მთავარი » ქრისტიანობა

გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (23.11.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.11.2018 | 125 ნახვა

პატრიარქი 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – გიორგობა მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ყველას გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს, გიორგობის თვეა. წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.

წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. ძველ დროს არ იყო ისეთი სოფელი, ისეთი ქალაქი, რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო. წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველო გრძნობს ამას.

ჩვენ ვიგალობოთ წმინდა გიორგის ტროპარი: ,,ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელისაღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

წმინდა გიორგი ხშირად იხატება დიოკლეტიანესთან ერთად. დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო წმინდა გიორგი. არის ისეთი აზრი, რომ დიოკლეტიანეს მიაჩნდა ტახტის მემკვიდრედ წმინდა გიორგი, მაგრამ რომ გაიგო, რომ ის ქრისტიანია და უარყო კერპთაყვანისმცემლობა, იწყო მისი წამება. როცა აწამებდნენ წმინდა გიორგის და იცლებოდა სისხლით, მას მოესმა მაცხოვრის სიტყვები: ,,გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ!“ და აი, ჩვენც ასეთი რწმენით, ასეთი სიყვარულით ვხმობთ: წმინდა გიორგი ჩვენთანაა.

ბედნიერია ჩვენი ერი, რომელსაც მფარველობს წმინდა გიორგი.

მე მინდა ვთხოვო პრემიერ მინისტრს, რომ მოგილოცოთ წმინდა გიორგის დღესასწაული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი მამუკა ბახტაძე

თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეგობრებო, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის სრულიად განსაკუთრებული ადგილი და როლი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს მათლმადიდებლობაში. სწორედ მისი მოღვაწეობა არის, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ანალოგი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, სადაც ჩანს ბევრი ტკივილი, მაგრამ ამავე დროს ჩანს ქართველი ერის სულიერი სიმტკიცე. მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს კიდევ ერთხელ მივულოცო გიორგობა, მინდა ჩვენს ერს ვუსურვო გაერთიანება, ერთსულოვნება და წინსვლა ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წმინდა სამების ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი კანდიდატები პრეზიდენტის _ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, ის არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა გადმოგცეთ.

ჩვენ ვაჯილდოებთ სასულიერო პირს: დეკანოზი თეოდორე ამბროლაძეს. იგი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.