“ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს, იყოს ღიმილი”
ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა (Pulsi TV) ბავშვის ცხოვრებაში ღიმილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ბავშვის ღიმილი, განსაკუთრებით პირველი 3-5 წლის განმავლობაში აბსოლუტურად თავისუფალი და გადამდებია. როდესაც ბავშვი იცინის, ყველა მოზრდილი, ვინც არის ბავშვთან ერთად, ავტომატურად იწყებს სიცილს. ეს გადამდები სიცილი თავის ტვინის სარკისებური ნეირონების დამსახურებაა.“
ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვებს ხშირად გაუღიმონ:
„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს იყოს ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ბავშვისთვის ეს ძალიან იოლი მიმღებლობაა. გაიღიმეთ, რა თქმა უნდა, ბუნებრივად და არა იძულებით, რომ ბავშვმა ეს დაინახოს. ბავშვი ამას გრძნობს ძალიან კარგად. ჩვენი სახე და მერე უკვე ჩვენი ქმედებები, მოძრაობები, ბავშვისთვის არის კოდი. ეს არის შიფრი ქცევისა, თუ როგორ მოვიქცე.“
„მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დადებითი ფორმით ურთიერთობა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ემოცია. ემოციის ყველაზე კარგი და ლამაზი გამოხატვა არის ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს უნიკალური ენაა მთელს მსოფლიოში, ყველა ადამიანში, განსაკუთრებით ბავშვებში. გაუღიმეთ ბავშვს, მისგან მიიღებთ უფრო მეტ ღიმილს, უფრო ბუნებრივ ღიმილს, რომელიც ისევ თქვენ გაგაცინებთ. ღიმილით და სიკეთით იცხოვრეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას,“ – აღნიშნა ბაკურ კოტეტიშვილმა.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
დღეს ისეთი დაძაბული ცხოვრება გვაქვს, ბავშვები ისეთ სტრესულ გარემოში იზრდებიან, უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ გაიზარდონ მშვიდი და მოსიყვარულე ადამიანები