მთავარი » ხატები და ფრესკები

გელათის მოზაიკა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.07.2011 ერთი კომენტარი | 6,480 ნახვა

გელათის მოზაიკაგელათის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ ძეგლს, რომელმაც შთამომავლობას შემოუნახა ხელოვნების უთვალავი ფასდაუდებელი ძეგლი. მონასტერი დავით აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს.

გელათი მიეკუთვნება საქართველოს იმ მცირე ანსამბლთა რიცხვს, რომელმაც არა მარტო სრულად შემოინახა თავისი ძირითადი ნაგებობანი, არამედ შთამომავლობას დაუტოვა ზუსტი ცნობები მათი დაარსებისა და მშენებლობის შესახებ.

გელათის მონასტერმა შემოგვინახა სხვადასხვა ეპოქის ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშები. ეს მოხატულობანი ამშვენებენ როგორც ღვთისმშობლის ტაძარს, ასევე წმიდა გიორგის ეკლესიას.

მთავარი ტაძრის მოხატულობაში მონუმენტური ფერწერის ორი სახეა მოცემული: მოზაიკა და ფრესკა. მოზაიკითაა შესრულებული მცირე, მაგრამ თავისი მნიშვნელობით მთავარი ნაწილი. ტაძრის დანარჩენი მოხატულობა შესრულებულია ფრესკული ფერწერით.

მოზაიკაზე, რომელიც ტაძრის აფსიდის კონქს ამშვენებს, გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმითურთ და მათ წინ მდგომი მთავარანგელოზები – მიქელი და გაბრიელი. კომპოზიციის ფერადოვანი გადაწყვეტა წარმოაჩენს მის შინაარსს. მოზაიკის ოქროსფერი ფონით შექმნილი ელვარე, “ციური” გარემო კარგად გამოყოფს სცენის ყველა ფიგურას, მაგრამ მუქ-ლურჯ სამოსში გამოწყობილი ღვთისმშობელი ამ ფონზე მიწიერად გამოიყურება მთავარანგელოზების ფიგურებთან შედარებით, რომლებიც ღია ფერის ტანსაცმლისა და ოქროსფერის უხვი დამუშავების წყალობით გამჭვირვალედ და ჰაეროვნად წარმოგვიდგებიან.

გელათი (ქუთაისი)მოზაიკის მთელი ქვედა ნაწილი ( დაახლოებით ფიგურეს შუა თეძოდან) ჩამოშლილია და აღდგენილია ფრესკით (როგორც ჩანს, XVI საუკუნეში). სხვა მხრივ იგი კარგად არის დაცული, თუ არ ჩავთვლით ღვთისმშობლის სახის მცირე შეკეთებას. ნაკერებით თუ ვიმსჯელებთ, მოზაიკა იკრიბებოდა ცალკეულ ნაჭრებად და შემდეგ მომზადებულ საფუძველზე გადაჰქონდათ. თითოეული ფიგურა აწყობილია ცალ-ცალკე, ფონი იკრიბება კვადრატებით. მოზაიკის მასალად გამოყენებულია ძალზედ მცირე ზომის, მდიდრული ელფერის სმალტის, ასევე ადგილობრივი წარმოშობის მოვარდისფრო ქვიშაქვის კუბურები (სახისა და ხელებისათვის) და გიშერი. მოზაიკა გამოირჩევა მჭიდრო და საგულდაგულო წყობით, რაც ახასიათებს იმ ეპოქის ძეგლებს.

ნახატის კეთილშობილება, კოლორიტის სინატიფე და სახეების დახვეწილი ინდივიდუალიზაცია საშუალებას გვაძლევს, გელათის მოზაიკა მივაკუთვნოთ იმ ეპოქის განთქმულ ქმნილებათა რიცხვს.

უფალო შეგვიწყალენ (Kirile elleison)

თათია დელიბაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი