მთავარი » კონკურსი

გერდა ღავთაძე – “ჩემი სკოლა” – ქ.გორის N3 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2015 ერთი კომენტარი | 2,352 ნახვა

გამარჯობათ, მე ვარ მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე,გერდა ღავთაძე. როგორც ყველა ბავშვს,მეც ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. გერდა ღავთაძე აქ ყველაფერია იმისთვის რომ, ბავშვმა კარგი განათლება მიიღოს. არის გარემონტებული, გვაქვს გათბობა, თითქმის ყველა კლასში დგას ონკანი. როგორც მოგახსენეთ,ყველაფერია იმისთვის, რომ ბავშვმა კარგი განათლება მიიღოს. გვყავს არაჩვეულებრივი მასწავლებლები და დირექტორი. ვახტანგი მასწავლებელი ჩვენ ისტორიას გვასწავლის, ბავშვებს ეს საგანი ძალიან გვიყვარს რადგან ვახტანგი მასწავლებელი ძალიან კარგად გვიხსნის ყველა გაკვეთილს. მე ჩემს სკოლაში ვერაფერს ვერ შევცვლიდი,ის სხვა სკოლებისაგან განსხვავებით სრულყოფილია. რა თქმა უნდა ყველა სკოლაში არიან ცელქი ბავშვები, მაგრამ ჩვენი დირექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ სკოლაში უზრდელი ბავშვები არ იყვნენ, ასეც არის. ჩვენი სკოლა მკაცრად იცავს ზრდილობის წესებს. ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ სკოლაში გვაქვს ეკო-კლუბი. აქ სკოლის ბევრი კარგი მოსწავლეა გაერთიანებული.

ვმონაწილეობთ სხვადასხვა აქციებში სულ რამდენიმე კვირის წინ ეკო-კლუბის ბავშვებმა ავაგროვეთ თანხა, მოვიტანეთ ტანსაცმელი, ამ თანხით ვიყიდეთ პროდუქტი და დავეხმარეთ გაჭირვებულ ოჯახებს. შარშან გარემოს დაცვაზე გვქონდა ერთ-ერთი აქცია. ჩვენი სკოლის უკანა მხარე ჩვენ თვითონ დავასუფთავეთ და ამის გაკეთებას წელსაც ვაპირებთ. ორშაბათიდან ვაპირებთ რომ დავეხმაროთ უნარ-შეზღუდულ და სმენა დაქვეითებულ ბავშვებს, და მათთვის ვაკეთებთ ღონისძიებას, სწორედ ამ ღონისძიებაზე მათ ვაჩუქებთ ჩვენი ხელით გაკეთებულ ნივთებს, ჩვენ სკოლაში გვაქვს სააქტო დარბაზი, წელს ეს სააქტო დარბაზი ძალიან ლამაზია. ჩვენი სასწავლო ნაწილი ძალიან კარგი ადამინია ჩვენ მასთან მეგობრული ურთიეთობა გვაქვს.

ბავშვების სურვილის მიხედვით სკოლაში მოდის მამაო და ბევრ რამეზე გვესაუბრება. ჩვენ სკოლაში გვაქვს ჯეოსელის ოთახი, აქ შევდივართ მაშინ როცა რაიმე დიდი პროექტი გვაქვს გაკეთებული. ჩვენ ყველა საგანი ერთნაირად გვიყვარს რადგან საინტერესოდ გვიტანდება გაკვათილები, ეს კი მასწავლებლების დამსახურებაა. ქ.გორის N3 საჯარო სკოლა რა თქმა უნდა, მასწავლებელი მკაცრი უნდა იყოს, ეს ყოველთვის საჭიროა. ჩვენ კლასს ჰყავს ძალიან კარგი დამრიგებელი თათია ცაციაშვილი, ის ახლა დეკრეტშია გასული, და მის მაგივრად ჩვენი დამრიგებელი ნინო გიგაურია, ნინო მასწავლებელი ცდილობს რომ მისგან ბევრი რამ დაგვამახსოვრდეს. მე მყავს მეგობრები, რომლებიც მე-3 საჯარო სკოლაში არ სწავლობენ მაგრამ ძალიან მოსწონთ, ხშირად ვადარებთ ხოლმე ერთმანეთს ჩვენს სკოლებს, და მიკვირს ხოლმე ისეთ რაღაცეებს ამბობენ. ასევე მე და ჩემი კლასელები სხვადასხვა კონკურსებიდან ვყოფილვართ ბევრ სკოლებში, მაგრამ ჩვენი სკოლის მსგავსი არცერთი არ ყოფილა. კიდევ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა და ის გორში საუკეთესოა.

ჩემი სკოლა

მესამეა ჩემი სკოლა,
მე მსურს ვიყო სულ პირველი,
ამაყი და ბედნიერი,
ცაში ფრენდეს ვით ფრინველი.
ჩემი სკოლის მასწავლებლებს,
მადლსა ვწირავ ქედ მოხრილი,
პირობას ვდებ ჩემი სწავლით,
მუდამ იყვნენ კმაყოფილნი.
ჩემი სკოლა სანაქებო,
სწავლით უნდა ვასახელო,
ცოდნა უნდა გავიღრმავო,
რომ ხარობდეს საქართველო.

გერდა ღავთაძე
61 კლასი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • yochag gerda getanxmebi rom chvenis kola martlac shudarebelia da bevri sxva skolebisgan gansxvavdeba radgan is martlac yvelafrit srulyofilia.chven tu movindomebr yvelaferi gamogviva da kidev bevri axali siaxle sheematebe cbvens usayvarles skolas l. chven unda vishromot,viswavlot da yvelaferi gavaketot imisatvis rom vagiarot mshoblebi mati shroma davafasot da mesame skolam da matma warmomadgenlebma iamayon chveni swavlit,wesrigita da sibejitit :*

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი