მთავარი » ქრისტიანობა

გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.10.2017 | 1,712 ნახვა

გოგნის წმ. გიორგის სახ. ეკლესია ეს პატარა სალოცავი წმინდა გიორგის სახელობისაა. როგორც ხედავთ, კარი არ აქვს. გადმოცემის თანახმად, რამდენჯერაც კარი დაკიდეს, ყოველჯერზე წმინდა გიორგი ისახებოდა და კარი უმალ ვარდებოდა. სწორედ ამიტომ მას “კარუგდებელი” უწოდეს. ეს სასწაულმოქმედი სალოცავი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარეობს. 23 ნომებერს და 6 მაისს, როცა გიორგობა აღინიშნება მრევლის ნაკადი არ წყდება. უმეტესობა ფეხშიშველი მიუყვება ხრიოკიან ძნელად სავალ გზას (ცენტრალური ტრასიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრია). გზა ამჟამად მოასფალტებულია. საოცარი სანახავია, როცა ძალიან ცივა, სუსხია და აი, ამ დროს ფეხშიშველი მომლოცველები ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან რთულ, თუმცა სანუკვარი ოცნებების ახდენის გზას.

დღეს ამ პატარა სალოცავის მახლობლად პატრიარქის კურთხევით შენდება დიდი ტაძარი, რაც საშუალებას მისცემს მრევლს ამ მადლიან მიწაზე წირვა-ლოცვასაც დაესწროს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.