მთავარი » ახალი ამბები

გიორგობის დღესასწაულზე 480 ჩვილი გაქრისტიანდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.11.2009 5 კომენტარი | 2,961 ნახვა

პატრიარქის ნათლულიგიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვილთა მე-9 საჯარო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს 480 ახალშობილი მონათლა. პატრიარქის ინიციატივა სამ და მეტ შვილიანი ოჯახის შვილების მონათვლის შესახებ, არაერთი ქრისტიანული ოჯახისათვის გამრავლების საბაბი გახდა. პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი მეუღლეების მესამე და მომდევნო შვილები არიან. უწმინდესს უკვე 4 000 ზე მეტი ნათლული ყავს.

მაია ქომეთიანი (“ძლევაის” თანამშრომელი): “დღეს უწმინდესის საყოველთაო ნათლობის მე-9 ეტაპი იმართება. რეკლამა ერთი კვირის განმავლობაში გადიოდა და 3 დღის განმავლობაში წარმოებდა საბუთების მიღება. ამ პერიოდში 480 განცხადება მივიღეთ, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. უნდა ითქვას, რომ პატრიარქის ინიციატივა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე დადებითად აისახა. ბევრი მხოლოდ იმიტომ აჩენს ბავშვს რომ მისი შვილი პატრიარქმა მონათლოს. უწმინდესი დღეს 2007 წლის ზემოთ დაბადებულ ბიჭებსა და გოგონებს ნათლავს. ისინი მხოლოდ პატრიარქის ნათესავები იქნებიან და მათ მომავალში არც დაოჯახებისას შეექმნებათ პრობლემა. უწმინდესის ნათლულებს სახარება, ჯვრები და ნათლობის სიგელები გადაეცემათ”.

შორენა მიქელბაია: “ამ დღისთვის ზუგდიდიდან სპეციალურად ჩამოვედით. მაქსიმე რიგით მეექვსე ბავშვია ჩვენს ოჯახში, დიდი სურვილი მქონდა და ბედნიერი ვარ რომ ბავშვი პატრიარქმა მონათლა”.

თინიკო ზეინკლიშვილი: “მას შემდეგ რაც გავიგეთ რომ ტყუპები გვეყოლებოდა, გადავწყვიტეთ პატრიარქი ჩვენი ბავშვების ნათლია გამხდარიყო. ნათლობა გიორგობის დღესასწაულს დაემთხვა. ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახისთვის. უწმინდესმა ტყუპი ქალიშვილები, ქეთევანი და თამარი მოგვინათლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას”.

ანდრეა სტურუა: “პატრიარქთან ერთად დღეს პატარას ნათლია გავხდი. ბავშვი ოჯახის მესამე შვილია და პატრიარქის ინიციატივას მესამე ბავშვის მონათვლის შესახებ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ოჯახისთვის”.

მამა ვახტანგ კვიჟინაძე (სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური): “უწმინდესმა კურთხევა გასცა, რომ სახალხო ნათლობა დღეს გამართულიყო. დღევანდელი ნათლობის მნიშვნელობა იმდენად ძლიერია, რამდენადაც თვით წმ. გიორგი, მფარველი სრულიად საქართველოსი. დიდი მნიშვნელობისაა, რომ სრულიად საქართველოს პატრიარქი ნათლია ხდება ყველა ჩვენი ოჯახის, რადგან ბავშვების ნათლობით უწმინდესი ენათესავება თითოეულის ოჯახებს და სასიხარულოა რომ პატრიარქის კურთხევის შემდეგ მრავალშვილიანობამ იმატა საქართველოში, რაც ყოველი ქართველისათვის სასიხარულოა. პატრიარქი წირვის დროს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი თავის ნათლულებს იხსენიებს. გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ბავშვების ნათლობაც დაემატა. სრულიად საქართველოს გვწყალობედს წმინდა გიორგის მადლი და ყველა ჩვენგანის ოჯახებში სუფევდეს დიდი სიყვარული”.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ინიციატივით ჩვილთა ნათლობას საფუძველი 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა.

ნათლობის დასასრულს უწმინდესმა თავისი ნათლულები დალოცა, ქართველ ერს და ქვეყანას კი გამთლიანება უსურვა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • გიორგი says:

    ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი უწმინდესი!
    მისი ბრძნული გადაწყვეტილების გამო, შობადობამ საგრძნობლად იმატა.
    გიხაროდეთ ძმებო და დებო, საქართველო მრავლდებააა!!!!

  • მზაღო ნინო says:

    ერთი ათასად ამრავლოს უფალმა ის ჩვილები, და შვილები, ვისაც თქვენ შეეხებით საქართველოს გადასარჩენად……..

  • ანა says:

    ეს ჩვილები ერთმანეთის და-ძმანი არიან და 7 თაობა არ შეუძლიათ ერთმანეთზე დაქაორწინება….დაფიქრდით რაზე ოცნებობთ

  • თეონა ნოზაძე says:

    ანა, ნინო, გაეცანით სტატიას
    http://www.ambioni.ge/dasasvebia-tu-ara-patriarqis-natlulebs-soris-qorwineba

    ამასთანავე, გეტყვით, რომ

    საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.