მთავარი » ქრისტიანობა

“გულგრილები ვართ სხვისი უბედურების დანახვაზედ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2018 | 385 ნახვა

სიონი “უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გულგრილები ვართ სხვისი უბედურების დანახვაზედ; სხვისი ჭირი ჩვენს საკუთარ ჭირად არ მიგვაჩნია; დავიწყებული გვაქვს ურთიერთობის კავშირი, იმასა სცემენ – მე ხომ არაო, ვიძახით და ამით ვინუგეშებთ ჩვენს გაბრუებულ თავსა. ის კი აღარ გვაგონდება, რომ ხვალ შეიძლება ეს დღე მეც დამადგეს და მშველელი არ მეყოლება. თუ ხალხს თავისი უფლება და მოვალეობა კარგად აქვს აწონილი და ცნობილი, თუ ამასთან ხორც-სისხლში გამჯდარი აქვს, რომ ჩემი მეზობლის უფლების დარღვევა ჩემი უფლების დარღვევასაც მოასწავებს, მაშინ… აღმა ხნული პირდაღმა არ დაიფარცხება; მაშინ კეთილად განზრახული საქმე შხამით არ ამოგვედინება ერთისა და ორის ბოროტმოქმედის კაცისაგან, მაშინ თვით ბოროტმოქმედნი ესეთის გამბედაობით და მხნეობით ასპარეზად არ გამოვლენ; ვეღარ წაქეზდებიან იმით, რომ ეს უღონოა და ხმას არ ამოიღებს, ამის გამო შემიძლიან ვიფარფარო, რამდენიც კი მინდაო; ვეღარ წაქეზდებიან თვითეულის კაცის უღონობით, იმიტომ, რომ თვითეული დამყარებული იქნება სხვებზედ, ყველაზედ, ზურგი მაგარი ექნება. მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულგრილობა და განთვითეულება არს, წამალი კიდევ ამ მიზეზის მოსპობისათვის ურთიერთთან კავშირია, ურთიერთობისთვის გულმტკივნეულობაა, ურთიერთის გამოსარჩლებაა.”

წმინდა ილია მართალი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.