მთავარი » ქრისტიანობა

გინდა, “მოხვდე” სამოთხეში?!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.10.2021 | 500 ნახვა

მღვდელი გიორგი ბერაძე: “ამქვეყნად ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც არ დაინტერესებულა სიცოცხლის შემდეგ ,,ბედნიერი” ცხოვრებით. ვინც ქრისტე იპოვა, მისთვის სიტყვა ,,სამოთხემ” ადგილმდებარეობაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ის რაღაც უფრო მეტი გახდა… ყოველი ქრისტიანისთვის ხომ ცათა სასუფეველია უმთავრესი მიზანი, იმედი და, გნებავთ, ნუგეშიც!

მაგრამ ადამიანი ყოველთვის ყველაფერს ართულებს. თითქოს კითხვაზე პასუხი მარტივია, მაგრამ თავში მრავალი აზრი, სწავლება, ქადაგება გვიტრიალებს ცხონების შესახებ, ბოლოს დავიღლებით, ხელებს ჩამოვუშვებთ და ვამბობთ: ,,არ ვიცი…”

ერთი შეხედვით, ყველაფერს ვაკეთებთ ცხონებისთვის, მაგრამ ვიაზრებთ, რომ ყოველთვის რაღაც გვაკლია. რატომ?

მოვუსმინოთ, რას გვასწავლის წმინდა მათე მახარებელი: ,,ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი” (მთ.19:14).

რას ნიშნავს ,,ბავშვივით ყოფნა”?

ჩვენ ხომ, პირიქით, სულ პატარაობიდან, ყოველთვის ვცდილობთ დიდობას, ვთამაშობთ ზრდასრულთა თამაშებს, გარშემომყოფებს ,,ვპირდებით”, რომ მალე გავიზრდებით და გვწყინს, როცა ბავშვს გვიწოდებენ.

წმინდა იოანე ოქროპირმა კაცთათვის აღსაქმელი მარტივი ენით გაგვიმხილა, რომ აქ იესო არ გულისხმობს გონებით, განვითარებით ბავშვობას. არა, ჩემო კარგო,
გულით უნდა ვიყოთ ისეთი, როგორიც ჩვენი პაწაწინა მეგობრები არიან: მალე დაგვავიწყდეს წყენა, სიბრაზე, შეგვრცხვეს ტყუილის თქმისა; გავწითლდეთ, როცა გვაქებენ; ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ, გამოვხატოთ ემოცია, თუნდაც სევდიანი…

სწორედ ესაა მყარი საფუძველი, რომელზეც უნდა დაშენდეს და დაემატოს სხვა დანარჩენი. სწორედ ესაა გზა ცათა სასუფევლისკენ…”

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი