Home » მირონცხება

მირონცხება

გვპასუხობს მოძღვარი

პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.

მირონის ხარშვა არის სიწმინდე, რომელიც ისეთი დიდი საიდუმლოს აღსრულების დროს, რასაც ნათლისღება ჰქვია, ადამიანს ეცხება, ასევე, ადრე მირონს რქით ასხამდნენ მეფეს თავზე მეფედ კურთხევის ჟამს. მირონის ხარშვის უფლება აქვს მხოლოდ ავტოკეფალურ, ე.ი დამოუკიდებელ ეკლესიას, რომელსაც ჰყავს თავისი საჭეთმპყრობელი მართლმადიდებლურ სამყაროში. ჩვენ გვყავს პატრიარქი, გვაქვს საპატრიარქო ტახტი და ის, რომ ვართ დამოუკიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია, ამის აღმნიშვნელია ფაქტი, რომ გვაქვს უფლება, მოვხარშოთ მირონი ჩვენს ეკლესიაში. (დეკანოზი ალექსი ადამაშვილი, წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის მღვდელმსახური)