მთავარი » ქრისტიანობა

გარდამოხსნა – ვნების შვიდეულის უმძიმესი დღის დასასრული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.04.2021 7 კომენტარი | 20,050 ნახვა

ქრისტიანული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად აღდგომა ითვლება, აღდგომა იმ დაცემული კაცობრიობისა, რომლისთვისაც უფალმა მოავლინა განკაცებული მხსნელი – იესო ქრისტე.

აღდგომა, როგორც დღესასწაული, მოძრავია. ვნების შვიდეული ბზობის შემდეგ იწყება.გარდამოხსნა მაცხოვრის ჯვარცმასთან და გარდამოხსნასთან დაკავშირებით “ამბიონს” დეკანოზი ამირან ამირანაშვილი ესაუბრა:

“იერუსალიმში სახედარზე ამხედრებული მაცხოვარი როდესაც შევიდა, იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება. ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს უფენდა. ადამიანები საუკეთესო სამოსელს იხდიდნენ და მას უგებდნენ. ამკობდნენ შესამკობელი სიტყვებით, გალობითა და ტრიუმფით აცილებდნენ.

იმავე კვირის, ოთხშაბათ დღეს გაცემულ იქნა მაცხოვარი, რომელიც იუდა ისკარიოტელმა 30 ვერცხლად გაყიდა.

იესო ქრისტე ხუთშაბათ ღამეს, როცა პარასკევი უნდა დამდგარიყო მღვდელთ-მოძღვართა და ფარისეველთა წარგზავნილებმა შეიპყრეს.

მაცხოვარი პირველად პილატეს წარუდგინეს, პილატემ კი ხალხს გადასცა განსასჯელად. ხალხმა მათთვის მხსნელად მოსულ იესოს საშინელი განსასჯელი გამოუტანა და ჯვარს აცვა.

იმ დროისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი წამების ფორმა ჯვარცმა იყო.
სამი ჯვარი გახლდათ შეთხზული, სადაც დამნაშავენი მაცხოვართან ერთად უნდა გაეკრათ. სწორედ ამ ორ ავაზაკს შორის აცვეს ჯვარს იესო. შემდეგ კი მათ ხალხი განსჯიდა.

გზა გოლგოთამდე ცემითა და შეურაცხყოფით გაატარეს. ნერწყვავდნენ და სცემდნენ მას. დასისხლიანებულ ქრისტეს თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს. განმოსეს, სამოსელი და ჯვარი მხრებით აზიდვინეს. დასცინოდნენ. როდესაც წყალი ითხოვა, ძმარი დაალევინეს.

წამების სცენა კარგად აქვს აღწერილი დავით გურამიშვილს ლექსში “ვაი, რა კარგი საჩინო”. ამ ლექსს ადამიანი განცდის გარეშე ვერ წაიკითხავს.

უფალი იესო ქრისტე ჯვარს ავაზაკთა შორის აცვეს, ჯვარზე ლურსმნებით დააჭედეს და შემდეგ აღმართეს ყველას სახილველად.

ჯვარცმის დღე არის პარასკევი, სწორედ ამიტომ მას წითელს უწოდებენ, რადგან იმ დღეს იესოს სისხლი დაიღვარა. მაცხოვარს არამარტო სცემეს და ლურსმნები დააჭედეს, არამედ ჯვარცმულებს ყარაულები დაუყენეს.

როდესაც უნდა შეემოწმებინათ, აღესრულნენ თუ არა ისინი, 2 ავაზაკს ძვლები გადაუმტვრიეს. მაცხოვარს ერთ-ერთმა მხედართაგანმა გვერდში შუბი უგმირა. სწორედ ამ დროს მისი გვერდიდან გარდამოხდა სისხლი და წყალი. ამის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ იგი უკვე აღესრულებული იყო.

ხალხს შორის იყო გამორჩეული, სულიერად ძლიერი პიროვნება, მართალი იოსებ არიმათიელი. იოსებმა სთხოვა პილატე პონტოელს, ნება მიეცა მისთვის, რათა მაცხოვარი გარდამოეხსნა ჯვარიდან.

მართალმა იოსებმა იყიდა სპეციალური ტილო, რომელსაც არდაგი ჰქვია. მასში მიცვალებულს ახვევენ. შეახვია მაცხოვარი ამ ტილოში, შეჰგრაგნა, ანუ მთელ ტანზე შემოახვია. გადაწყვიტეს, დაესაფლავებინათ.

მართალი იოსები იმის გამო უწოდეს, რომ მან თავის თავზე აიღო ეს დიდი მისია და უფლის ცხედარი პატივით დაკრძალა. მაცხოვრის საფლავს დიდი ლოდი დაადეს და მეთვალყურეები მიუჩინეს, ცხედარი რომ ვინმეს არ მოეპარა.

იმ დროისათვის ორი აზრი არსებობდა. ერთნი მხსნელად მიიჩნევდნენ მას, ხოლო მეორენი მესიას უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ ყოველივეს იგონებდა. სწორედ ამ გაორებული აზრების გამო იყო დაწესებული მეთვალყურეობა.

გაორებული საზოგადოება კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე ყოველთვის მოსდევს.

დადებითისა და უარყოფითის ბრძოლა ქმნის შემდეგ საზოგადოების ერთიანობას. ზოგჯერ ხან ერთ მხარეზე ხდება გადახრა, ხან – მეორეზე. ამიტომ არის კატაკლიზმები, რასაც ჩვენ დღესაც ვუყურებთ სხვადასხვა მიზეზთა გამო გამოწვეული. მაგრამ ეს გარდაუვალია. დადებითისა და უარყოფითის ბრძოლა ყოველთვის იყო და დღესაც არის, ეს მთელი ცხოვრების ორი პარალელია, რომელიც მუდმივად იარსებებს.

გარდამოხსნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი მარხვის განმავლობაში. პარასკევ დღემდე გარდამოხსნა ტრაპეზზე არის დაბრძანებული. მართმადიდებლურ ეკლესიაში ტრაპეზზე მსხვერპლშეწირვა ხდება, პურითა და ღვინით მომზადებული ნივთიერებების ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქმნა. ეს არის მთელი ლიტურღიის დანიშნულება და პროცედურა. სწორედ ეს განასახიერებს უფლის განვლილ პერიოდს. ამას წირვის დროს დიდი გამოსვლაც განასახიერებს. როდესაც მოაბრძანებენ ფეშხუმს ხორცით და შემდეგ ბარძიმს იესო ქრისტეს მომავალი სისხლისა და ხორცის შესაქმნელად.

ტრაპეზს საკურთხეველში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის არის სიმბოლო იმ აკლდამისა, სადაც უფალი იყო დასვენებული, ასევე – იესო ქრისტეს აღდგომისა და მისი ხორცშესხმისა. ტრაპეზზე დაბრძანებულია გარდამოხსნის ცერემონიალი, რაც შექმნილია შესანიშნავ ხელოვანთა მიერ შთაგონებით.

ყველა მართმადიდებლურ ეკლესიაში გარდამოხსნა ძვირფას ტილოზეა შესრულებული. ჩვენ გვაქვს ქართულ სტილში შექმნილი გარდამოხსნები.

გარდამოხსნის ცერემონიალი ყოველთვის აღდგომის წინა პარასკევს აღესრულება.

ჩვენი მღვდელთმთავარი, მისი უწმიდესობა ტაძარში, გარდამოხსნის ქვეშ იკავებს ადგილს. თუ პატრიარქი არ არის, მაშინ რომელიმე უპირატესი სასულიერო პირი აღასრულებს ცერემონიას, მას ამის პრეროგატივა აქვს, როგორც მღვდელმთავარს, ასევე მოძღვარს. ტაძარში ხდება გარდამოხსნის შემოტარება, შემდეგ მას დაასვენებენ ცენტრში.

კვერცხებიაქ პირველად თავს იჩენს წითელი პარასკევის კიდევ ერთი ფენომენი, როდესაც კვერცხი წითლად იღებება. კვერცხი სამყაროსა და მარადიულობის სიმბოლოა. მწვანე ჯეჯილში ჩნდება წამების ფრაგმენტები. მთელი სამყარო იღებება ქრისტეს სისხლითა და ხორცით.

გარდამოხსნას ეს რიტუალი ყოველთვის მოსდევს. შემდეგ უფლის გლოვა იწყება, როგორც მენელსაცხებლე დედებმა და ღვთისმშობელმა დაიტირეს.

გარდამოხსნა ტაძრის ცენტრში, შაბათ ღამის 11 საათამდე არის დაბრძანებული. შემდგომ გარდამოხსნას სააღდგომო ლიტურღიის დაწყებამდე, შუაღამის ჟამნობაზე საკურთხეველში შეაბრძანებენ.

იმავე საღამოს ტარდება საზეიმო ლიტურღია და იწყება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

გარდამოხსნის მსახურებას ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან ეს არის ვნების შვიდეულის უმძიმესი დღის დასასრული, რასაც ჯვარცმა ჰქვია და იმ ბედნიერების წინა პირობა, რასაც დიდი აღდგომა ჰქვია.

მინდა წინასწარ მივულოცო თქვენს მკითხველს და ბედნიერი აღდგომა ვუსურვო ყველა მართმადიდებელს და კერძოდ, ჩვენი ქვეყნის შვილებს, ნამდვილ ჭეშმარიტ მართმადიდებელ ქრისტიანებს”.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • თამარი says:

    წინასწარ გილოცავთ აღდგომის უდიდეს დღესასწაულს!

  • თამარი says:

    ძალიან საინტერესო ჟურნალია

  • Flora Ayers says:

    ახლა შევეხოთ რწმენას. რწმენა არის საწყისი და ცოცხალი. საწყისი რწმენაა, მაგალითად, როდესაც რაღაცა მოვლენის, ამბის ან ისტორიის ზეგავლენით მე დავიჯერე, რომ ღმერთი არსებობს და დავიწყე სახარებისეული ცხოვრება, ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ბოლომდე გააზრებული არ მაქვს, თუმცა ფორმალურად მაინც ვაკეთებ. ეს საწყისი რწმენა გახლავთ. მაგრამ თუ ამას გულწრფელად ვაკეთებთ და რამდენადაც შეგვიძლია, ცოდვას ვებრძვით, გულწრფელად გადავდივართ ცოცხალ რწმენაზე, ამ დროს ადამიანში ცოცხლდება ღმერთის შეგრძნების უნარი. ამ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ღმერთი სწამს და გრძნობს მას. ადამიანი ღმერთის შეგრძნებას სიტყვებით ვერ გადმოსცემს, თუმცა ის შეიგრძნობს მას. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანმა ეს ყოველთვის ვერ იგრძნოს, როდესაც იგი ყოველდღიური საქმიანობით არის გართული, მაგრამ ლოცვის დროს მაინც იგრძნობს. შემდეგ ეტაპებზე კი შეიძლება ადამიანი მთელი თავისი გონებითა და გულით გრძნობდეს უფალს და სწორედ ეს არის ისიხაზმი – როცაპიროვნება მიხვდება, რომ ეს გახლავთ მისთვის ყველაზე ძვირფასი და იფიქრებს: რატომ უნდა გავცვალო რწმენა რაღაც მატერიალურში? აღარ ჩავიდენ ცოდვას, ოღონდ ეს არ დავკარგოო. როდესაც ასეთი ადამიანი შესცოდავს, ის მაშინვე მოკვდება სულიერად და მიხვდება თავის შეცდომას, მაგრამ ამას შეიცნობს ადამიანი, რომელიც უკვე დარწმუნებულია, რომ ღმერთში არის სიცოცხლე და გამოცდილი აქვს ღვთის შეგრძნების ბედნიერება.

  • ქორწინების საიდუმლო _ ჯვრისწერა ეკლესიაში არის კიდევ ერთი საშუალება დადებითად დამუხტული ეგრეგორის მიღებისა ახალგაზრდა ოჯახისათვის, ანუ ოჯახის ანგელოზ-მფარველის მიღებისა. თუ ქორწინებამდე ადამიანი არის უარყოფითი ენერგიის მატარებელი, ის შეიძლება გახდეს ახალი ოჯახის ეგრეგორის ნაწილი. რიტუალის დროს ეგრეგორი არა მარტო იწმინდება, არამედ ივსება დადებითი ენერგიით. Aამიტომ ასეთი ოჯახები უფრო მტკიცე და მეგობრულებია. თუმცა არც ჯვრისწერაა პანაცეა უიღბლო ქორწინებებისგან, აქ მთავარია ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება _ რამდენადაც სწორად მოექცევიან ერთმანეთს, იმდენად ბედნიერები იქნებიან.საყურადღებოა პროფესიონალური ეგრეგორები, რომლებიც ასევე შედგებიან ცალკეულ ადამიანთა ეგრეგორებისაგან და ორივე მუხტის მატარებელნი არიან. არასწორია გამოთქმა, რომ ეს პროფესია მავნეა ის კი არა. ყველაფერი ადამიანის ინდივიდუალურ ეგრეგორზეა დამოკიდებული. თუ თქვენ დადებითი ეგრეგორის მატარებეი ბრძანდებით, მაშინ არც ერთი პროფესია არ იქნება თქვენთვის მავნე, მთავარია თქვენს საქმეს აკეთებდეთ. ამით შეიძლება აიხსნას, რომ ადამიანები, რომელთა პროფესია სიცოცხლისათვის სარისკოა, მაგ. მეხანძრეები, მძღოლები და სხვა იყოფა ორ კატეგორიად: ზოგიერთები იღბლიანები არიან “წყლიდან მშრალი ამოდის”, სხვებს კი სულ უსიამოვნებები ხვდებათ _ ტრავმები, ავარიები, უბედური შემთხვევები. Eე.წ. პროფესიულ დაავადებებს მიიზიდავენ უარყოფითი ეგრეგორის მატარებელი ადამიანები, რადგან “მსგავსი იზიდავს მასგავსს”.

  • nino says:

    “ერთნი მხსნელად მიიჩნევდნენ მას, ხოლო მეორენი მესიას უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ ყოველივეს იგონებდა”. – ავტორს ვთხოვ ამ წინადადებას გადახედოთ. მგონი სტატიაში ეს წინადადება არასწორადაა დაწერილი “მესია” ჰო ისედაც მხსნელს ნიშნავს.

  • ამირანი says:

    დიდი მადლობა’

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი