მთავარი » სხვადასხვა

გაუსაძლისი სიცხე ქვეყნის მასშტაბით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.07.2011 ერთი კომენტარი | 1,823 ნახვა

სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას 4 აგვისტოს შემდეგ ვარაუდობენ

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა პიკს აღწევს. დღეს ქვეყნის უმეტეს ქალაქებში ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, მაქსიმალურ სიცხეს კი სინოპტიკოსები ხვალისთვის ელოდებიან. 30 ივლისს ტემპერატურა 43°-ს მიაღწევს.სიცხე დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთთან შედარებით 2-3 გრადუსით მეტი სიცხე ფიქსირდება. ანომალიური სიცხე 4 აგვისტომდეა ნავარაუდევი, შემდეგ კი ტემპერატურა 40 გრადუსს აღარ გადააჭარბებს.

ასეთი სიცხე ქვეყანაში 2000 წლის შემდეგ არ ყოფილა. უახლოეს პერიოდში უხვი ნალექი მოსალოდნელი არ არის, ხანმოკლე წვიმას კი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში ელიან.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მზეზე გასვლისგან 13-დან 17 საათამდე, განსაკუთრებით ბავშვებმა და მათ, ვისაც სისხლძარღვების დაავადებები აწუხებს.

მთავარი რჩევა კი ისევ დიდი რაოდენობით სითხის მიღებაა, უმჯობესია მინერალური წყლები. რეკომენდირებულია, ასევე, ღია ფერის ტანსაცმლის ჩაცმა.

როგორც ცნობილია, მთელს მსოფლიოში ცხელი დღეების რაოდენობით 2010 წელი გამოირჩეოდა. შარშან მსოფლიოს მასშტაბით ზაფხულის დღეებში ტემპერატურა 3 გრადუსით ცხელი იყო. სავარაუდოა, რომ წელს ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი მატება იქნება, რადგან გაუსაძლისი სიცხეები ფიქსირდება მთელს მსოფლიოში. აფრიკის ქვეყნებში ტემპერატურა 45 გრადუსს აჭარბებს. სპეციალისტები ასეთ მაღალ ტემპერატურას გლობალურ დათბობას უკავშირებენ, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი 2003 წლიდან გახდა. ამ წელს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოჰყვა მსხვერპლი გაუსაძლის გვალვას.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ლია says:

    sadgac qristianul gasetshi wavikitxe,rom aris qveynebi sadac klimati ar shecvlila da im qveynebs sadac ese icvleba klimati,codvebis braliao.ar vici sheidzleba simartlea ise ar dawerdnen.sxvebisa ar vici magram codvebita var gamotenili.sawhiroa vilocot,rom ghmertma shegvindos codvebi da dagmexmaros,rom es dgheebi shegvimsubuqos.locva,ai es ertaderti wamalia amzhamad.ghmerti dagvexmaros da gadzleba mogvces amin.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი