მთავარი » ქრისტიანობა

“ბატონებო, კატეგორიულად მოსთხოვეთ აზერბაიჯანის მხარეს, რომელიც შემოჭრილია იარაღით ხელში, დატოვოს ჩვენი ტერიტორია!”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.07.2019 | 736 ნახვა

უფრო მძაფრი იქნება დაპირისპირება, უფრო გამწვავდება და ვაითუ უფრო ცუდი შედეგებიც დადგეს, თუ აზერბაიჯანის მხარეს მკაცრად არ მოეთხოვა, რომ დატოვოს ჩვენი ტერიტორიები, – ამის შესახებ გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას.

როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, ის ტერიტორიები, რომელიც ახლა ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეს შორის სადავო მონაკვეთებს წარმოადგენს, ბოლშევიკებს აზრებაიჯანისთვის არ გადაუციათ.

მისი თქმით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ან რაიმე საბუთი არ არსებობს და ამის მტკიცება საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა.

არქიმანდრიტ ილარიონის თქმით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელიც იქ იარაღით ხელში დგას, ოკუპანტია, რომელმაც საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს.

„გუშინწინ მოსახლეობას და მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. უფრო მძაფრი იქნება დაპირისპირება, უფრო გამწვავდება და ვაითუ უფრო ცუდი შედეგებიც დადგეს, თუ აზერბაიჯანის მხარეს მკაცრად არ მოეთხოვა, რომ დატოვოს ჩვენი ტერიტორიები. გარეჯის თემის შესახებ ყველაფერი ცხადია და ხელის შეხოცვა ბოლშევიკებზე არ გამოუვა არავის, თითქოს მათ გადასცეს ეს ტერიტორიები აზერბაიჯანულ მხარეს. არ გამოუვათ, რადგანაც ეს იქნება თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის. ბოლშევიკებს, კომუნისტებს თავისი ცოდვები ეყოფათ და თქვენს ცოდვებსაც ნუ მიაწერთ.

90-იან წლებში ჰეიდარ ალიევის ვიზიტის ფარგლებში ხელია მოწერილი შეთანხმებაზე, რომ საზღვრის შესახებ მოლაპარაკება იქნება 1938 წლის რუკის მიხედვით და კერძო შემთხვევებში ეს კომისია სხვა რუკებითაც ისარგებლებს. ვინმემ იცის, რომელი რუკით სარგებლობს ჩვენი კომისია? რას ლაპარაკობს ბატონი ლაშა დარსალია იქ ვინმემ იცის? ესენი ჩვენ რომ გვესაუბრებიან, გეგონება აზერბაიჯანული მხარე გვესაუბრება და არავინ იცის, იქ რას ლაპარაკობენ. ისტორია ყველას პასუხს მოსთხოვს და ყველას სახელი დაერქმევა, ვინც ამ ცუდ საქმეში თავის წვლილს შეიტანს.

ბატონებო, აზერბაიჯანის მხარეს კატეგორიულად მოსთხოვეთ დატოვოს ჩვენი ტერიტორია, რომელიც შემოჭრილია იარაღით ხელში. იქაური ჯარისკაცი ვინც იქ დგას, ჩვეულებრივი ოკუპანტია. ეს ტერიტორიები აზერბაიჯანული მხარისთვის არ არის გადაცემული, ამის საბუთი არ არის არსად. ნუ აბრალებთ კომუნისტებს, ნუ აბრალებთ ბოლშევიკებს.

მე არ ვიცი, ვის რა დაინტერესება აქვს და ვინ რა დივიდენდებს ელის აზერბაიჯანის მხარისგან. ჩემი სატკივარი არის მხოლოდ დავით გარეჯი და ჩვენი ტერიტორიები. არ მინდა სხვა საჭირბოროტო საკითხებს შევეხო, რაც ერის წინაშეა, მაგრამ დავით გარეჯის შესახებ საუბარი მევალება მე,“ – განაცხადა არქიმანდრიტმა ილარიონმა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი