მთავარი » სხვადასხვა

“გაყინული დრო” – ემიგრანტის წერილი გერმანიიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.11.2014 6 კომენტარი | 6,363 ნახვა

“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “ემიგრანტის წერილების” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე.

ნელი გარიშვილი, ჟურნალისტი
23 წლის

წერილი გერმანიიდან 7 თვიანი ემიგრანტული ცხოვრებიდან.

ზოგს ალბათ მცირე დროდ მოეჩვენება 7 თვე, ზოგისთვის კი საუკუნედ შეიძლება ჩაითვალოს. ჩემთვის უბრალოდ გაყინულ დროდ, ნელი გარიშილი რომელიც არ აღიქმება ცოცხლად.

მიზეზი ქვეყნის დატოვებისა იყო ქართველი ერისა და საქართველოს სიძულვილი, გაქცევა საკუთარი ცხოვრებიდან და ახლის აღმოჩენა, როგორც ხდება ხოლმე მოზარდებში. რა თქმა უნდა, იყო სურვილი მოგზაურობისა, მაგრამ, პირველ რიგში, საქართველოდან “გაქცევა”.

ველოდი ჩემი თავის უკეთ აღმოჩენას, შინაგანი კომპლექსების დაძლევასა და დამარცხებას საკუთარი თავის სისუსტეების.
“გაქცევა” განხორციელდა დიდი წვალებისა და შრომის ხარჯზე.

დამშვიდობება ქვეყნის მიმართ იყო გულცივი, იქამდე სანამ თვითმფრინავიდან გამთენისას არ გადავუფრენდი და არ დავინახავდი მოკაშკაშე მნათობ ანძას, რომელიც ასე ლამაზად არასდროს განათებულაა ჩემ მეხსიერებაში. ვხედავდი სამებას რომელიც არასდროს ასეთი ყოვლეისშემძლე და ძლიერი ყოფილიყოს. თბილისი ანათებდა, განსაკუთრებულად კაშკაშებდა და სიჩუმით მემშვიდობებოდა. ზევიდან ვხედავდი ყველა იმ ქუჩას, ყველა იმ კუნჭულს, რომელიც ფეხით მქონდა შემოვლილი. ვტოვებდი წარსულს, რომელიც განვლილი მქონდა. ჩემი მოქმედება ამ სურათის ფონზე იყო ძალზედ მძიმე, მომდიოდა ცრემლი, მოდიოდა ტკივილი, რომელიც სრუილიად ორგანიზმს ჰყავდა მოცული და ანგრევდა შინაგან ორგანოებს. ცრემლი კი ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, ვუყურებდი ფანჯრიდან და შინაგანად ვღმუოდი. ხელში მეჭირა კრიალოსანი და შეუჩრებლივ მამაო ჩვენოს წარმოვსთქვამდი. გვერდზე თურქები ისხდენენ, რომლებისთვისაც სრულებით გაუგებარი იყო ჩემი ასეთი რეაქცია და გაკვირებულები მიყურებდნენ.

გამომშვიდობება საყვარელი ადამიანებისა და წამოსვლა სახლიდან, დამშვიდობება დედის საფლავის იყო სრულებით ქაოსური, ვერ ვხედავდი ვერ ვგრძნობდი უბრალოდ ვერ აღვიქვავდი იმ გარემოებას, რომლისთვისაც ამდენი ხანი ვემზადებოდი.

მიდიხარ იქ სადაც გელიან, მაგრამ შენ არ იცი ვინ გელის, შენ არ იცი რა დაგხვდება და ყველაზე მძიმე ალბათ ის არის რომ არ იცი როდის დამთავრდება დამკვიდრება იმ გარემოში, ნელი გარიშილი რომელიც არ იცი რით დაიწყება და დასრულდება.

ბევრს გონია რომ ადვილია და უამრავ ადამიანის ოცნებაა, მათ შორის, ჩემიც იყო, უკვე ვახსენე, გაქცევა საკუთარი სამშობლოდან, მაგრამ იცოდეთ სანამ საკუთრ თავზე არ გამოცდი რაიმეს ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ღირს.

მიწას იქ სადაც დაიბადე, სადაც გაიზარდე, სადააც შენი წინაპრების საფალავი გეგულება, სადაც ფეხი გიდგას ღვთისმიერ ნაბოძებ სამშობლოს მიწაზე უბრალოდ ამის გამო უნდა იყო ბედნიერი. სუნთქავდე იმ ჰაერს, რომელშიც დიდი სიყვარული და სითბოთი არის გაჟღენთილი. გულში იკრავდე სულით წმინდა ახლობელ ადამიანებს და ცხოვრებდე იმ აზრით, რომ შენ სამშობლოში ხარ, ხარ სრულიად შენი თავის წინამძღვარი და ეკუთვნი შენს თავს.

საზღვრებს გარეთ კი ხარ უბრალო მოკვდავი, რომელსაც უამრავი ადამიანი აკრავს გარს მაგრამ ვერავინ გხედავს შენ და ალბათ ვერც შენ აღიქვამ მათ…

მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • ნანა says:

    martlac umdzimesia samshoblos datoveba, mec ver vigebdi am yvelapers albat imitom rom rogorc ki chemebi momenatrebodnen uceb mivprinavdi saxlshi , mikvirda qartvelebi rom meubnebodnen ver wavedi 3 da 4 weli saqartveloshio, metqi rogor dzlebentqo da metviton 9 weli momixda saqartvelos gareshe cxovreba da iseti isterikebi mchirda cotav maklda gagijebas…es udidesi tanjvaa samshoblos da yvela shenianis, natesavis, mezoblis ….gareshe cxovreba, chvennairi mezobloba arsad ician….miyvarxar chemo samshoblo da menatrebi uzomod <3 gmertma amravlos saqartveloshi cheshmariti qartvelebiii…

  • გიორგი says:

    მიზეზი ქვეყნის დატოვებისა იყო ქართველი ერისა და საქართველოს სიძულვილი,….
    თუ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ამ წერილის ავტორია, მაშინ უპოვია მისთვის საყვარელი ერიც და ქვეყანაც,რაღას წუწუნებს?

  • ქეთი says:

    გიორგი შეიძლება გადაამეტა, უბრალოდ ხანდახან არის მომენტები რომ ბევრი გატკენს გულს და ასე გგონია მთელი ქვეყანა გძულს და არაის შენი არ ესმის, მე ესე გავიგე. მე მეცოდება ის ადამიანი ვისაც საკუთარი ქვეყანა შესძულდება…

  • mariami says:

    საკუთარი სურვილით წამოვედი ევროპაში და როგორც შენ იტყვი 4 წელი ჩემთვისაც გაყინულია …. მე მესის შენი ძალიან კარგად!

  • oto says:

    martalia bednierebas edzebdi da agmochnda ro bednierba saqartveloshi datove mara arc magashi ar xar shen bolomde darwmunebuli imitom ro isev mand xar da isev cxovrebis dziebashi xar an tumcaga ici bedniereba saqartveloshia mara mowamaluli xar evropuli cxovrebit :) adamiani ver iqneba bednieri tu mas araaqvs rwmena veravitari materialuri simdidre ver sheavsebs im sicarieles rac arsebobs adamianshi roca masshi ar aris gmerti.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი