მთავარი » ჯანმრთელობა

რას ნიშნავს გეოგრაფიული ენა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.11.2013 6 კომენტარი | 24,215 ნახვა

რა სიმპტომებით ხასიადება გეოგრაფიული ენა, რატომ უწოდებენ ამ სახელს? გვესაუბრება კლინიკა “Dream Dental Group” ექიმი–სქომატოლოგი, ელენე ლომიძე:

„გეოგრაფიული ენა ანუ დესქვამაციური გლოსიტი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომლის დროსაც აღინიშნება გეოგრაფიული ენა ენის ზურგის და გვერდით ზედაპირების გარეგანი ცვლილებები. დაავადების ძირითადი გამოვლინება არის ენის ეპითელიუმის დესქვამაცია (ჩამოფრცქვნა).

პროცესი იწყება მოთეთრო-მონაცისფრო უბნის წარმოქმნით, რომლის დიამეტრი რამდენიმე მილიმეტრია, მოგვიანებით მის ცენტრში ჩამოიფრცქვნება ძაფისებური დვრილის გარქოვანებული ეპითელიუმის შრე, შიშვლდება მკაფიო-ვარდისფერია ან მოწითალო მრგვალი უბანი, რომელიც მკაფიოდ გამოირჩევა ჩამოუფრცქვნელი ეპითელიუმისგან, სწრაფად იზრდება პერიფერიისკენ, დესქვამაციის ინტენსივობა თანდათან ქრება და დიდი ზომის მიღწევისთანავე მისი საზღვრები იშლება, ხოლო მის ცენტრში ხდება ძაფისებური დვრილის ნორმალური გარქოვანების აღდგენა. ძველი კერების ფონზე ხდება ახალი კერების წარმოქმნა და ენის ზედაპირი იძენს გეოგრაფიული რუკი შესახედაობას, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. ზოგჯერ ენაზე აღინიშნება ნახეთქები, ვითარდება ტკივილის და წვის შეგრძნება, განსაკუთრებით გარკვეულ საკვებთან კონტაქტის შემდეგ, აღინიშნება საუბრის გაძნელება.

გეოგრაფიული ენა ვლინდება ნებისმიერ ასაკში, სქესსა და რასაში. აღენიშნება მოსახლეობის დაახლოებით 2 %-ს. გეოგრაფიული ენა გენეტიკურად გადაეცემა.“

რა არის დაავდების წარმოშობის მიზეზი და შეიძლება თუ არა გამოიწვიოს სხვა ანთებითი პროცესი პირის ღრუში?

გეოგრაფიული ენის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია. მის აღმოცენებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკას, სტრესს, ალერგიას, ჰორმონულ ცვლილებებს, კორტიკოსტეროიდული პრეპარატებს, ფსორიაზს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს.

გეოგრაფიული ენა არ იწვევს პირის ღრუში ანთებით პროცესებს. ასევე გამორიცხულია დაავადების გაავთვისებიანება.

როგორ ხდება მკურნალობა?

თუ ავადმყოფს არ აწუხებს უსიამოვნო შეგრძნებები, მკურნალობა სჭირო არ არის. ტკივილის ან წვის შემთხვევაში, მკურნალობა მოიცავს პირის ღრუს სანაციას (ანუ გაჯანსაღებას), პირის ღრუს ჰიგიენას, როგორც ინდივიდუალურად (ჯაგრისი, კბილის პასტა, ფლოსები), ასევე პროფესიულს-ექიმის სტომატოლოგის მიერ (ქვების და ნადებების მოცილება).

მიზანშეწონილია სუსტი ანტისეპტიკური სავლებების გამოყენება, კერატოპლასტიკური საშუალებების აპლიკაცია ენის ზედაპირზე, რომ დაჩქარდეს აღდგენითი პროცესები. ამისათვის ძალიან კარგია A და E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარები. აუცილებელია თანხმლები დაავადებების გამოვლენა და მკურნალობა.

როგორ მოვუაროთ ენას?

აუცილებელია ენის ყოველდღიური წმენდა, პირის ღრუს სანაცია, ჰიგიენა. გეოგრაფიულ ენასთან დაკავშირებული დისკომფორტის შესამცირებლად რეკომენდებულია ალკოჰოლის, თამბაქოს, ცხელი ან ცხარე საკვების, ციტრუსებისა და მჟავე ხილის, მარილიანი თხილის მიღებასა და სპეციალური კბილის პასტების (მათეთრებელი, განსაკუთრებული სუნის და ა. შ.) გამოყენებაზე უარის თქმა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • ლელა დ. says:

    მოგესალმებით. 70 წლის დეიდა მყავს, შეაწუხა ზუსტად ასეთმა სიმპტომებმა, სად აღარ იყო, მაგრამ უშედეგოდ. ა და ე ვიტამინის ზეთოვანი ხსნარები არ უხმარია, ეხლა მოსინჯავს. სხვას რას გვირჩევთ კიდევ, რომელ ექიმს მიმართოს? სისხლის ანალიზიც ჩააბარა, ისეთი არაფერი აგმოაჩნდა. თქვენი იმედი მაქვს, მადლობა წინასწარ! პატივისცემით ლელა

    • მაგატა says:

      ვარ 15წლის .ორი თვეა ვერ ვჭამ მარილიან, წიწაკიან, ცხარე საჭმელს. ასევე ტკბილ საჭმელსაც. წყლის დაყოლების გარეშე ვერ ვჭამ ვერანაირ ხილს საჭმელს,ტკბილსაც კი. როგორ მოვიქცე. იქნებ მირჩიოთ.

    • Nino says:

      Gamarjobat, chemi patara 2 wlisaa, ramodenime tvea aqvs geografiul nas rom uwodeven ise, ar aqcs tkivikebi da diskomfirti, ubralod rgolebis saxit feri ecvleba zedapirulad, ra unda vqna da ramdenad sashishia, gmadlobt.

  • Natali says:

    16 clis shvili mkavs..daserili ena akvs..sashishia rame? Chivilebi araferi araakvs…

    • ვიო says:

      არაფერი არ არის საშიში. მეც მასეთი ენა მაქვს. უბრალოდ ზოგიერთი საჭმლის ჭამა გაუჭირდება..მაგ: ბადრიჯანი,ალუბალი, ნიგოხი და სხვა.

  • Nino says:

    Hamarjobat, myavs 2 wlis patara, ramsenime Tvea aqvs geografiul enas rom uwodeben, fermkrtali rgolebi, ogond ar awuxebs ar tkiva da aranair diskomforts ar uqmnis ubaralo zedapirulad aqvs, ra unda vqna, aris tu ara sashishi da ra sheizleba gamoiwvios, pediatrma mitxra sheizleba rame sachmelma gaugiziana tundac cxelma da qacvis zeti chaawuwneo, gtxovt momwerot, gmadlobt.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი