გილოცავთ ნიკოლოზობას!
წმიდა ნიკოლოზი – მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი
22 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. ამ დღეს სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილები ქალაქ მირონიდან ბარში გადაასვენეს.
თეოფანესა და ნონას ხანგრძლივი, გულმხურვალე ლოცვით ღმერთმა ამ ღვთისმოშიშ ოჯახსა და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს წმიდა ნიკოლოზი მოუვლინა. წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა.
წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.
325 წელს იგი მონაწილეობას იღებდა ნიკეის I საეკლესიო კრებაზე, სადაც მიიღეს სიმბოლო სარწმუნოებისა – მრწამსი.
წმიდა ნიკოლოზი გაჭირვებულთა დამხმარეა. მას ტანჯულთა შემწეობა გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვიტავს. სასწაულთმოქმედმა მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება გაჭირვებულებს უბოძა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან იერუსალიმი მოილოცა, ქალაქ მირონში დაბრუნებული კი ეპისკოპოსად აირჩიეს.
ხელდასმის დღეს მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა:
“ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება”.
ღვთის სიყვარულისა და ხალხის დახმარებისთვის ის ქალაქ მირონში იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. ღვთის სიტყვას იქაც მოუკლებლად ქადაგება. იგი 8 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, როცა იმპერატორად ქრისტიანთა მფარველი – კონსტანტინე დიდი დაჯდა.
მღვდელთმთავარი ნიკოლოზი 82 წლის გარდაიცვალა. მისი სხეული კეთილსურნელებასა და მირონს გამოსცემდა და მრავალ სასწაულს აღავლენდა. თავდაპირველად ის ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. 1087 წელს კი ეს სიწმინდე იტალიაში, ქალაქ ბარში გადაასვენეს.
წმიდა ნიკოლოზი გარდაცვალების შემდეგაც არის მკურნალი ადამიანების ფიზიკური და სულიერი ავადმყოფობისა. მას განსაკუთრებით მეზღვაურები ეთაყვანებიან.
წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ არის: ძველი სტილით – 9 მაისსა და 6 დეკემბერს, ხოლო ახალი სტილით –22 მაისსა და 19 დეკემბერს.
ანა შეშაბერიძე
წმიდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაული
ყმაწვილის განკურნება
ერთი ყმაწვილი, ნიკოლოზი იმდენად დასნეულდა, რომ არც დგომა და არც სიარული არ შეეძლო. ფეხები სულ დაკრუნჩხოდა და მხოლოდ ცოცვასღა თუ ახერხებდა. ასეთ დღეში იყო იგი 6 თვე. მრავალ ექიმთან იმკურნალა, მთელი თავისი ქონება ამაში დაეხარჯა, შველას კი ვერავისგან იღებდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზობას დაინახა ტაძრისაკენ მიმავალი ადამიანები და თვითონაც გაცოცდა მათ კვალდაკვალ. გზად შემოხვდა ტანჯულთა შემწე წმიდა ნიკოლოზი და ჰკითხა:
– საით მიღოღავ ასე გაჭირვებით?
– ეკლესიისკენ. – მიუგო ყმაწვილმა და შესჩივლა თავის მდგომარეობაზე.
– მომყევი, მართლა თუ გინდა განიკურნო. – უთხრა წმიდანმა. მერე
მიიყვანა ეკლესიის კარამდე, თვითონ კი გაუჩინარდა. ყმაწვილი შეღოღდა ტაძარში, დაანთო სანთელი და თვალი მოჰკრა კედელზე წმიდანის ხატს, იცნო იგი და შესძახა:
– წმიდაო ნიკოლოზ, აასრულე შენი ნათქვამი. განა შენ არ შემპირდი: თუ გსურს განკურნება, მე მომყევიო. განა აქ არა ვარ?! გთხოვ, გევედრები, განმკურნე!
დიდხანს ლოცულობდა ასე თვალცრემლიანი და ბოლოს სთხოვა გარშემომყოფთ, წამოეყენებინათ და მიეყვანათ წმიდა ნიკოლოზის ხატთან. მათაც წამოაყენეს იგი. მაშინ ყმაწვილმა შესძლო მაგრად მოხვეოდა ხატს, რასაც იგი მანამდე ვარ ახერხებდა, ემთხვია და უცებ მყარად დადგა მიწაზე, რადგან ფეხები გასწორებოდა. გახარებულმა სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, წმიდა ნიკოლოზის ხატის წინ ანთებული კანდელიდან ზეთი იცხო და ყველას თვალწინ სასწაულებრივად მთლიანად განიკურნა.
წმიდა ნიკოლოზის ტროპარი
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ყველას და განსაკუთრებულად ყველა ნიკოლოზს ვულოცავ დღევანდელ დღეს..
გილოცავთ!!დაეწარით მრავალს, წმიდა ნიკლოზი იყოს ჩვენი შემწე და მეოხი უფლის წინაშე!
გილოცავთ ყველას.შეგვეწიე წმინდა ნიკოლოზ შენი სასწაულებით.მიხსენი საკვირველმოქმედო …………
გილოცავთ ყველას ნიკოლოზობას.წმინდა ნიკოლოზი იყოს ჩვენი შემწე. დაესწარით მრავალ ნიკოლოზობას. დაიცავი ჩემი ქვეყანა საქართველო ბოროტებისგან.
გილოცავთ ყველას!
ყველას გილოცავთ!!!!!! დიდი მადლობა მეც მოლოცვებისთვის გაიხარეთ
გილოცავთ ნიკოლოზობას.დიდია ძალა საკვირველმოქმდისა.საზღვარგარეთ ვცხოვრობ წლებია და დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი სამსახურთან დაკავშირებით,რომელიც ერთ პიროვნების ზარზე იყო დამოკიდებული.სასოწარკვეთილი სახლში ავანთე სანთელი,წავიკითხე წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი და გულგატეხილი წამოვწექი და ბალისის ქვეშ დავიდე საქართველოდან წამოღებული წმინდა ნიკოლოზის პატარა ხატი და უიმედოდ მაგრამ მაინც ვინატრე რა მოხდება ეხლა დამირეკოს იმ ადამიანმა მეთქი.არ დაიჯეროთ შეიძლება და იმ წამსვე კარზე დააკაკუნა მან ვისი ტელეფონის ზარსაც ველოდებოდი.შიშისგან და გაკვირვებისგან ამაკანკალა.დიდია სასწაულმოქმედის მფარველობა განსაკუთრებით პატრონობს უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილ ემიგრანტებს ……….
წმინდაო ნიკოლოზ შემეწიე გემუდარები… ილოცე ჩვენთვის რათა მომეცეს შვილი და გავხდე დედა…. უვედრე უფალს ჩვენთვის…
ნინო აუცილებşლად შეგეძინება შვილი.გფარავდეს უფალი
გილოცავთ! შეგვეწიოს მისი მადლი!
Luka 12/35/37adidet jeso kristes sacheli, wedziot uplis sasupeweli,schemowisartklot celi/webrdzolot eschmaks/awantot santeli da welodot rodis dagwikakunebs upali /dagwis/, schabat dget gankurna abraamis asuli /luka 13/16/romelic dakruntschchuli iko da celschi wer imarteboda, imitim rom satanam schekra da chundebi daado. LOCWA: jeso kriste ,tu michsni tschemi awadmkopobisgan, eschmakis chundebisgan schemogciraw……./ upalo schemachsene tschemi sitkwa/prtchilad ar gadatkwat. Luka14/27./35. Jeso kriste ar mitchra ar gicnob. Kurtcheulia uplis sachelit momawali.