მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

“გარდატეხის ასაკი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.01.2011 26 კომენტარი | 46,076 ნახვა

ჩხუბითა და ულტიმატუმების წაყენებით ვერაფერს გავხდებით

გარდატეხის ასაკითუ რა ფსიქოლოგიური პროცესები ვითარდება გარდატეხის ასაკში მოზარდის ორგანიზმში, როგორ უნდა მოიქცენენ მშობლები, გარშემომყოფები, რა ფორმით მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია, რჩევა-დარიგებები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოთერაპევტი, ნანა მამულაშვილი.

ნანა მამულაშვილი: “გარდატეხის ასაკი ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურია. ზოგადად კი ეს ეტაპი მოიცავს 12-13 წლიდან 15-18 წლამდე პერიოდს. არის შემთხვევი როცა ადამიანი მას 22-დან 30 წლამდე გადის. ისინი ამ ასაკში იწყებენ ბავშვური ფანტაზიების განხორცილებას, რაც სასურველი არ არის. უნდა ვეცადოთ, ხელოვნურად არ გადავავადოთ ეს პერიოდი, რადგან ის ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს აქვს გასავლელი. ჯობს, ბავშვმა დროულად გაიაროს ეს ეტაპი.

ეს პერიოდი საკმაოდ მძიმეა ბავშვისთვის. იმისათვის რომ ადამიანი სრულყოფილ მოზრდილ ადამიანად ჩამოყალიბდეს, ორგანიზმში მიმდინარეობს ფიზიოლოგიური, ანატომიური და შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძვრები.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამ დროს ბავშვი ბავშვობის ასაკიდან გადადის მოზრდილობის, დიდობის ასაკში. ის ცხოვრება რაც მის მეხსიერებაში ამ დრომდე იყო, არის ბავშვური წლები. შესაბამისად, მან როგორ უნდა იცხოვროს როგორც დიდმა არ იცის, არ აქვს გამოცდილება. ამიტომ უჭირს, გამოვიდეს ბავშვური ქცევის სტერეოტიპიდან და გადავიდეს მოზრდილი, დიდი ადამიანის ქცევის სტანდარტებში.

ბავშვური საქციელი რომელიც მას ჩვევაში აქვს აღარ უნდა, სურს დიდობა, მაგრამ არ იცის როგორია ეს პერიოდი. ბავშვები ხშირად მანიპულირებენ კიდეც. როცა რაიმეს სთხოვენ, ამბობენ: მე პატარა ხომ აღარ ვარ, და თუ კი მისგან ითხოვენ იგივე მორჩილებას, მაშინ იშველიებენ სიტყვებს: – მე დიდი კი არ ვარ. ანუ, ამ დროს ბავშვს როცა უნდა დიდი, როცა უნდა პატარაა. მან მართლა არ იცის როგორ მოიქცეს.

მოზრდილთა ცხოვრებაში შემოდის ქცევის ახალი სტერეოტიპები: სიკეთე, სიყვარული, პასუხისმგებლობა, ვალდებულებები სწავლის, ოჯახის, გარშემომყოფების მიმათ. ყველა ინდივიდუალურად ართმევს თავს ამ პერიოდს. მნიშვნელოვანია ოჯახის წევრის პოზიცია ბავშვის მიმართ.

მშობლები შვილებს ვერ უგებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი მათაც გავლილი აქვთ…

მშობელს, ხშირად არ უნდა იმის გაგება, რომ მისი შვილი დიდია, არ უნდა მისი როგორც პატარა ბავშვის ხელიდან გაშვება. ამის გამო ხშირია შემთხვევები, როცა 16-17 წლის ადამიანს მუდმივი კონფლიქტი აქვს მშობელთან იმის გამო, რომ ის მისგან პატარა ბავშვის შესაბამის ქცევას ითხოვს. ბავშვს კი ბუნებრივი პროტესტის გრძნობა უჩნდება. კარგია, როცა მშობელი მის მიერ განვლილ ამ პერიოდს იხსენებს, მაგრამ აქაც ხშირად შეცდომები მოგვდის, რადგან ზუსტად ის რაც ჩვენ გვაქვს გადატანილი იგივენაირად ჩვენს შვილში ვერ განმეორდება, რაღაც განსხვავებული ფორმით გვეძლევა მისი გარდატეხის ასაკი. ბავშვი უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე მშობელი, რადგან მას ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, ამიტომ ის ვალდებულია მიეხმაროს ბავშვს, რათა მან ჰარმონიულად გადალახოს ეს პერიოდი.

ბავშვს, პირველ რიგში, მისთვის უსაყვარლესი ადამიანებისგან, მშობლებისგან და სხვა ოჯახის წევრებისგან სურს სიყვარული და აღიარება. ოჯახში, სადაც მშობელი არ ან ვერ გასცემს ამას, უცოდინარობისა თუ ფსიქოლოგიური სტრუქტურის გამო, მხოლოდ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს და არ აღიარებს მას, ასეთ შემთხვევაში ბავშვი აღიარებისთვის სხვაგან ეძებს გზებს: ქუჩაში, სკოლაში, უბანში… თვითდამკვიდრება ხშირად ძალადობის ხარჯზე მოდის, არა იმიტომ რომ ეს ბავშვის თვისებაა, არამედ მასში აღიარების მოთხოვნილებაა და უნდა თვითრეალიზება და დამკვიდრება სამყაროში. ამიტომ, მშობელი, ბავშვს უნდა უადვილებდეს ამ პერიოდის გავლასა და ოჯახიდან სითბოს მიღება უნდა უზრუნველყოს.

საყურადღებოა, რომ მშობელსაც უწევს ქცევის სტერეოტიპის შეცვლა. სოციუმიდან გამოდინარე, დედა უფრო მეტ დროს ატარებს შვილთან, ვიდრე მამა. დედას მეტი შესაძლებლობა აქვს ჩაწვდეს შვილის სულს. თუმცა დედასაც და მამასაც უდიდესი როლი აკისრიათ შვილის აღზრდაში. მათ უნდა მოახერხონ, ბავშვთან დაამყარონ მეგობრული, თბილი ურთიერობა, შეინარჩუნონ ავტორიტეტი შვილის თვალში, რასაც ძალიან ხშირად ვერ ინარჩუნებენ, რადგან თვითონ არ გასცემენ აღიარებას ბავშვის მიმართ. შვილი კი სხვაგან მიდის. ამიტომ უნდა მოასწრო და მისცე შვილს, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას, არსებობის უფლება.

როგორ უნდა დაარიგოს მშობელმა შვილი რომ მისი გაღიზიანება არ გამოიწვიოს?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ 12-13 წლამდე ასაკის ბავშვს უკვე აღებული აქვს ფასეულობები. ამიტომ ის მის სტერეოტიპებზე თავდასხმად აღიქვამს ჭკუა-დარიგებას. მოზარდს სურს, თვითრეალიზაცია მოახდინოს როგორც დამოუკიდებელმა, ძლიერმა და დიდმა ადამიანმა. მენტორული და დიდაქტიკური ტონი კი ხშირ შემთხვევაში არაფერს იძლევა. პირველ რიგში, მშობელს აქვს შვილის მიმართ ტონი შესაცვლელი. ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის ხასიათი, მშობელმა უნდა მოუსმინოს, გაუგოს და ზომიერების ფარგლებში, კომპრომისზეც უნდა წავიდეს. თუ ატყობ, რომ ბავშვი თავისი ქმედებით, არაფერს აშავებს, უნდა მისცე ამ საქციელის განხორციელების უფლება. ბავშვის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მის მიერ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯი თვითდამკვიდრებისა და ჰარმონიულად განვითარებისთვის აუცილებელია. ბავშვი მარტო სიტყვით კი არა, მაგალითით იზრდება. ჩხუბით, აყალმაყალით, ულტიმატუმებით, პრეტენზიებით ვერაფერს მივაღწევთ. ბავშვებს კი ვეტყოდი, როგორც გინდა რომ შენ მოგექცენ, თავადაც ისე მოიქეცნენ. თუ თავს თვლი დიდად, ეცადე იყო დიდი და აიღო ეს პასუხისმგებლობა თუ თავს თვლი ბავშვად შესაბამისად მოიქეცი.

მშობელმა არასოდეს არ უნდა მიაწოდოს ბავშვს ზედმეტი ინფორმაცია, თუ თვითონ არ სვამს შეკითხვას. თუ ის არ იხსნება მშობელთან, მაშინ უნდა დააკვირდეს მის ინტერესებს, როგორ ვითარდება. უნდა გაეცნოს გარკვეულ ლიტერატურას, იმუშავოს თავის თავზე, ჰქონდეს ადეკვატური, მეცნიერული ინფორმაცია და შემდეგ უნდა ჩამოუგდოს სიტყვა და მიაწოდოს გარკვეული ინფორმაცია. შვილისთვის ასეთი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, ბავშვი ინტერესის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უკეთესად და პოზიტიურად აღიქმება, ვიდრე მშრალად მიღებული ცნობები, ინტერნეტიდან, წიგნიდან თუ ქუჩიდან…

რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიურ ფაქტორსა და ბავშვის ფიზიკურად დაკავებას ამ ეტაპის ჰარმონიულად გადალახვაში?

ნამდვილად, არ უნდა გამოვტოვოთ რელიგიური მომენტი ბავშვის აღზრდის საკითხებში. დღევანდელ ბავშვებს, ჩვენი თაობისგან განსხვავებით, აქვთ შესაძლებლობა, პატარაობიდანვე ეზიარონ უამრავ ქრისტიანულ ლიტერატურას, ხდება მისი ინტელექტუალური ჩამოყალიბება. უნდა იარონ წირვა-ლოცვაზე, იყვნენ აღმსარებლები. ღვთის მოშიშება, ჭეშმარიტი სიყვარული და რწმენა უფლისადმი თავის საქმეს აკეთებს. იგივე მოთხოვო ძალიან პატარას ძნელია, მაგრამ ასაკთან ერთან უნდა მოვიდეს ღრმა რწმენა და სიყვარული. მშობელი დიდ საქმეს აკეთებს, როცა ბავშვსს ეკლესიური ცხოვრების წესს აჩვევს.

ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური დაკავება. ამ ასაკში დიდია საკუთარი სხეულისა და სექსუალური სფეროს მიმართ ინტერესი. ეს ძალიან ბუნებრივია. არსებობს სექსუალური ენერგეტიკა, ლიბიდო. ბავშვის ზედმეტი აქცენტი ამ მომენტში ამ ლიბიდონალურ ენერგიაზე არანაირად არა არის სასურველი. უნდა ვეცადოთ, რომ არა მარტო გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც იღლებოდეს მოზარდი, რათა მოხდეს ლიბიდოს სუბლიმირება. ანუ, სექსუალური ენერგეტიკის გადატანა სხვა სფეროებში. ბავშვი რომელიც ამას ახერხებს, ის საკმაოდ წარმატებულია სწავლაში… ვინც ვერ ახერხებს, ან არ აქვს სათანადო ხელშეწყობა იკეტება თავის სექსუალურ ენერგეტიკაში, თავად ეძებს კითხვებზე პასუხებს და განმუხტვის გზებს. ამიტომ უამრავ შეცდომებსაც უშვებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

26 კომენტარი »

  • შორენა says:

    საგულისხმო სტატიაა უდავოდ და დასაფიქრებელი, მეც 11 წლის ვაჟი მყავს და აქედანვე ვცდილობ მეგობრული ურთიერთობები მქონდეს და ჩემში მხოლოდ დედას არ ხედავდეს.ხანდახან დათმობაზეც მიწევსწასვლა და გაცინება ცელქობქზე, მაგრამ ალბათ ასე ჯობია ვცდილობ მუდმივად იყოს დაკავებული და თავისუფალი დრო ბევრი არ ქონდეს ,რადგან მგონია ეს ერთ ერთი გარანტიაა ცუდისგად დასაცავად ამავ დროულად კარგია ბავშვი ეკლესიაში დადიოდეს , იქ მშობლის და საერთოდ უფროსის პატივისცემას გაითავისებს.თუმცა ალბათ ძნელია ასეთი მზა რეცეპტის მიცემა ერთმანეთისთვის ,მე მგონია დედის ინტუიციას უნდა მივენდოთ და ჩვენი შვილების სულში ჩავიხედოთ არ არის ძნელი მისი ამოძახილის გაგება და მეგობრულად მხარში ამოდგომა უბრალოდ უნდა გვინდოდეს ამის კეთება და საერთოდ დედობა ან მამობა არ გვეზარებოდეს.მოზარდი როცა გრძნობს მშობლების მხარდაჭერას მაშინ ისიც ცდილობს ნდობის გამართლებას და შეცდომებსაც შესაბამისად ნაკლებად უშვებს.

  • ირაკლი says:

    ჩემი შვილი ჯერ არ არის გარდატეხის ასაკში. 7 წლის არის, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ გვინდა რომ გარდატეხის ასაკმა შედარებით ადვილად ჩაიაროს, ალბათ პატარა ასაკიდანვე უნდა შევუქმნათ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლებიც გარდატეხის ასაკის მიღწევისთანავე ჩვენი მოკავშირე გახდება

  • შორენა says:

    მე მყავს 15 წლის ვაჟი,ყველანაირად მის გვერდში ვდგავარ,გულახდილად ვსაუბრობთ ყველა თემაზე რაც მისთვის საინტერესოა,ვცდილობ მტელი დღე რომ დამჭირდეს ახსნა დავთმო ყველაფერი და მასთან ვისუბრო,მაქსიმალურ სითბოს და სიყვარულს ვაძლევ, მაგრამ მაინც შიშის ქვეშ ვარ რამე არ გამომჩეს,სადმე შეცდომა არ დავუშვა,ამ ასაკში ხშირად იძაბება მამასა და შვილშორის ურთიერთობა ჩემშემტხვევაშიც ასეა და მთელი პასუხისმგებლობა თითქმის ჩემზე გადმოდის,ოცდება ჩემი შვილი რომ მე მის ყველა ჩანაფიქრს ვხვდები,მისი ყველა გამოხედვის პასუხი მაქვს,მაგრამ მაინც მგონია ბოლომდე ამოუხსნელია როდესაც ვაჟიგყავს მისი ბუნება,ვკიტხულობ და ვძიობ ყველა ჩანაწერს წაც სეიძლება დამეხმაროს ჩემი ვაჟის ხასიათის ვრცლად სეცნობაში,ამიტომ ვიტყოდი რომ მსობლებს მაქსიმალურად გვევალება შვილების ხასიათის შეცნობა,მისი სულიერი სამყაროს ჩამოყალიბება,მერწმუნეთ თუკი დაუთმობთ იმაზე მეტ დროს ვიდრე უთმობთ თქვენ შვილს ყველაფერი გამოვა თქვენი და თქვენიშვილის კეთილდღეობისთვის,ვიცი აწი უფრო მეტი ძალა მინდა მისი კაცად ჩამოყალიბებისთვის,ღმერთის იმედი მაქვს ………

  • სტუდენტი says:

    ვფიქრობ ფსიქოთერაპევტი, ნანა მამულაშვილი მართალია. ყველაზე მნიშვნელოვან როლს ბავშვის აღზრდაში თამაშობენ მშობლები. მშობელმა თავის შვილს(შვილებს) სითბო და სიყვარული უნდა ანახოს, ასწავლოს სიკეთე, უნდა აუხსნას, რომ კარგი განათლების მიღება აუცილებელია. მშობელი თავისი შვილის თანდასწრებითაც უნდა ლოცულობდეს, რათა ბავშვს ამის გაკეთება არ მოერიდოს არსად. მშობელი უნდა დაინტერესდეს იმით, თუ როგორ მიკროგარემოში(კლასელები, გუნდელები, ჯგუფელები, მეზობლები, მეგობრები) იზრდება მისი შვილი.
    დღეს ადამიანები რომ ჩადიან დანაშაულებს, სახლშიც ისე იგინებიან, როგორც გარეთ. ეს მხოლოდ მათი ბრალი და შეცდომა არ არის. მათ ბოლომდე არ იციან რას ჩადიან. ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე მშობელმა ვერ ასწავლა რა არის კარგი და რა არის ცუდი, ანუ საკმარის დროს არ უთმობდა შვილთან ურთიერთობას. მაგრამ მშობელი თუ ნორმალური, განვითარებული, გონიერი, კეთილი და რელიგიური ადამიანია, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი შვილი სწორი მიმართულებით წაიყვანოს.
    ქალბატონ ნანას აბსოლუტურად ვეთანხმები იმაშიც, რომ მოზარდი აუცილებელია ფიზიკურადაც იღლებოდეს, რათა მოხდეს ლიბიდოს სუბლიმირება. მე ეს თავის დროზე მოვახერხე (ფეხბურთზე დავდიოდი) და ამიტომაც ვარ ახლა ძალიან წარმატებული სწავლაში. ადამიანი გარდატეხის პერიოდში თუ მართლა სწავლობს, მას უმაღლესში ჩაბარება არ გაუჭირდება.

  • მაია says:

    საინტერესო თემაა.ნამდვილად დიდი მნიშვნელობა მოზარდის ჩამოყალიბებაში ოჯახს ენიჭება,მშობლებს.ბავშვი რასაც ოჯახში ხედავს,რაც მის გარშემო ხდება,ალბათ ამის მიხედვით ყალიბდება.დედის როლი მაინც ალბათ განსაკუთრებულია,არა აქვს ამას მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი.გოგონებიც არა ნაკლებად რთულები არიან ამ ასაკში ჩემი აზრით.

  • მარიამი says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა.მახსენდება ის პერიოდი, როდესაც გარდატეხის ასაკში ვიყავი:წვრილმანებზე ვღიზინდებოდი, მშობლებს თითქმის არაფერში ვეთანხმებოდი.იმ დროს ეკლესიურად რომ მეცხოვრა, ბვრად იოლი იქნებოდა ჩემთვის ამ პერიოდის გადალახვა.ყველა ბავშვს ვურჩევ იცხოვროს ეკლესიურად :)) უფლის გარეშე უღიმღამო და სრულიად უაზრო იქნებოდა ჩემი ცხოვრება.მადლობა უფალს რომ ტაძრამდე მიმიყვანა.

  • მარი says:

    ვეთანხმები მარიამს, უფლის გარეშე ჩემი ცხოვრებაც სრულიად უაზრო და უღიმღამო იქნებოდა. მადლობა უფალო, რომ ტაძარში მიმიყვანე და ახარებ ჩემს სულს, ვამდლობ უფალს ყველაფრისათვის……………

  • კომენტარები გადავიკითხე და მომინდა რაღაც დამეწერტა მშობლებითვის…

    გარდატეხის ასაკში ყველა ბავშვი განიცდის აზრობრივ და ფიზიკურ ცვლილებას. მაგალითად: თვითდაჯერებულობა, დაუმორჩილებლობა, ადვილად გაღიზიანება. და ა.შ

    მოკლედ მშობლებო ამას ვერაფრით ვუშველით, არც ბავშვების დაშინება და შიშში ყოფნით მიიღწევა კარგი აღზრდა და არც თავის ნებაზე მიშვებით.

    ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ მაგ დროისთვის მშობელს და ბავშვს შორის არ იყოს ტყუილი. ამიტომ მშობლებს უნდა ქონდეს შვილთან ისეთი ურთიერთობა, რომ ბავშვი რომ რამეს დააშავებს მშობელთან აღიარების არ შეეშიინდეს თუნდაც იმიტომ რომ არ ცემონ :)

    აუცილებელი არ არის ძმაკაცური ან მეგობრული ურთიერთობა ( იმიტომ რომ ესეც გათამამებას იწვევს)

  • ზურაბ ვარაზი says:

    ბავშვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიყვარულის გარემოში აღზრდას,რაც სულაც არ გულისხმობს ზედმეტ განებივრებას.ბავშვს სჭირდება ავტორიტეტული პიროვნება თავის გვერდზე.უპირველესყოვლისა, იგი უნდა იყოს ძლიერი,მართალი, სამართლიანი პიროვნება.ასეთს ბავშვი ეძებს ოჯახშიც, ქუჩაშიც, სკოლაშიც,ეკლესიაშიც.ის ბავშვები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული ასეთ ავტორიტეტს ხედავენ მწვრთნელში. აუცილებელია პატივი ვცეთ ბავშვის პიროვნებას და თან ვასწავლოთ ჩვენი პატივისცემა. დღეს ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი მშობელს სახელით მიმართავს,ამით უფერულდება ისეთი დიდებული სიტყვები, როგორიცაა, დედა და მამა.ეს არასწორად მიმაშნია.უფროს– უმცროსობა და ზრდილობიანი მიმართვის ფორმები აუცილებელია შინაგანი მოწესრიგებულობისათვის.ჯანსაღ ფსიქოლოგიურ გარემოში,სწორი პედაგოგიური აღზრდით,ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ყალიბდება.ეკლესიური ცხოვრება და მოძღვართან ურთიერთობა, მნიშვნელოვნად აადვილებს გარდატეხის მძიმე პერიოდის გავლას.

  • ტამარი says:

    ჩემი შვილია ახლა გარდატეხის ასაკში, 16 წლისაა და შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე რთული პერიოდი ძალიან ცოტა მქონია, თუმცა პრობლემა ხშირად ჩემშივეა, ძნელად ვეგუები, რომ ჩემი შვილი უკვე დამოუკიდებლად ცდილიბს საკუთარი ცხოვრების წარმართვას. იმის ნაცვლად, რომ ეს გამიხარდეს, მაღიზიანებს.

  • ana says:

    mchirdeba fsiqologis rcheva ,yvela dedas gonia rom ugebs shvils da met naklebd esmis misi ,sainteresoa tviton bavshvs rogori damokidebuleba aqvs me mgoni yvela shemtxveva individualuria me mainteresebs 12 wlis gogonas romelsac miutiteb sakutari kutxis wesrigshi moyvanas ,pirad higienas da met naklebad chems gverdit (mec mastan ertad vaketeb saqmes) daxmarebas zedmetia es?musmivad vawydebi winaagmdegobas sul daglilobas imizezebs zalian vcdilob aviuxsna mshvidad rom marto swavla da erti mxriv ganvitareba arafris momtania yvelafris codna sachiroa qalistvis ra formit sheizleba gadavlaxo es problema maqsimalurad vcdilob ar vuyviro ar vekamato,pirad magalitebze vesaubrebi sxva ra sheizleba gavaketo?

  • moswavle says:

    tqveni statia dzalian sainteesoa. mainteresebs am asakshi shesadzlebelia tu ara psiqikuri ashlilobis chemoyalibeba.

  • tea iasashvili says:

    iqneb damexmarot da mirchiot rogor moviqce shviltan: mas aqvs swavlastan alergia. ar unda swavla roca ojaxshi am sakitxe chamovardeba laparaki imwutshi tirils iwyebs. rogor ggoniat es gardatexis asakis bralia?

  • salome says:

    martaliaa unda dagvekhmaroos mshobeeli am kvelapris gadalakhvashii patara khelis shetskobaa sachiro

  • giga says:

    gardatexis asakshi saxeze gamchdari muwukebi libidos braliaa

  • anzori says:

    gardatexvis asakshi gulis tkivili normanulia

  • Sofi says:

    Chemi bichi 8saa da dainteresebuliA seqsualuri urtiertobit gamoxatuli kompitershi dxiebebit ramac dzalian shemashina … rogor moviqce vamchnev ro chaiketa

  • გიგი says:

    ვარ 17წლის გიგი.წელიწად ნახევარია ხმა მაქვს ჩახლეჩილი რა შეიძლება იყოს ამუს მიზეზი

  • გიო says:

    ვარ 16 წლწის გარდატეხსასაკშ ნორმალურია შენი სქესისწარმომადგენელი რომოგწონდეს ?

  • tea says:

    myavs 8 clis gogona da mainteresebs markvena mkerdis areshi itkiebs risi brali unda iyos

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი