მთავარი » ემიგრანტის წერილები

“ყველას გვენატრება საქართველო, მაგრამ დაბუნებას არავინ აპირებს” – ემიგრანტის წერილი გერმანიიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.12.2015 2 კომენტარი | 2,342 ნახვა

“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “ემიგრანტის წერილების” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე.

გიორგი მათიაშვილი,
33 წლის, პროფესიით მშენებელი.
ქ.შტუტგარტი, გერმანია.
ქ.საგარეჯო, კახეთი, საქართველო.

გიორგი მათიაშვილი

ბოლოს 2012 წელს ვიყავი საქართველოში, ახლა გერმანიაში ვცხოვრობ, ქალაქ შტუტგარტში. ვმუშაობ და ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამისთვის დიდი გზის გავლა დამჭირდა. პირველად 18 წლის ვიყავი საქართველო რომ დავტოვე, საბერძნეთში წამოვედი, 2001 წელი იყო. ისეთი ოცნებებით წავედი, მეგონა ყველაფერი ძალიან მაგრად იქნებოდა, მაგრამ სადაც არ ვართ იქ ყოველთვის კარგი გვგონია. ენის არ ცოდნა და საბუთების მოუწესრიგებლობა ყოველთვის ყველგან პრობლემაა. ადგილზე ჩასულს სხვა რეალობა გხვდება, გიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის. ასე თუ ისე, ვიცხოვრე საბერძნეთში, წლები გადიოდა. პირველად 2004 წელს დავბრუნდი საქართველოში, რიგი პრობლემების გამო უკან წამოვედი…

2013 წელს უკვე გერმანიაში წამოვედი, საბერძნეთიდან იტალიის გავლით გერმანიაში ჩავბარდი. ე.წ. “აზულში” ლტოლვილთა თავშესაფარში ვიცხოვრე, მთელი 2 თვე ვიყავი ქალაქ კარლსრუეში, შემდეგ გამანაწილეს შტუტგარტში, 300€ სოციალით და არანაირი სამუშაო უფლებით. 1 წლის შემდეგ მომცეს მუშაობის უფლება, მაგრამ ენის არმცოდნე არავის სჭირდები. შემთხვევით ერთი ქართველი გავიცანი ფოთიდან არის, როლანდ შანავა. მან წამიყვანა თავის სამსახურში და მას მერე ვმუშაობ.

იცით რა არის? ყველას გვენატრება საქართველო, მაგრამ ვისაც კი ვიცნობ დაბუნებას არავინ აპირებს, არავის უნდა უმუშევრად ჯდომა, უკეთეს შემთხვევაში კი დღეში 10-15 ლარზე მუშაობა. მალე დავქორწინდები და დავრჩები აქ, როგორც მრავალი ქართველი, მაგრამ არავის ეგონოს რომ ჩემზე მეტად ვინმეს უყვარდეს საქართველო…

ახალ 2016 წელს გილოცავთ ყველას, ქართველებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ…

მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • Zurabi says:

    Tavis wilad yvelas uyvars saqartvelo, yvela mase ambobs ai waval fuls vishovi da davbrundebio, magram roca gaivlian sirtuleebs da moewyobian metnaklebad tbilad mere rcheba monatreba da nostalgia, realurad chndeba dabrunebis shishi radgan rom dabrundnen perspeqtivas ver xedaven da amitomac rchebian iq sadac tbilad arian. Yvela chvengan tavisi gza aqvs miuxedavad imisa ra gviyvars da ra gvenatreba mase iqneba yoveltvis es cxovreba brdzolaa da unda ibrdzolo dadzluo sisusteebi da monatreba torem mase shors ver gafrindebi…

  • თინა says:

    სამწუხაროდ ასე გვეკარგება ქართველები.. ალბად ეს უნდა საქართველოსაც.. წინააღმდეგ შემთხვევასი იზრუნებდა შეექმნა სამუშაო ადგილები.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.