მთავარი » კულტურა

გიორგი გომიაშვილის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.11.2012 | 1,883 ნახვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გიორგი გომიაშვილი თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2012 წლის 9 ნოემბერს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ გიორგი გომიაშვილის (1972-2012) პირველ პერსონალურ ფოტოგამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი გომიაშვილის ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შექმნილი ორმოცი ფოტო, რომელიც გამორჩეულად წარმოაჩენს თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა სახვით ფორმას. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტი, ფლეტჩერის სამართლისა დიპლომატიის სახელმწიფო სკოლა ჰარვარდში, ხოლო 2005 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ხარისხი მიიღო. 1996 წლიდან, 2012 წლის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოში ტოიოტა ცენტრში, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გიორგი გომიაშვილი 2006 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ფოტოგრაფთა საზოგადოების წევრი იყო, რომელიც ჯერ კიდევ 1934 წლიდან არსებობს და გამორჩეულ ფოტომოყვარულებს უწყობს ხელს საკუთარი შემოქმედების განვითარებაში. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქართველი ფოტოგრაფი გახდა ამ საზოგადოების წევრი.

გიორგი გომიაშვილის ფოტოები სხვადასხვა ჟანრშია წარმოდგენილი. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თავისუფალ ფოტოგრაფიას და სხვადასხვა თემაზე ინტერპრეტირებას. მის ნამუშევრებს გრაფიკული იერი დასდევს, რაც თანამედროვე ფოტოგრაფიაში ერთ-ერთი ტენდენციაა და რომლითაც ბევრი მსოფლიოში ცნობილი თანამედროვე ფოტოგრაფი იყო დაინტერესებული.

ფართო საზოგადოება გაეცნობა გიორგი გომიაშვილის მიერ შექმნილ გრაფიკულ ფოტოებს და თავისუფალი სტილის და ჟანრის ნამუშევრებს, რაც უახლესი სახელოვნებო პროცესის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი