მთავარი » კულტურა

გრიგოლ ლორთქიფანიძის საღამო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.06.2010 ერთი კომენტარი | 1,418 ნახვა

გრიგოლ ლორთქიფანიძესაქართველოს საპატრიარქოს, საპატრიარქოსთან არსებული სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის, გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების და სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის ორგანიზებით, ახალგაზრდული ცენრის დარბაზში გრიგოლ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ლევან ფრუიძე (საგვარეულოთა კავშირის კონსულტანტი, ეთნოგრაფი, პროფესორი): “საქართველოს საგვარეულოთა კავშირი, “გვარი და გვარიშვილობა”, რომელიც უწმინდესის კურთხევით ორი წელია მოქმედებს, ვაწყობთ რიგით მესამე ღონისძიებას, გრიგოლ ლორთქინაფიძისადმი მიძღვნილ საღამოს. დიდი დამსახურების ეროვნული მოღვაწე, მოწამეობრივი სიკვდილით შეეწირა საქართველოს თავისუფლებას. ეს საღამო კი მისი სახელის უკვდავყოფისთვის ტარდება. ჩამოსულები არიან მშობლიური ვანის რაიონიდან, წარმოებს მუშაობა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ვანში, სოფელ ისრითში გრიგოლ ლორთქიფანიძის მემორიალური მუზეუმი გაიხსნება. მართალია, ის წმინდანი არ არის, მაგრამ თავისი დამსახურებით, ბატონი გრიგოლი წმინდანობას იმსახურებს.”

თეიმურაზ ლორთქიფანიძე (გრიგოლ ლორთქიფანიძის შვილი): “დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ბოლო დროს ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა ეკლესიამაც კი და ბევრმა არ იცის როგორი წინაპრები გვყავდა, როგორ იბრძოდნენ ისინი საქართველოს მთლიანობისათვის. გრიგოლ ლორთქიფანიძე, იმისთვის რომ ბათუმი და აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დარჩნილიყო, საფრანგეთში მიმავალი, გემზე მყოფი ოჯახი, ახლადდაბადებული ბავშვები დატოვა. მან დაარწმუნა გიორგი მაზნიაშვილი, რომ საჭირო იყო ბრძოლის გაგრძელება, მათ ბათუმი და აჭარა შეუნარჩუნეს საქართველოს. დღეს როცა სოხუმიც აღარ გვაქვს, ბათუმიც რომ არ გვქონოდა, რა იქნებოდა საქართველო? სამწუხაროა, რომ დღეს არავის აინტერესებს ამ ადამიანის დამსახურება. ვიმედოვნებთ, რომ ეკლესიაში ნათქვამი წმინდა სიტყვები მივა ჩვენს ხელისუფლებამდე”.

მარიკა ლორთქიფანიძე (ისტორიკოსი): “გრიგოლ ლორთქიფანიძე იყო XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე. საერთოდ დიდი ქართველი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძობდა და მოღვაწეობდა საქართველოს გასათავისუფლებლად, გასაერთიანებლად. როდესაც მივაღწიეთ დიდ ბედნიერებას და 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ის ამ ხელისუფლებაში დიდ მონაწილეობას იღებდა. იყო სამხედრო მინისტრი, განათლების მინისტრი… 1921 წელს მისი ოჯახი, ბავშვებითურთ გემზე იმყოფებოდა, მაგრამ მან ჩამოიყვანა ისინი და განაცხადა, რომ ახლა არ არის იმის დრო, რომ მე აქედედან გავიქცე. მე უნდა ვიყო იქ, სადაც ჩემს ხალხს უჭირს და მათთან უნდა ვიყო. ცხადია, მას დიდხანს არ გააჩერებდნენ თავიდუფლებაში, მთელი ცხოვრება პატიმრობაში გაატარა, პატიმრობისას დაწერა გენიალური წიგნი “ფიქრები საქართველოზე”, რომელსაც დღეს როდესაც კითხულობ შთაბეჭდილება გექნება, რომ ეს დღეს არის დაწერილი, ამ გადასახედიდან.

დღეს გრიგოლ ლორთქიფანიძე ვერ არის სათანადოდ დაფასებული ჯერ ერთი იმიტომ, რომ დიდხანს მისი სახელის ხსენებაც არ შეიძებოდა. მას შემდეგ რაც შესაძლებელი გახდა მისი სახელის ხსენება, შეიქმნა ფონდი, გრიგოლ ლორთქიფანიძისა, გამოიცა მისი წიგნი და არის მაქსიმალური მცდელობაა იმისა, რომ ახალგაზრდობამ გაიგოს ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ ახალგაზრდობა კითხულობს კი წიგნებს?”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი