Home » გვპასუხობს მოძღვარი

გვპასუხობს მოძღვარი

გვპასუხობს მოძღვარი

“ამბიონი” გაძლევთ საშუალებას მიიღოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. ამისათვის ისარგებლეთ ჩვენი საკონტაქტო ფორმით და გამოაგზავნეთ შეკითხვა. ჩვენ შევეცდებით მოკლე დროში მოგაწოდოთ პასუხი ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით.

ბოლოს გამოქვეყნებული პასუხები:

თუ დის ქმრის მოგვარეა მხოლოდ და არანაირი სისხლისმიერი ნათესაობა არ არსებობს მათ შორის, მაშინ პრობლემა არ არის, შეიძლება ჯვრისწერა. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

ჯვარდაწერილებად ითვლებიან, ხოლო მეჯვარე არის და, ვინც ჯვრისწერაზე იდგა პატარძლის გვერდით. საერთოდ, სხვისი სახელისა და გვარის ჩაწერა არასწორია. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

შეიძლება. ნათლობის ჯვარი არის სიწმინდე, ის უნდა იყოს შენახული და განსაკუთრებულ დღეებში, მაგ.: დაბადების დღეებზე, აღდგომა დღესა და საუფლო დღესასწაულებზე უნდა ვიკეთებდეთ. ხოლო ყოველდღიურად შეიძლება ვატაროთ ჩვეულებრივი სამკერდე ჯვარი. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

ეს ძალიან არასწორი საქციელია, იმიტომ რომ, ჯვარი იკურთხება ჩვენს სახელზე, ანუ მას ადგება ანგელოზი ჩვენი სახელობისა და ეს ანგელოზი მფარველობს ჯვარს, ჯვარი კი – ადამიანს. როცა ჯვარი იკურთხება მის სახელზე, იგი არის მისი მფარველი და შემწე. თავისთავად, ჩუქება ასეთი სახის ჯვრისა არ შეიძლება, მნიშვნელობა არ აქვს, კათოლიკეს აჩუქებ თუ სხვას. მეორე მხრივ, სხვა სარწმუნოების ადამიანს მართლმადიდებელი რომ ჩუქნის ნაკურთხ ჯვარს, არ არის სასურველი. გამოსავალი აქედან არის ის, რომ მოძღვართან მიხვიდე, აღსარება ჩააბარო, მოინანიო შენი საქციელი, შენდობა მიიღო და გააგრძელო ქრისტიანული გზით ცხოვრება. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

ზოგადად, ჯვარდაუწერელი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის არის მრუშობა და დიდი ცოდვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შეკითხვას, 4 წელია ცხოვრობენ, ყოფილ ცოლთან ჯვარი აქვს დაწერილი და ჯვარს არ იყრის, ეს უკვე უმართებულოა. თუ ყოფილი ცოლიც თანახმაა გაყრისა და ცალ-ცალკე ცხოვრობენ, დამოუკიდებლად, მაშინ უმჯობესია, აიყაროს ჯვარი პირველ ცოლთან. ამის შემდეგ შეძლებს ჯვარი დაიწეროს იმ ადამიანზე, ვისთანაც 4 წელია ცხოვრობს. რაც შეეხება ჯვრის აყრის წესს, იგი არის შემდეგნაირი: ადამიანი მიდის მოძღვართან, რადგან ყველაზე კარგად მან იცის მისი სულიერი მდგომარეობა, უხსნის იმ სიტუაციას, რატომაც აპირებს ჯვრის აყრას და თუ მოძღვრის ლოცვა-კურთხევა იქნება, დაეთანხმება ამას, შემდგომ მოძღვარი აძლევს რეკომენდაციას საპატრიარქოში წასაღებად, სადაც პატრიარქის ქორეპისკოპოსი წაუკითხავს მცირე ლოცვებს ჯვრის აყრისა და ამ რეკომენდაციის საფუძველზე მას ჯვარი აეყრება. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

არსებობს აღსარების მოსამზადებლად გამოსული სპეციალური წიგნები, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი აღსარებისთვის. იქ დეტალურად არის აღწერილი, თუ რა არის საჭირო აღსარების დროს. არ არის აუცილებელი მრავალმეტყველება და ამბის მოყოლა, რომ აი, ეს მოხდა ამა და ამ წელს, თვეს და ა.შ. თუ სასაუბროა, ძალიან მოკლე ფორმით უნდა დაიწეროს, ან ჩაწეროთ თვითონ ცოდვის რაობა, მაგ.: ავაზაკობით, ავთვალობით და ა.შ., რაც წერია ლოცვების წიგნში. არსებობს ჩამონათვალი იმ ცოდვებისა, რომლებიც ადამიანს ემართება და ამით უნდა იხელმძღვანელოს. როდესაც ადამიანი ემზადება აღსარებისთვის და წერს თავის ცოდვებს ფურცელზე, თუნდაც ერთი სიტყვით, მასში აუცილებლად უნდა იყოს სინანული. უფალმა ყოველივე იცის ჩვენ შესახებ, მაგრამ ჩვენგან ელოდება სინანულს. სინანული შეიძლება გამოვხატოთ ერთი სიტყვითაც. არ არის საჭირო ამაზე ვისაუბროთ ძალიან ბევრი, მაგრამ თუ საჭიროა, მოძღვარს ეუბნებით, რომ ეს ცოდვა ძალიან გაწუხებთ და თუ შეიძლება, ვრცლად ესაუბრებით. რა თქმა უნდა, მოძღვარი გაგესაუბრებათ ამ ცოდვის შესახებ და აგიხსნით, როგორ უნდა მოიქცეთ. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

ეს ძალიან პირადული საკითხია. ერთი მხრივ, არსებობს საზოგადოებრივი შეხედულებები, ტრადიციები, მეორე მხრივ კი – სიყვარულის გრძნობა, რომელსაც ხელს ვერ ვკრავთ ვერანაირად. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საკუთარ სულიერ მოძღვართან უნდა გადაწყვიტოთ, მასთან და მშობლებთან შეთანხმებით. საბოლოოდ, შესაძლებელია მოძღვრის ლოცვა-კურთხევაც მიიღოთ და მშობლების ნებართვაც, თუ ეს სიყვარული გულწრფელია ორივე მხრიდან. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

მეჯვარეობას ხელს არ უშლის თქვენ მიერ აღწერილი მდგომარეობა, მაგრამ უმჯობესია ბავშვი უცხო ადამიანმა მონათლოს. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

არ შეიძლება, იმიტომ რომ, ისინი ითვლებიან სულიერ მშობლებად და სულიერი მშობლობა ზეაღმატებულია ხორციელ ურთიერთობაზე და ნათლობის მადლს ჯვრისწერის მადლი ვერ ჩაანაცვლებს. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

ზოგადად, ნათლობა ჯობია იყოს უცხო ადამიანის მიერ, მეგობრის, მეზობლის, თანამშრომლის და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი პრაქტიკა, რომ ახლო ნათესავები ხდებიან ისევ თავიანთი ნათესავების ნათლიები. ეს აკრძალული არ არის საეკლესიო რჯულის კანონით, მაგრამ სასურველიც არ გახლავთ. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

უნდა მიხვიდეთ მართლმადიდებლურ ტაძარში, ნახოთ ვინმე სულიერი მოძღვარი და აიღოთ ლოცვა-კურთხევა, დაიცვათ წესები: მარხვა, ლოცვა და ა.შ. და ჩააბაროთ აღსარება. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

მარხვის პერიოდში ცოლ-ქმარი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ “საწოლის მარხვაც” დაიცვას. ეს ინდივიდუალური საკითხია, ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება ამ თემაზე საუბარი. ჯობს, რომ მივიდნენ სულიერ მოძღვართან, შეატყობინონ თავიანთი მდგომარეობა და თუ ახალი ცოლ-ქმარია, შეიძლება შეღავათის დაშვება. მაგრამ როგორც წესი, მარხვაში არ შეიძლება ხორციელი ურთიერთობა. ეს თუ მაინც ხდება, მოძღვარი უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში და მისი ლოცვა-კურთხევით, როგორც ის იტყვის, ისე უნდა მოიქცეთ. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

თუ ადამიანები აპირებენ ჯვისწერას და მათ თანაცხოვრება არ აქვთ, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. თუ გინდა ტაძარში შევიდნენ და გინდა ეზიარონ ერთად, მაგრამ თუ ჯვარდაუწერელ ხორციელ თანაცხოვრებაში არიან, ეს უკვე ცოდვაა. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

რა თქმა უნდა, დილა-საღამოს ლოცვების კითხვა შეიძლება, მაგრამ როგორც ზღვაში გემი არ შეიძლება არსებობდეს საჭის გარეშე, რადგან ის შეიძლება ტალღებმა დაამტვრიონ, დაანგრიონ და ჩაიძიროს, ასევეა ადამიანი სულიერი მოძღვრის გარეშე. სულიერი მოძღვარი არის მისი მესაჭე, რომ წარმართოს მისი სულიერი ცხოვრება სწორი გზით. აქედან გამომდინარე, მოძღვრის გარეშე ეკლესიური ცხოვრება არ გამოვა. თუ ვსაუბრობთ ეკლესიურ ცხოვრებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჰყავს თავისი სულიერი მოძღვარი, რომელსაც ის უნდა აბარებდეს სისტემატურად აღსარებას, ითვალისწინებდეს მის ლოცვა-კურთხევას და ეზიარებოდეს. რაც შეეხება ამ მდგომარეობას, თუ მოძღვართან მისვლის დროს კომპლექსი გაგიჩნდათ და ამის გამო ვეღარ მიხვედით მასთან, არსებობს ასეთი გამოსავალი: ღვთის წყალობით, საქართველოს ეკლესიებში არის უამრავი მოძღვარი. თუ დაესწრებით მათ წირვა-ლოცვებს, მოუსმენთ მათ ქადაგებას და თქვენ სულთან ახლოს მოვა ეს პიროვნება თავისი ქცევით, ხასიათითა და სხვა თვისებებით, მაშინ უნდა მიხვიდეთ მასთან, სთხოვოთ, რომ გახდეთ მისი სულიერი შვილი და შემდეგ, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად გამოვა. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

სალოსობა არ არის რაღაც განსაკუთრებული ნიჭი. სალოსობა არის ადამიანის გადაწყვეტილება, იცხოვროს საზოგადოებისთვის სულელად და ღვთისათვის მლოცველად. ის უნდა მოეჩვენოს ადამიანებს, საზოგადოებას სულელად და გიჟად სარწმუნოებისათვის. აქედან გამომდინარე, მე არ მახსენდება, ეკლესიის ისტორიაში იყო თუ არა ქალი სალოსი, მაგრამ მამაკაცი სალოსები ეკლესიური ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გადაწყვეტდნენ, რომ აეღოთ სალოსობის ღვაწლი. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

შეკითხვები გამოგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე info@ambioni.ge ან ისარგებლეთ საკონტაქტო ფორმით

თქვენი სახელი (აუცილებელია)

თქვენი ელ-ფოსტა (აუცილებელია)

თემა

შეტყობინება