მთავარი » ეკლესია-მონასტრები

გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა იწყება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.03.2017 | 3,128 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე სტეფანწმინდის მოსახლეობას შეხვდა და სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე, რეგიონისათვის გზის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ადგილობრივი მოსახლეობის შენიშვნები მოისმინეს, რომელიც პროექტის განხორციელებისას იქნება გათვალისწინებული.

გერგეტის სამება

სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის სიგრძე – 5,66 კილომეტრია. გზის დეტალური პროექტი უკვე მზადაა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი