მთავარი » კონკურსი

გვანცა კირვალიძე – “ ჩემი სკოლა” – წმინდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.11.2014 6 კომენტარი | 3,377 ნახვა

ალბათ წარმოუდგენელია სკოლა, სადაც მხოლოდ ექვსი ბავშვი სწავლობს, თუმცა ჩვენთან ყველაფერი მართლა ასე დაიწყო: წმინდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ექვსი ბავშვი და თვრამეტი მასწავლებელი. ცოტა ვართ, თუმცა თავს არ ვიზოგავთ: – ბევრს უნდა ვაჯობოთ… ჩვენს შრომას შედეგი მოაქვს: შემდეგ წელს სამოცი ვართ, შემდეგ ას ორმოცდაათი.

რითი განსხვავდება ჩემი სკოლა სხვა სკოლებისაგან? იმითი, რომ ეს უფრო ოჯახია, ვიდრე სკოლა. თითოეულ ჩვენგანს ორი სახლი აქვს და ორივე ისე უყვარს, როგორც საკუთარი. ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო მასწავლებლის ღიმილი და მოფერებაა, რითიც უხვად გვანებივრებენ. დასჯაც განსაკუთრებულია: ჩვენც გვაქვს ჩვენი “კარცერი-ლუქსი” – ვკითხულობთ, ვყვებით, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ…

ხუთშაბათი მოძღვრის დღეა, მთელი კვირა ვცდილობთ არაფერი დავაშაოთ, ხუთშაბათს ხომ მოყოლა მოგვიწევს ….

გვაქვს უამრავი გასართობი, თუ შემეცნებითი ღონისძიება. ერთ-ერთია “მოიარე საქართველი” – ვეცნობით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, გვანცა კირვალიძე ციხეებსა თუ მონასტრებს.

გასულ კვირას კოჯორში ვიყავით. გამოუთქმელი იდუმალებით შეგვეგება ნისლიანი ტყე. ფეხაკრეფით გავუყევით ბილიკს. იქ, ზემოთ, საოცარი სანახაობა გველოდება – ციხე ღრუბლებში.

ვჩერდებით… ბალახი მოსდებია თეთრი ჯვრებით დამშვენებულ საფლავებს… აქ იუნკერებს, სტუდენტებს, ქართველებს, რომელთათვის სამშობლოს თავისუფლება მეტი იყო, ვიდრე სიცოცხლე, მარადიული ძილით სძინავთ. თავდახრილები ვდგავართ მათ სამარესთან, ყველას თითქოს კოლაუ ნადირაძის სიტყვები ჩაგვესმის: ,,მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს“.

წმინდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ციცაბო ბილიკს თითქოს ზეცისკენ ავყავართ. შიშით, მაგრამ სიამაყით მივუყვებით მოლიპული ქვებით ნაკეთ გზას: აქ დიდ თამარს უვლია, ჩვენ მის ნატერფალზე მივაბიჯებთ. ზეცასთან და უფალთან ახლოს, მრავალსაუკუნოვანი ციხის ნანგრევებზე ვხვდებით, რა დიდი ტვირთია და რაოდენ საამაყოა ქართველობა. იქ კი, ციხის ქვემოთ, თითქოს ამ ციხისა და სრულიად საქართველოს დარაჯად წვანან იუნკერები, რომელთა საფლავებთან ჩვენი გულიდან წამოსული სიტყვები ფიცივით ჟღერს: “მეც შევეწირები საქართველოს,” “მეც…” “მეც”…

ეს ერთი დღეა იმ მრავალ ასეთ დღეთა შორის, რომელსაც გვჩუქნიან სკოლაში. ხვალ ახალი დღე გათენდება, ისთივე შინაარსიანი და საინტერესო, როგორიც დღეს, როგორიც წინა დღეს, გასულ კვირას… ერთმანეთს მოჰყვება ბედნიერი დღეების გრძელი რიგი – ეს ჩემი სკოლაა, ჩემი დიდი და საყვარელი ოჯახი.

გვანცა კირვალიძე
მე-10 კლასი

გაგვაცანით თქვენი სკოლა! მოგვწერეთ თქვენც…
“ჩემი სკოლა” – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • თამარი says:

    ყოჩაღ, გვანცა! ძალიან მომეწონა შენი თხზულება. ისე თბილად დაახასიათე შენი სკოლა, სასკოლო ასაკის შვილები რომ მყავდეს, სიხარულით მოვიყვანდი თქვენთან. მახარებს, რომ ასეთი სიყვარულით წერ სკოლის შესახებ. წარმატებებს გისურვებ შენ, შენს მეგობრებსა და პედაგოგებს!

  • მარინა მჭედლიშვილი says:

    გვანცა, შენი სიტყვები სიამაყით ამავსებს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის; ჩვენი მოკრძალებული, პატარა მისია შეგვისრულებია, ცოდნასთან ერთად სითბო და სიყვარული უხვად მიიღე შენს “დიდ და საყვარელ ოჯახში”. როგორც ვხედავ, ჩვენს გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია, ერთად გავიმარჯვეთ! გვეამაყები და წარმატებებს გისურვებ!

  • sofiko says:

    sad aris es skola da fasiania? ra girs ?

    • წმინდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა says:

      სკოლა მეტრო სამას არაგველთან გახლავთ, ბოჭორმის 23-ში.დიახ,ფასიანია. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 274 54 10. უღრმესი მადლობა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი