდება ადამიანს. ასე რომ, მირონით ნათესავად არ მოიაზრება და შესაძლებელია. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)

დიახ, შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

კი, შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

კი, გეთვლებათ. თქვენი ნათლიაც მონათლულად ითვლება, მაგრამ ნათლიად არ მიიჩნევა ის პიროვნება, რომელმაც იგი მონათლა. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

კი, არის ნათესაური კავშირი. ვერაფერს გააკეთებთ. წინასწარ უნდა დაფიქრებულიყავით. პირად მოძღვარს დაელაპარაკეთ და ის გირჩევთ უფრო კონკრეტულად, რა უნდა გააკეთოთ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

სანამ პატარაა ბავშვი, მისი მოვალეობა გადადის მშობელზე. ბავშვს სუსტი ფსიქიკა აქვს და ბოროტი ადვილად ეუფლება. იგი რომ დაცული იყოს ბოროტისაგან, ამიტომ უნდა მონათლოს მშობელმა. ბავშვი მეორმოცე დღეს უნდა მოინათლოს, თუმცა კი ყოველთვის შეიძლება მისი მონათვლა. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

დიახ, შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

თუ ჯვარი დაზიანებულია და აღდგენა არ ხერხდება, შეიძლება მისი დადნობა და ახალი ჯვრის ჩამოსხმა. ამის შემდეგ ჯვარი უნდა იკურთხოს. რაც შეეხება ნათლობის მადლს, იგი უნდა ჰქონდეს ადამიანს და არა – ნივთს, რადგანაც ჯვარი კი არ ინათლება, არამედ პიროვნება; ჯვარი კი არის ნიშანი და სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა. თქვენ ნუ დაკარგავთ ნათლობის მადლს ცოდვილი ცხოვრებით. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

მონათვლა ხდება ერთხელ, არაფრით არ შეიძლება მეორედ ნათლობა. თუ ეს თქვენი ნათქვამი ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა სიმართლედ მიიღო, აუცილებლად უნდა მოინათლოთ. ასე რომ, თქვენი მეორედ ნათლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იტყვის მღვდელმთავარი და არა – რომელიმე სხვა. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

დიახ, თქვენ ითვლებით ნათლიად. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

კი, შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

უმჯობესია, გოგოს ჰყავდეს გოგო ნათლია და ბიჭს-ბიჭი. ნათლიის უპირველესი მოვალეობაა, იცხოვროს უფლისმიერად და მისცეს მაგალითი ნათლულს. ხშირად აზიაროს თავისი ნათლული. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

თქვენ უნდა გამოიკვლიოთ, ჯერ ერთი, რომელ წელს მოინათლეთ და მეორე – იმ წელს გახლდათ თუ არა იგი სასულიერო პირი. თუ იყო, ითვლება, თუ არა – აუცილებლად უნდა მოინათლოთ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

ადამიანს თავისი მშობლები რომ არ მოსწონდეს, შეძლებდა მათ შეცვლას?! ასევეა ნათლობის შემთხვევაში. ნათლობა ხდება ერთხელ, როგორც ადამიანის ხორციელად მოვლინება. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

ცოლ-ქმარმა შეიძლება, როგორ არა, მაგრამ შეყვარებულები გაურბიან ხოლმე ამას, შეუღლების პრობლემა რომ არ წარმოიქმნას. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

სწორად აზროვნებთ, მართლაც, დიდი პასუხისმებლობაა ნათლიობა. ყველაფერი უფლის ნებაა. მშობლებს არ აქვთ უფლება, რომ ეს გაიძულონ. ნათლიების ასეთი სიმრავლე არ არის მისაღები, რადგან ისინი 9 თაობაზე ახლობლები არიან და არ შეიძლება ერთმანეთში აირიონ. თუ რამდენიმე ნათლია ჰყავს, შეგიძლია უარი უთხრა. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)

ეს საკითხი უმჯობესია საპატრიარქოში მეუფე თეოდორესთან გაარკვიოთ. რა კურთხევასაც მოგცემთ, ისე მოიქეცით. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)

არსებობს ნათლობის გასწორება, რომლის დროსაც ნათლიები იგივე რჩება და არა ხელახლა ნათლობა. თუმცა ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, მოძღვარს პირადად მიმართოთ. (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე)

არ შეიძლება, რადგან თქვენი მეუღლის ნათლული ითვლება სულიერ შვილად. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)

ზოგადად, ახლო ნათესავებს შორის სასურველი არ არის ნათლობა. თუმცა ჩვენ ვუშვებთ ხოლმე გამონაკლისს, როცა სასწრაფოდ მოსანათლია ადამიანი, რომ ერთი მხრივ, ნათესავებმა მოახდინონ ნათლობა. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ყოვლად დაუშვებელია ცოლ-ქმრული კავშირის ნათესაობით მონათვლა – ერთი მხრიდან მეორე მხრისა. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)

კი, შეუძლია. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)

კი, შეგიძლია მონათლო. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)

შეიძლება. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)

შეიძლება. ნათლობის ჯვარი არის სიწმინდე, ის უნდა იყოს შენახული და განსაკუთრებულ დღეებში, მაგ.: დაბადების დღეებზე, აღდგომა დღესა და საუფლო დღესასწაულებზე უნდა ვიკეთებდეთ. ხოლო ყოველდღიურად შეიძლება ვატაროთ ჩვეულებრივი სამკერდე ჯვარი. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

მეჯვარეობას ხელს არ უშლის თქვენ მიერ აღწერილი მდგომარეობა, მაგრამ უმჯობესია ბავშვი უცხო ადამიანმა მონათლოს. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

ზოგადად, ნათლობა ჯობია იყოს უცხო ადამიანის მიერ, მეგობრის, მეზობლის, თანამშრომლის და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი პრაქტიკა, რომ ახლო ნათესავები ხდებიან ისევ თავიანთი ნათესავების ნათლიები. ეს აკრძალული არ არის საეკლესიო რჯულის კანონით, მაგრამ სასურველიც არ გახლავთ. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)