მთავარი » ქრისტიანობა

გულგრილობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.07.2011 12 კომენტარი | 6,134 ნახვა

არის შემთხვევები, როცა მორწმუნე ადამიანს გული უცივდება ეკლესიური ცხოვრების მიმართ.
თავდაპირველად ყველას უხარია წირვა-ლოცვაზე სიარული, აღსარების ჩაბარება და ზიარება, მაგრამ ზოგჯერ დგება პერიოდი, როცა ეს პირველი აღფრთოვანება მექანიკურობაში გადაიზრდება. სანთელიმორწმუნე ფიქრობს, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით დადის ეკლესიაში და აბარებს აღსარებას. ვეღარც აღსარების თქმის შემდეგ გრძნობს შვებას და ვეღარც ზიარების შემდეგ – სიხარულს. ეს ყველაფერი კი შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ მორწმუნემ შეწყვიტოს ეკლესიურად ცხოვრება. იფიქროს, თუ მექანიკურად დადის ეკლესიაში და ამით მხოლოდ მოვალეობას იხდის, თუ ერთსა და იმავე ცოდვებს ჩადის და ვერაფერს ასწორებს, რაღა აზრი აქვს ასეთ სიარულს ტაძარში…

რა იწვევს მსგავს მდგომარეობას, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში და რა სახით უნდა ვებრძოლოთ ასეთ განსაცდელს? ამ თემაზე “ამბიონს” სასულიერო აკადემიის მოძღვარი, მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე ესაუბრა:

რა იწვევს ამ ყოველივეს? რა არის ამის მიზეზი? რატომ შეიძლება დაემართოს ადამიანს ასეთი რამ?

ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
1) ხიბლი – არამართებული წარმოდგენები სარწმუნოებასა და სარწმუნოებრივ ცხოვრებაზე;
2) როდესაც ეკლესიაში მიდიან არა თუ საკუთარი დაცემული ნების უარყოფისა და ღვთის ნებისადმი დასამორჩილებლად, არამედ “მოდის”, ან საკუთარი მიზნებისა თუ იმედების “ღვთის შეწევნით” ასახდენად;
3) საღმრთო ნებისადმი დამორჩილებაზე – საღმრთო მოწოდებაზე, სულიერი ცხოვრების გაღრმავებაზე უარის თქმა, უნანელობა ცოდვებისა, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლაზე უარის თქმა;
4) თუკი სულიერად უმწიფარი, განუწმედელი ადამიანი ჯიუტად მოინდომებს რომელიმე საღმრთო ჭეშმარიტების რაციონალისტურ წვდომას, სინამდვილეში კი – ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პირადი შეხედულების ჭეშმარიტებაში დარწმუნებას. ან გადაწყვეტს თავისი კაცობრივი გონებით სრულად ჩაწვდეს საღვთო განგებულების მოქმედებას.
5) როდესაც მრევლი დაინახავს თავისი მოძღვრის სიტყვაში, ან მოქმედებაში თავდაუჭერლობას _ ცოდვას და ამას გაიხდის სარწმუნოებისადმი თავის გულგაციების – დაბრკოლების მიზეზად.

როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მორწმუნე?

კონკრეტული პასუხი შეიძლება გაეცეს კონკრეტულ მრევლს. კონკრეტული პასუხისთვის მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილი თითოეული მორწმუნე უნდა გაეხსნას თავის მოძღვარს და მოისმინოს მისი რჩევა-დარიგება. თუ ეს არ ხდება, ანუ გახსნა და რჩევა-დარიგების მიღება, მაშასადამე, ამ კონკრეტულმა მრევლმა დარიგებისთვის უნდა მიმართოს სხვა მოძღვარს.

რაც შეეხება ზოგად დარიგებას, მინდა გითხრათ, რომ რელიგიური გრძნობა, ღვრთისადმი სწრაფვა არის დომინანტი, უმთავრესი მოთხოვნილება ადამიანის სულისა. საკუთარი გონების გამაუკუღმართებელი ადამიანების მიერ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი გადამისამართება სხვა მოთხოვნილებებზე წარმოშობს უკიდურეს ამპარტავნებას, სიამეთმოყვარეობას, ავხორცობას, ანგარებას და საბოლოო ჯამში – სასოწარკვეთილებას.

მორწმუნე ადამინი, რომელმაც გული გაუხსნა საღმრთო მოწოდებას და გადაწყვიტა ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრება, არა მხოლოდ უნდა განეშოროს ბოროტს, არამედ უნდა ჰქმნას კეთილი, ე. ი. არა მხოლოდ უნდა შეინანოს ვნებები და ცოდვები, არამედ მოიმოქმედოს სიკეთე, ააღორძინოს მის სულში ბუნებითად არსებული სათნოებები (სათნოებები ჩვენს სულშია ჩანერგილი, მიწაში ნადები ოქროს მსგავსად, ზედაპირულად დაფარულია ვნებათა ჟანგით და არ ჩანს. მოღვაწეობა კი განაბრწყინვებს მათ). ყოველივე ამის თანადროულად, აუცილებელია მორწმუნე თანდათანობით სწავლობდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატურ და ასკეტურ სწავლებებს, რაც კიდევ უფრო განუცხადებს მას სულიერ სინამდვილეს, მსოფლმხედველობით და ზნეობრივ ბრწყინვალებას, საღმრთო ნათელს მართლმადიდებლობისა.

მართლმადიდებლური დოგმატური და ასკეტური მოძღვრების ჭეშმარიტების მცოდნეს მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაუცივდეს გული ეკლესიური ცხოვრების მიმართ, თუ კი იგი შეგნებულად უარყოფს, ან დათმობს ღმერთს – ჭეშმარიტებას და აირჩევს ამპარტავნებასა და სიამეთმოყვარეობას.

როგორ ვებროლოთ ამ მდგომარეობას?

ამ ეშმაკისეულ ხიბლს უნდა ვებრძოლოთ საღმრთო ცოდნითა და ამ ცოდნის შესაბამისი ღვაწლით. უნდა ვიცოდეთ, რომ საღმრთო სწავლებით ადამიანის ცხოვრების არსი არის ღვთის ნებისადმი მორჩილება, ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, მიზანი კი მისი სულის განწმენდაა ვნებებისაგან; სულის სიწმიდის მიღწევის საშუალებებია სათნოებები; სულის სიწმიდის შედეგი კი ნეტარება და ცხონებაა. იაკობ მოციქული გვსწავლის, რომ თითოეულ ჩვენგანზე განსაცდელი მოიწევს ჩვენი ცოდვითი ვნებების გამო, ამიტომ თავმდაბლობა, გულწრფელი სინანული, ღვთისაგან ყოველივეს მადლიერებით მიღება და თუნდაც მტრულად განწყობილი მოყვასისადმი კეთილგანწყობა ყოველთვის დაგვიფარავს სარწმუნოების დაკარგვის განსაცდელისაგან.

მცირედმორწმუნეობის მოძალების შემთხვევაში ვურჩევდი ადამიანს, ამ განცდის დაბადებისთანავე, თავის თავში შეინანოს ის აზრები, რომლებმაც წარმოშვეს მასში ეს ცოდვა, გაიხსენოს, თუ რაა მისი ამქვეყნიური ცხოვრების მიზანი, შემდეგ ამ ეშმაკისეულ აზრებზე აყოლით მოძალებული ურწმუნოებისეული სიმყრალისგან გონების გასათავისუფლებლად რამოდენიმე გზის წარმოთქვას ლოცვა: “უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.

თუ არსებობს ამ შემთხვევაში საკითხავი სპეციალური ლოცვა ან ლიტერატურა?

ვიცი, რომ 90-ე ფსალმუნის თქმას ურჩევენ მამები რაიმე განსაცდელში ჩავარდნილთ. ზოგადად კი უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდათა სწავლებით ლოცვის არსი არის გონების ამაღლება ღვთისაკენ. უფალი გვსწავლის: “მარად ილოცვიდეთ, რათა არ ჩავარდეთ განსაცდელში”. მაშასადამე, თუ კი ჩვენს გონებაში მარად ვცდილობთ, ვფიქრობთ, როგორ სათნო ვეყოთ ღმერთს, უფალი ჩვენ არა მხოლოდ დაგვიფარავს განსაცდელთაგან, არამედ განგვაბრძნობს სულის სიწმიდის მოპოვების საქმეში, სიუხვით გვიბოძებს მადლს სულისა წმიდისა – განგვაღმრთობს.

ლიტერატურიდან ასკეტურ-ზნეობრივი საფუძვლების შესასწავლად ვურჩევდი წაიკითხონ წმიდა აბბა დოროთეს “სწავლანი” (1991 წლის საეკლესიო კალენდარშია გამოქვეყნებული); ხოლო სარწმუნოებივ-მსოფლმხედველობითი საფუძვლების შესასწავლად – წმიდა იოანე დამასკელის შრომა “მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

  • მარინა says:

    მინდა ყველა ქართველი მართკმადიდებელი იყოს,მინდა ყველა ქართველი მართლა ქართვეკი იყოს,მინდა ყველა ქართველი მზად ვიყოთ მართლმადიდებლობის დასაცავად.

  • ლია says:

    დზალიან დზნელია იყო მარტმადიდებელი, ეს ბრდზოლაა რომელიც მტელი ცხოვრება გრდზელდება,ყველა დზლიერი არ არის,რომ გადზლოს,ზოგს სურვილიც არა აქვს,ზოგს არც სჰეუდზლია,იმდენად უყვარს ტავისი ტავი რომ გჰმერტი ჰგონია ტავი.იმას რაც არ უნდა უტხრა ვერ გაგიგებს.ასე რომ ყველა ტავისებურია და დზნელია.როცა ეკლესიასჰი იწყებ სიარულს მტელი ცხოვრება იცვლება,სჰენ იცვლები,იბრდზვი რომ არ გაიმეორო იგივე ცოდვა.ტუ გამოხვედი ეკლესიიდან,აგჰსარებიდან და იგივე ცოდვა ცჰაიდინე ან უარესიიმის იმედიტ,რომ აგჰსარებას ვიტყვი და მორცჰა გავსუფტავდიო…არაა სწორი,ესე ვერ წაიწევ წინ.ცჰემი აზრი ასეტია.

  • ვაჟა says:

    თქვენ ამბობთ,რომ ეშმაკისეულ ხიბლს უნდა ვებრძოლოთ საღმრთო ცოდნითო,ხალხს სული სძვრება შიმშილით და ხალხის დასანახად მეუფეები რომ დარბიან ძვირადღირებული ჯიპებით,ფული არ იციან სად წაიღონ და სხვადასხვა ბიზნესებში დებენ ფულს,წესიერებაზე გვიქადაგებენ და თვითონ ზოგ-ზოგიერთები ისეთ საქციელს ჩადიან,რომ ვერ დავწერ მიზეზს ასეთი მეუფეები არ უნდა გავაბრძანოთ სინოდიდან და კაბაც არ უნდა გავხადოთ,გგონიათ ხალხი ვერაფერს ხედავს,ეკლესიაც გაძეძგილი რომ არის უშიშროების ძველი და ახალი მსახურებით არ იცით? იმიტომაც გვაქვს კატასტროფულად საქმე,და ქვეყანას პერსპექტივაც რომ არ აქვს უახლოეს პერიოდში,მინდა გული გამისკდეს და არ მინდა ვუყურო,როგორ ნადგურდება ქვეყნა და არ შემწევს ძალა,რომ წინ აღვუდგე ამდენ ბოროტებას.

  • ხვიჩა says:

    შენ რა იცი რა ხდება, ვინ გითხრა ან რა წყაროებით საუბრობ? თუ ამდენი ინფორმაცია გაქვს, შენ თვითონ ვინ ხარ? იგივე უშიშროება ხომ არა?

  • ani says:

    vaJa rogorc vici saeklesio kreba igegmeba da reformebis gatareba eklesiashi..
    amaze bevri sasuliero piri saubrobs rom ukve aucilebeli saeklesio reformebis gatareba.

  • ვაჟა says:

    ხვიჩას! 37 ეპისკოპოსიდან 20-მა ხმა მისცა საქართველოს,ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ, აი სწორედ ის 20 არის 30 ვერცხლად ქვეყნის გამყიდველი და მიშას უშიშროების თანამშრომლები ასე რომ მე არ ვარ უშიშროება,მე ქვეყნის მთლიანობისთვის სისხლი მაქვს დაღვრილი და 1-ლი ჯგუფის ინვალიდი ვარ,და ყველა წესიერი ადამიანის ვალია უკეთურების მხილება. მაშინ დავხუჭოთ ყველგან თვალები და ვუყოროთ,როგორ ინგრევა ქვეყანა და ტირანის სომეხის ხელში ვარდება მთელი საქართველო. მარტო მე კი არა ყველა ქართველის ვალია ხმა აიმაღლოს ტქვემძრომების წინააღმდეგ.

  • nona says:

    ra repormebzea saubari me martla ver vxvdebi magram is ki vici rom upali ertia gushin, dges,xval . axla daskvna tqven gaaketet

  • ნინო says:

    ჩვენ ჩვენს ცოდვებზე ვიდარდოთ და არა სხვისაზე. განკითხვით ვერაფერს გავხდებით. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ!

    • მაია says:

      მარტალი ხარტ..კველამ ტავის ჯვარი უნდა ატაროს,,ცოდვილი არ უნდა განვიკიტხოტ,,მაგრამ იმის უპლებაც არა გვაწვს რომ ტვალი დავხყცოტ,ცოდვა ყნდა იკოს მხილებული რატა არ იკოს მაგალიტი სხვისტვის,რომ რცმენა არ დაეკარგოს ხალხს

  • ანა says:

    სხვის განკითხვას ჯობია საკუთარ ცოდვებს მივხედოთ.

  • გიორგი says:

    შეუძლებელია ერთიდაიგივე წყაროდან სხვადასხვა წყალი გადმოედინებოდეს,ზღვა წვეთ-წვეთობით ივსება და ისეთი ხდება როგორი წვეთებითაც შეივსება. საზოგადოება, ერი ადამიანებისაგან ფორმირდება და ისეთი საზოგადოებად ყალიბდება, როგორი ხალხიც ჰყავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის შინაგანი მდგომარეობა, მისი სისუფთავე, რომელიც მთლიანობაში ჩვენი ერის სახეს წარმოადგენს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სულზე და ვიარსებოთ ფუტკრებივით მუდამ სილამაზისა და სიკეთის ძიებაში. დამერწმუნეთ მხოლოდ მაშინ მივაღწევთ რეალურ გაბრწყინებას. ღმერთმა დაგვლცოს და გაგვაძლიეროს. ღმერთი არს ჩვენთან!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი