მთავარი » პოპულარული

გივი თოიძის საიუბილეო გამოფენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.10.2013 | 6,075 ნახვა

2013 წლის 8 ოქტომბერს (18:00 საათზე) საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გივი თოიძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.

გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე XX საუკუნის 60-იან წლებში. გივი თოიძის საიუბილეო გამოფენა ხელოვნების სამყაროს, ავტორი თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის სახელოსნოში ეზიარა. გივი თოიძის შემოქმედება საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ძველი თბილისისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების პეიზაჟებს მოიცავს. აგრეთვე მის ნამუშევრებს შორის ვხვდებით ნატურმორტებს, პორტრეტებს, ჟანრულ სურათებსა და მრავალფიგურიან კომპოზიციებს.

გივი თოიძეს მინიჭებული აქვს არაერთი პრემია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი. ავტორის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორიცაა: ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია) და სხვა მრავალი ქვეყნის მუზეუმსა და გალერეაში. მისი ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკის და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი