მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

გვიანი შუა საუკუნეები XV-XVIII სს.

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.08.2016 | 1,553 ნახვა

მჭადიჯვარი ქართველი ერის ცხოვრებაში უმძიმესი XIV-XVIII სს. მონღოლთა ბატონობას უკავშირდება. XIV საუკუნეში მხოლოდ გიორგი ბრწყინვალეს დროს (1314-1346 წწ.) ამოისუნთქა ქვეყანამ და ეს იყო ერთიანი მძლავრი ფეოდალური საქართველოს უკანასკნელი გამობრწყინება.

მიუხედავად მძიმე ვითარებისა, მიუხედავად იმისა, რომ გაუთავებელ შემოსევებს ემსხვერპლა უამრავი ძეგლი და ხელოვნების ნაწარმოები, შემოქმედება არ ჩამკვდარა. სხვადასხვა დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შენდებოდა ეკლესიები, იხატებოდა კედლები, იწერებოდა და იჭედებოდა ხატები, მზადდებოდა და მინიატურებით ირთვებოდა წიგნები, იჭედებოდა მათი ყდები, ვითარდებოდა გამოყენებითი და დეკორაციული ხელოვნების დარგები.

XV-XVIII სს-ში დიდი ყურადღება ეთმობოდა დაზიანებული ძეგლების აღდგენა-განახლებას. ამ დროს ბევრი ეკლესია შეკეთდა (• მცხეთის სამთავროს გუმბათის ყელი, აღდგა XIV ს-ის დას. (ან XIII-ის ბოლოს). • სვეტიცხოველი, აღდგა XV ს-ის I ნახ-ში. • რუისის ტაძარი აღდგა XV ს-ში • სამთავისის კათედრალის გუმბათის ყელი და დასავლეთი ფასადი, აღდგა XV ს-ში • თბილისის მეტეხის ტაძრის გუმბათის ყელი აღდგა XVI ს-ში • თბილისის სიონი განახლდა XVII-XVIII სს-ში).

შენდება ახალი ეკლესიებიც. გაბატონებული ჩახაზული ჯვრის ტიპის (• ალი, XVII ს-ის შუა ათეული წლები • მჭადიჯვარი, 1668 წ. • ანანურის ღვთაება, XVII ს.• ანანურის ღმრთისმშობელი, XVII ს. • ლარგვისი, XVIII ს-ის 50-60-იანი წწ.• ახალი შუამთა, XVI ს-ის 40-იანი წწ. • გრემის მთავრანგელოზთა ეკლესია, 1565 წ. • შიხიანის &ქუოტ;აღდგომა&ქუოტ;, XVI ს.ის 70-იანი წწ. • ჭიკაანის “კვირაცხოველი”, 1574-1606წწ. • ალვანის სამება, XVI ს. • მატანის წმ. ნიკოლოზი, 1540-იანი წწ. • ახატელის ეკლესია, XVI ს.• ლეჩხუმის ცხეთის წმ. გიორგი, XVIII ს. • წესის ბარაკონის ღმრთისმშობელი, XVIII ს) გარდა, მიმართავენ კარგად დავიწყებულ ხუროთმოძღვრულ ტიპებსაც: კუპელჰალე, ტეტრაკონქი (• იტრია, XVI ს. • ოძისი, XVI ს. • ილემი, XVI ს.), სამეკლესიიანი ბაზილიკა (• “მონასტერი”, XIV-XV სს.), დარბაზული ეკლესია, რვაკუთხედში ჩასმული ჯვარი, თავისუფალი ჯვრის ტიპი (• ტყვირი, XV ს. • ქორეისუბანი, XV ს. • სავანის “გიორგისეულის”, XV-XVI სს.• ზედა საქარის გულბანდიანი XV-XVI სს.). შენდება სამრეკლოები (• ნინოწმინდის, XVI ს. • ახალი შუამთის, XVI ს. • თბილისის ანჩისხატის, 1675 წ. • ურბნისის სამრეკლო, 1706 წ. • იმერეთის ვარძიის, შეკეთებულია 1777 წ.). ცხოველხატულობა და სამკაულის სიყვარული კვლავაც ახასიათებს XIV-XVIII სს-ის ხუროთმოძღვრებას, თუმცა ნამუშევარი უფრო ხელოსნურობით არის აღბეჭდილი.

წყარო: http://www.heritagesites.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.