მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს დეკანოზი არჩილ ავანაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.05.2015 3 კომენტარი | 3,435 ნახვა

“ამბიონის” მკითხველის კითხვებს პასუხობს სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი:

მკითხველის კითხვა:

შეიძლება თუ არა აღსარებაში გავიმეორო (ანუ ხელახლა ვაღიარო) ყველა ის ცოდვა, რაც ჩამიდენია ცხოვრების მანძილზე?

პასუხი:

ყველა ადამიანი პიროვნულად ინდივიდია და ყველაფერს თავის გადასახედიდან აფასებს. არიან პიროვნებები, რომელთაც აღსარების ჩაბარება შვებას ჰგვრის. სიონი ამით თავისუფლდებიან და ცოდვას უკვე გაურბიან. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც მონანიების შემდგომაც აწუხებთ მოძღვრისთვის გამხელილი ცოდვები. საერთოდ, ბოლომდე თუ არ გაიხსენი და არ თქვი, ეს ყოველთვის შეგაწუხებს. ამიტომ ხდება ერთი და იგივე ცოდვების განმეორება. საკუთარ თავსაც გავაწვალებთ და მოძღვარსაც. ადამიანმა უნდა შეაწუხოს სინდისი და თქვას ბოლომდე სათქმელი, რომ მიეტევოს უფლისგან.

მკითხველის კითხვა:

მყავს სულიერი მოძღვარი, მაგრამ ყველა ცოდვას ვერ ვუმხელ, მრცხვენია და როგორ მოვიქცე?

პასუხი:

სულიერი მოძღვარი ის ადამიანია, რომელსაც შენთვის ყველაზე ძვირფასსაც ჩააბარებ, რაც უფალმა მოგანიჭა, სულსაც გაიღებ და სიცოცხლესაც. მე, პირადად, მქონია შემთხვევა, როცა ასეთი ცოდვა გაუმხელია ჩემს სულიერ შვილს და შემდგომ შვება უგრძვნია. უკვე შემიძლია მასთან მუშაობა და მიხარია. როცა ადამიანს ძალუძს, აღიაროს ცოდვა, თუნდაც საშინელება, მასზე ღვთის მადლია. თუ ვერ ამბობ, ან ბევრი შრომა გაკლია იმისათვის, რომ ამას მიაღწიო, ან თუ რამე გაბრკოლებს, თუნდაც მოძღვართან ურთიერთობა, სჯობს, გადახედო შენს ნავსაყუდელს და სხვაგან მოძებნო ის.

მკითხველის კითხვა:

სხვა ქვეყანაში რომ მოვიპარო ჩემი ქვეყნის ეკლესიის სიწმინდე და დავუბრუნო სამშობლოს, როგორ შეაფასებს ჩემს საქციელს ეკლესია?

პასუხი:

ქურდობა, რა თქმა უნდა, დიდი ცოდვაა. თქვენ ნუ ჩაერევით.

მკითხველის კითხვა:

რამდენიმე დღეა, ცდუნებას ვერ გავუძელი და შევცოდე ბილწი აზრებითა და ჩუკენობით. ძალიან განვიცდი, მოძღვარი მყავს, მაგრამ თქმას ვერ ვბედავ. როგორი ფორმით უნდა გავანდო აღსარება?

პასუხი:

მოძღვარი შენი მეგობარია, შენი მამაა. რასაც საკუთარ მამას ვერ გაუმხელ, მოძღვარს უნდა უთხრა. თუ ასეთ ცოდვაში ხშირად ვარდებით, საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. ყოველთვის არსებობს ლოცვები, რომ თავი აარიდო ცოდვას: ღვთისმშობელს შეევედრო, 50-ე, 90-ე ფსალმუნი ბრძანო. როდესაც უფალი ხედავს, რომ გსურს ცოდვისგან თავის დაღწევა, წყალობას მიიღებ და გათავისუფლდები ცოდვისგან. ამიტომ ხშირად უნდა ვილოცოთ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი