მთავარი » დღესასწაულები

გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (23.11.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.11.2017 | 801 ნახვა

ქაშუეთი 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშუეთის ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და დღევანდელ დღეს ისტორიული გიორგობა უწოდა.

“ყველას გილოცავთ გიორგობას, ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორე გუშინ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა.

“გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი მფარველია ჩვენი. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს, ღმერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი”, – ბრძანა უწმინდესმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.