მთავარი » დღესასწაულები

გილოცავთ ნათლისღებას!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.01.2011 ერთი კომენტარი | 6,981 ნახვა

ნათლობა ნათლისღება ერთ-ერთი თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგანია. მას მართლმადიდებელი ეკლესია (6) 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

ნათლობით ადამიანი პირველად ეზიარება ქრისტიანობას და სულიწმიდის მადლით ცოდვებისგან განწმენდილი ფაქტობრივად მეორედ იბადება. ნათლობის საიდუმლო მხოლოდ ერთხელ აღესრულება. ნათლობა არის სულიერი შობა და რადგანაც კაცი ხორციელად ერთხელ იშვა, სულიერი შობაც ერთხელ ხდება.

საქართველოში შობადობამ მკვეთრად იკლო, რაც ერის დასუსტების მომასწავებელია, ამიტომ რამოდენიმე წლის წინ უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დანერგა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომლის თანახმადაც პატრიარქი ყველა ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს.

ამ თემაზე „ამბიონი“ ესაუბრა (ახალგაზრდულ ცენტრ „ძლევაის“ თანამშრომელს) მაია ქომეთიანს:

დავიწყოთ იმით, თუ როდის ჩაეყარა საფუძველი ამ ტრადიციას და სულ რამდენჯერ ჩატარდა ნათლობის ცერემონია?

უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით 2008 წლის 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე საფუძველი ჩაეყარა ამ ტრადიციას და მას შემდეგ სულ 15 ნათლობის ცერემონია ჩატარდა.

ამ დროისთვის სულ რამდენი ჩვილი ჰყავს პატრიარქს მონათლული?

დღეისთვის პატრიარქს უკვე 7000-მდე ნათლული ჰყავს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, პატრიარქმა ნათლობის ეს ფორმა ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემის გამოსასწორებლად დანერგა. რამდენად გაამართლა ამ ნაბიჯმა?

აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ინიციატივა დადებითად აისახა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რადგან მრავლადაა ისეთი ოჯახების რაოდენობა, რომლებიც იმიტომ აჩენენ მესამე შვილს, რომ პატრიარქმა მონათლოს.

პატრიარქის ნათლულთა რიცხვი უკვე საკმაოდ დიდია და ნელ-ნელა უფრო იზრდება. მრავალი წლის შემდეგ ეს ბავშვები ბედმა შეიძლება ერთმანეთს დააკავშიროს. ისმის კითხვა: დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?

პატრიარქის ნათლულებს სამომავლოდ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. მათ შეუძლიათ დაოჯახდნენ, პატრიარქის კურთხევით ისინი მხოლოდ უწმიდესის ნათესავები არიან და არა – ერთმანეთის.

ჩვენ, ასევე, ვესაუბრეთ პატრიარქის ერთ-ერთი ნათლულის – კესარია ბაჯელიძის მშობელს, ქალბატონ ეკა დოლიძეს:
ნათლობა
რამდენად ეკლესიურად ცხოვრობთ?

ჩვენ ერთი ტრადიციული ქართული ოჯახი გვაქვს, მაგრამ, რომ გითხრათ, ძალიან ეკლესიურად ვცხოვრობთ, ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი იქნება ჩვენგან. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ ძირითად ქრისტიანულ წესებს არ ვუღალატოთ.

მესამე შვილის ყოლის ერთ-ერთი მოტივაცია ხომ არ იყო ის, რომ გამხდარიყო პატრიარქის ნათლული?

ორი შვილი უკვე გვყვავდა, როდესაც გაჟღერდა უწმიდესის ინიციატივა მესამე შვილის მონათვლასთან დაკავშირებით, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია მესამე შვილის გაჩენაში.

რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი გახდა პატრიარქის ნათლული?კესარია პატრიარქის ნათლული გახდა 2009 წლის 19 იანვარს. მას შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ვცდილობთ, უფრო ხშირად ვიაროთ წირვა-ლოცვებზე, განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს კესარიაზე, რომ ხშირად ვაზიაროთ. ნათლობას სამი თვე ველოდით, როდესაც გავიგეთ, რომ პატრიარქი ნათლავდა ბავშვებს ნათლისღების დღესასწაულზე, ორმაგად ბედნიერები ვიყავით. ეს დღე ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი იყო.დიდ ძალასა და იმედს ვგრძნობთ იმის გამო, რომ პატრიარქი არის ჩვენი შვილისა და ჩვენი ოჯახის ნათლია. როდესაც პატარა კესარია ავად ხდება, ამ დროს ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობთ, რადგანაც მას ასეთი სულიერად ძლიერი ნათლია იცავს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი