მთავარი » ჯანმრთელობა

რა სამკურნალო თვისებები აქვს გულყვითელას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.12.2017 | 5,027 ნახვა

გულყვითელა (კალენდულა) მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 20-25 სმ. სიმაღლის სწორმდგომი ღეროთი, გულყვითელა ფოთლები წაგრძელებული, მოგრძო ან ლანცეტისებური, მორიგეობით განლაგებული მჯდომარე. გულყვითელას ყვავილედს აგროვებენ სრული ყვავილობისას, რომელიც შეიცავს კაროტინს, ეთეროვან ზეთს, ფლავონის გლიკოზიდებს, ტრიტერპენსაპონინებს, არნიდიოლსა და ფარადიოლს.

ხალხურ მედიცინაში გულყვითელას იყენებენ როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებას, ეფექტურია ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, ნაყენის მიღება აუმჯობესებს გულის მუშაობას. მისი ეფექტი განსაკუთრებით აღინიშნება გვირილასა და ფარსმანდუკთან.

გულყვითელას ნაყენის მისაღებად 20 გრ ყვავილი (2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ წყლიან აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი 1-2 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს.

პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად 1 სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს.

პროქტიტების დროს იკეთებენ გულყვითელას ნაყენის ოყნებს (1 ჩაის კოვზი ნაყენი, 1/4 ჭიქა წყალზე).

გულყვითელას სპირტიანი ნაყენი იყიდება აფთიაქებშიც. მიიღება 30 წვეთიდან 1 ჩაის კოვზამდე 2-3-ჯერ დღეში.

გულყვითელა ყვავილობას იწყებს ივნისის მეორე ნახევრიდან, სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ყვავილების შეგროვება, რომელიც შეიძლება აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდეს.

ყვავილების თავების წაწყვეტა უნდა მოხდეს ხელით, რომელიც აუცილებლად უნდა გამოშრეს ჩრდილში. შეიძლება ხელოვნური გამოშრობა 80 გრადუს C-ზე, რადგან ის ამ დრო ყველაზე კარგად ინარჩუნებს სასაქონლო ღირებულებას. გამომშრალი მასალა შეფუთული უნდა იქნეს სინათლისგან შეუღწევად მასალაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს თავის ღირებულებას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი