მთავარი » კულტურა

გაზაფხული შუბანში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.04.2018 ერთი კომენტარი | 1,088 ნახვა

გაზაფხული შუბანშიწელიწადის ყველა დროს თავისებური ხიბლი აქვს, მაგრამ გაზაფხული მაინც განსაკუთრებულია, მითუმეტეს, მთაში. აჭარის მაღალმთიანი ზონის ერთ-ერთი სოფელია შუბანი და სწორედ აქ იგრძნობა გაზაფხული განსაკუთრებულად, რადგან თითქმის ოთხთვიანი თოვლის საფარის შემდეგ ბუნება იღვიძებს, ადამიანები ცხოვრების აქტიურ რიტმს უბრუნდებიან, მზის სხივები კი უკეთ გვათბობენ…

სოფელში გაზაფხული გლეხისთვის რამდენად შრომატევადიანადაც ჩაივლის სწორედ იმაზეა დამოკიდებული, შემოდგომის ბარაქის სიმრავლე. აქ სამუშაო დღე ადრე დილით იწყება და შებინდებამდე გრძელდება.

საგაზაფხულო სამუშაოებში ოჯახის ყველა წევრი თავისებურადაა ჩართული. მამაკაცები მიწებს ამუშავებენ სიმინდისა და კარტოფილის დასარგავად, ქალები ბოსტანში ჩითილების გამოსაყვან სათბურებში თესლეულს თესავენ, ბავშვები პირუტყვს აბალახებენ, მოხუცები კი ხილის მყნობით არიან დაკავებულები.

გამოცოცხლება გაზაფხულის მოსვლასთან ერთად სოფელს დაეტყო, იმითაც რომ ზამთრობით ქალაქში გადასული ოჯახების სახლის კარებიც გაიხსნა და მიყრუებული ეზოებიდან ხმაურის ხმა ისმის. დარეჯან დეიდაც ამოსულა, დაფუსფუსებს დილიდან საკარმიდამო ნაკვეთზე, ქვის კენჭებს აგროვებს და ფამბუღ ბებოს ხვალისთვის და ზეგისთვის დაგეგმილ სამუშაოებზე უყვება.

დილიდან ავთო ბიძიას ეზოში ხალხმრავლობაა, თურმე ის სამარშრუტო ტაქსით ქალაქში მიდის და სოფლის მამაკაცებს თავი შეუყრიათ, რათა სასუქების ამოტანა ეთხოვათ. ავთო ბიძიაც იმარჯვებს თავის ბლოკნოტს და იწერს ვის რომელი და რამდენი სასუქი უნდა. ჟორა ბიძია ქალაქში მაწონს ატანს და თან აბარებს რომ წამოსვლისას დამირეკე, შვილიშვლილი უნდა გამოგყვეს, რათა დამეხმაროს არდადეგებია უნივერსიტეტშიო.

სოფლის თავიდან თომამ გულამოსკვნილი მიირბინა ბაბუასთან და ხელში დაჭერილი ხილის კალმები გადასცა, თურმე მათი ნამყნისთვის მიშა პაპას საზაფხულო ვაშლის კალმები მოუტანია, რათა ბაბუამ დაამყნოს საშვილიშვილოდ. შუშანა ბიცოლას ჭარხალი მოუხარშავს და მწნილისთვის ამზადებს, ხოლო დალი ბიცოლა გიორგინას ვარდების ბოლქვებს მეზობლებს უწილადებს, თავისსას კი სახლთან გამზადებულ ადილზე რგავს.

ასე გრძელდება გაზაფხულის დღეები შუბანში, სოფელი ახმაურებულია სოფლის ბოლოს ჩამომდინარი მდინარე ჩირუხისწყლივით. საფლავზე ციური დეიდას ტირილის ხმა ისმის, რომელსაც სწორედ გაზაფხულის ამ მდინარემ წაართვა მერვეკლასელი შვილი. აი, მოსწავლეებიც გზაზე ჟრიამულით სკოლისაკენ მიიჩქარიან, მადონაც სკოლაში მიდის, მაგრამ გზად შეხვედრილ ყოჩივარდებს კრეფს და შუბნის საჯარო სკოლის ხსოვნის კუთხემდე მიაქვს, რათა მურმანის ფოტოსთან დადოს და აგრძნობინოს გარდაცვლილს გაზაფხული.

დამეთანხმებით, რომ ბუნება ყველა სეზონსა და დროს ლამაზი იქნება თუ თითოეული ჩვენგანი ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ, უფალიც დაგვიფასებს და ნაჯაფარ გაზაფხულს შემოდგომაზე ბარაქიანად დაგვიბრუნებს.

მელანო ებრალიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • სოფიო says:

    მე ეს ტექსტი წავიკითხე და ამ გაზაფხულზე მოვიარე ერთხელ შუბანი.არ მინახავს ეს მხარე და უკვე ჩემთვის ძალიან ნაცნობია.მადლობა მელანო რომ აჭარას კიდევ უფრო გვაცნობ, უფრო ახლოდან , გულშემატკივრის თვალით დანახული და აღწერილი სულ სხვაა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

ქრისტე აღსდგა!