მთავარი » კონკურსი

გვანცა კვანტალაძე – “ჩემი სკოლა” – გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.01.2015 ერთი კომენტარი | 2,128 ნახვა

მე ვარ გვანცა კვანტალაძე. გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე. გიამბობთ ჩემი სკოლის შესახებ.

გაზეთი “ივერია” 1888 წელს იუწყებოდა, რომ გურჯაანის მაზრის სოფელ შაშიანში მღვდელმა შიუკაშვილმა გვანცა კვანტალაძე საკუთარ სახლში გახსნა სამრევლო სკოლა.

დღეს აქ 270 მოსწავლე და 40 მასწავლებელია. ამ სასწავლებლის საფუძველზეა აღმოცენებული დღევანდელი სკოლა. ამ მრავალწლოვანი სკოლის მოსწავლე ვარ. მეამაყება, რომ ის 125 წლისაა.

აწმყო? დღეს რა მდგომარეობაშია სკოლა? თავის დროზე შესანიშნავი შენობა აუგიათ. ეს მომხდარა 1966 წელს. არაჩვეულებრივად ნათელი და ფართო, განიერი კორიდორებითა და მრავალი საკლასო ოთახით. მძიმე წლებში პედაგოგიურმა კოლექტივმა შეინახა შენობა, გაუფრთხილდა ინვენტარსა და მოწყობილობებს. ბოლო რამდენიმე წელია მთლიანად შეიცვალა კარ-ფანჯარა, გარემონტდა კლასები, გვაქვს შესანიშნავად მოწყობილი ბიბლოითეკა, კომპიუტერების ოთახი, სამასწავლებლო, მოსწავლეთა თვითმმართველობის სამუშაო რესურს ოთახი, სააქტო დარბაზი.

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის  საჯარო სკოლა

შენობა ულამაზეს გარემოში დგას, ჩვენ, აქაური ბავშვები ვიზრდებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ორი ტაძრის მფარველობის ქვეშ. რას ნიშნავს ეს? ეკლესიები და ჩემო სკოლა თითქმის ერთ ვრცელ, გამწვანებულ სივრცეშია განლაგებული. ნახეთ, რა უმშვენიერესი კომპლექსია ჩემი სკოლის მეზობლად. ტაძარში მამა თეიმურაზი წირავს, ჩვენ მისი სულიერი შვილები ვართ.

რაც მთავარია, არ მინდა, ვინმემ პირფერობად ჩამითვალოს… სკოლაში ხომ მთავარი მაინც პედაგოგია… სულ მიკვირს, როგორ მოიყარა ამდენმა კეთილშობილმა ადამიანმა აქ თავი. გულისხმიერი და სათნო პედაგოგები მყვანან. შეუძლებელია, მოინდომო და ვერ ისწავლო. პრობლემები? რა დალევს, რა ამოწურავს სირთულეებს.

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის  საჯარო სკოლა

მოკლედ ჩამოვთვლი. მსურს ჩემს საყვარელ სკოლას ჰქონდეს:

1) ცენტრალური გათბობა, შიგნით სველი წერტილები.
2) მიკროავტობუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მომსახურებისა და ექსკურსიების მოწყობისთვის.
3) ბევრი კარგად აღჭურვილი კლასი.
4) მსურს, სწრაფად დამთავრდეს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სპორტული დარბაზი, რომელიც კეთილმოეწყობა ინვენტარით და შესაძლებლობა მოგვეცემა, სპორტის გაკვეთილების ნანატრ გარემოში ჩატარების.

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის  საჯარო სკოლა

სკოლა ხომ ოდითგანვე მოწოდებულია, ადამიანს გზა გაუკაფოს განათლებისკენ. ვფიქრობ, შაშიანელ ბავშვებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ იყვნენ განათლებულნი – ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშველობით- განათლება ხომ ნიშნავს ქრისტეს ნათელთან ზიარებას და თანაც ინფორმაციის უხვად დატევას ადამიანში. მსურს, ასეთი ქართველები ვიყოთ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Tamar tvaliashvili says:

    სასიხარულოა,როცა საზოგადოება საუბრობს სკოლაზე, მის წარმატებებსა და სირთულეებზე სხვებსაც რომ დააფიქრებს… მაგრამ ორმაგად სასიხარულოა, როცა ამას აკეთებს მოსწავლე… მადლობა ამისათვის გვანცა!… შენგან უამრავ წარმატებას ველოდებით!
    მადლიერნი ვართ ,,ამბიონის”– საზოგადოებრივ–რელიგიური ინტერნეტჟურნალის ასეთი საინტერესო კონკურსისთვის. მასში მონაწილეობას სარგებელი აქვს არა მარტო მონაწილისთვის და მისი უნარების განვითარებისათვის, არამედ ზოგადად საზოგადოების ინფორმირების, საკუთარის უკეთ გაცნობის და შეფასებისთვის.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი