მთავარი » ეკლესია-მონასტრები

გორულის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.12.2018 | 849 ნახვა

გორულის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2018 წელს განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაქალაქარ გორულის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის ტერიტორია გაიწმინდა მცენარეებისაგან,გასუფთავდა სამშენებლო ნაგვისგან. მოიხსნა კრამიტის ქვის არსებული დუღაბის ფენა. გასუფთავდა ქანობები ხის კონსტრუქციების მოსაწყობად,- კარნიზი ჩამოღვენთილი კირის ფენისაგან. მოეწყო დაფერილი თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით.ინტერიერსა და ფასადებზე ამოივსო გამოქარული ადგილები კირ-დუღაბის ხსნარით,ჩაისვა რკინის კარებები სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე.

მოეწყო ბადიანი რკინის სარკმელები. ნაქალაქარი გორულა განლაგებულია მთის სამხრეთ კალთაზე, რელიეფის სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთისგან მოშორებით საკულტო, თუ საყოფაცხოვრებო ნაგებობებით გარშემორტყმული. წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს ნაგებობათა შორის ყველაზე მაღალ ადგილზე, რომელიც წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. გეგმაში ეკლესია წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ნაგებობას ორი შესასვლელით: სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან. ოთხივე მხრიდან ეკლესია განათებულია, გარედან ვიწრო ხოლო შიგნიდან კი საკმაოდ ფართე სარკმელებით. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული მუქი ყავისფერი ფერის ქვით, აქა-იქ ჩართული ბრტყელი აგურის ფილებით. თლილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებში, სარკმლებსა და შესასვლელების ირგვლივ, რომლებიც გამოირჩევა მოყვითალო ფერით. სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელები მოჩარჩოებულია სხვადასხავ ორნამენტებითა და ლილივებით, ასევე აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმელები; ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთის სადად დამუშავებული თლილი ქვით და სიბრტყეში ჩაზრდილი ლილვით. ინტერიერში დარბაზი საკურთხევლისგან გამოყოფილია გვიანი პერიოდის სქელ კედლიანი აგურის კანკელით. საკურთხეველში დგას საკმაოდ ძლიერი წმინდა ტრაპეზის დიდი ზომის ქვა. დარბაზი დანაწევრებულია წყვილი პილიასტრით,რომლის საწყისი იადაკის დონიდან მაღალზეა. პილიასტრები მთავრდება მარტივი პროფილიანი კაპიტელებით და ვიწრო საბჯენი თაღებით. ინტერიერში აგური გამოყენებულია მთლიანად კამარაზე, სარკმელებისა და შესასვლელების თაღების ირგვლივ. კედლის საპირეები უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები.

თლილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კარის წირთხლებსა , პილიასტრებსა და თაღებზე. აქვეა ორი საფლავის ქვა ,მხედრული ქარქერით. შემსრულებელი: შპს. „ბიჯი+“


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი