მთავარი » ქრისტიანობა

გემის გადარჩენის ამბავი – წმ. ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.02.2018 | 1,581 ნახვა

წმ.ნიკოლოზი ***
ერთხელ მლოცველთა ჯგუფი წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილთა თაყვანისსაცემად ის-ის იყო მირონისკენ უნდა გამგზავრებულიყო, რომ გემთან მივიდა ქალი და სთხოვა მგზავრებს, მისი ზეთი წაეღოთ წმიდა ნიკოლოზის კანდელში ჩასასხმელად. მგზავრებმა სიამოვნებით გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ქალის სახე კი ეშმაკს მიეღო, რადგან მლოცველთა დაღუპვა სურდა. გამგზავრებიდან მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ნაფოტივით ახეთქებდა ხომალდს აქეთ-იქით. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. მგზავრებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ზღვაში დაინახეს წმინდა ნიკოლოზი, რომელიც პატარა ნავით მშვიდად მიცურავდა მათკენ. როცა იგი გემს მიუახლოვდა, დაიძახა:

– გადააგდეთ ზღვაში ის ბოთლი, ქალმა რომ გამოგატანათ, რადგან იმ ქალის სახით ეშმაკმა ჯადო შემოგატყუათო.

მაშინვე შეასრულეს წმიდანის ნება. გადააგდეს ზღვაში ზეთიანი ჭურჭელი, ამოვარდა საშინელი ალი და აუტანელმა სუნმა აავსო ჰაერი, ზღვიდან კი ამოხეთქა მდუღარე წყალმა. ზღვაოსნები შეშინდნენ, მაგრამ წმიდა ნიკოლოზმა გაამხნევა ისინი. მალე ზღვა ჩაწყნარდა და ხომალდი მოგზაურებით ზურგის ქარმა გააქროლა. დაუბრკოლებლად მიაღწიეს ლუკიის ნაპირებს. მირონში მისულებმა სასწაულებრივად გადარჩენილებმა მოგზაურებმა მადლობა და დიდება შესწირეს წმინდანს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი