მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

განვითარებული შუა საუკუნეები X ს-ის II ნახ. – XIV ს.

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.08.2016 | 3,665 ნახვა

ნიკორწმინდა ეს პერიოდი ძლიერი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და კულტურის უმაღლესი აყვავების ხანაა. ამ დროს იქმნება ეროვნული სასულიერო და საერო მწერლობის, ისტორიოგრაფიის, ფილოსოფიური აზროვნების ფრიად მნიშვნელოვანი ნიმუშები; შენდება უამრავი საეკლესიო, საერო, სამეურნეო და სათავდაცვო დანიშნულების ნაგებობა, იქმნება მონუმენტური მხატვრობის, დეკორატიული ქანდაკების, ოქრომჭედლობისა და ოქრომქანდაკებლობის, სამინიატურო ხელოვნების ბრწყინვალე ძეგლები, გამოყენებითი ხელოვნების ურიცხვი ნაწარმოები. მიზანდასახულად და გეგმაზომიერად ითარგმნება უცხო ენებიდან სასულიერო თუ ფილოსოფიური თხზულებები.

ამ დროის ხუროთმოძღვრებში მკაფიოდ იკვეთება ახალი – ცხოველხატული სტილი. აღარაა გარდამავალი ხანისთვის დამახასიათებელი სიჭრელე. გუმბათიან ეკლესიათა წინანდელი ტიპოლოგიური მრავალგვარობა ახლა თანდათან ადგილს ერთ ძირითად – ჩახაზული ჯვრის ტიპს უთმობს. ტეტრაკონქი საბოლოოდ დავიწყებულია; გამონაკლისს კვეტერა (X ს.) წარმოადგენს (• მოქვი, 957-967 წწ. • ბიჭვინტა, X ს. • ხახული, X ს-ის II ნახ. • სვეტიცხოველი, 1010-1029 წწ. • სამთავრო, XI ს-ის II მეოთხედი • სამთავისი, 1030 წ. • იშხანი, XI ს.• გელათის მონასტრის, ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი, XII ს. • წმ. გიორგის ეკლესია, XIII ს. • წმ. ნიკოლოზის XIII-XIV სს-თა მიჯნა, • ერთაწმინდა, XIII ს-ის შუა წწ. • მეტეხი, XIII ს-ის შუა წწ.).

შენდება ექვსაფსიდიანი ეკლესია (• კუმურდო, X ს-ის 60-იანი წწ. • ნიკორწმინდა, XI ს. (1010-1014 წწ.) • კაცხი, XI ს. (1010-1014 წ.), ტრიკონქი (• ოშკი, 963-973 წწ. • ბაგრატის ტაძარი, X-XI სს-ის მიჯნა • ალავერდი, XI ს-ის I მეოთხედი), „ნახევრადთავისუფალი” ჯვრის ტიპის ეკლესია (• თიღვა, 1152 წ. • იკორთა, 1172 წ.), ბაზილიკა (• პარხალი, X ს-ის მიჯნა • ოთხთა ეკლესია, X ს-ის 60-70-იანი წწ. • ზედა თმოგვი, XI ს-ის I ნახ.), ორნავიანი ბაზილიკა (• ზედა ვარძია, X ს. • მღვიმევი, XIII ს. • ქვემო წერაქვი, XIII ს-ის შუა წლები • პირღებულის ეკლესია XIII ს.) და დარბაზული ეკლესია (• აგარა, X ს-ის II ნახ. • ჯალა ანუ ჭალა, X ს-ის II ნახ. • ზემო კრიხი, XI ს_ის დას. • იშხნის მონასტრის მცირე სამლოცველო, 1006 წ. • ხცისი, 1002 წ. • ყაურმა, XI ს-ის I ნახ. • ფოკა, XI ს-ის I ნახ. • სავანე, 1046 წ. • დარკვეთი, X-XI სს-ის მიჯნა • ქორეთი, 1000 წ. • ჩიხაში, XII ს.• საორბისი, XII ს-ის შუა წწ. • მაღალაანთ ეკლესია, XII ს • ლამაზი საყდარი, 1184-1207 წწ. • გუდარეხი, 1222-1245 წწ. • აბელიის ეკლესია, 1250-1259 წწ.) მხატვრულ შთაბეჭდლებას ცხოველხატულობა, დინამიკურობა, დეკორის სიმდიდრე განაპირობებს.

თამარისა და მისი მემკვიდრეების ხანას განეკუთვნება ძეგლთა ჯგუფი, რომელშიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრის როგორც სტრუქტურა, ასევე ფასადთა კომპოზიცია და ორნამენტული სამკაულის სისტემა (• ბეთანია, XII ს-ის II ნახ. • ქვათახევი, XII-XIII ს-ის მიჯნა • ფიტარეთი, 1213-1222 წწ. • წუღრუღაშენი, 1213-1222 წწ. • დმანისის ტაძრის კარიბჭე, 1213-1222 წწ.) ამავე პერიოდს განეკუთვნება მთლიანად აგურით ნაგები ეკლესიები (• ყინცვისი, XII-XIII სს-ის მიჯნა (კუპელჰალე ) • ტიმოთესუბანი, XII-XIII სს-ის მიჯნა (ჩახაზული ჯვრის ტიპი).

იქმნება კლდეში ნაკვეთი მონასტრების უმნუშვნელოვანესი ნიმუშები (• დავითგარეჯი, XII-XIII სს • დავითის ლავრა • დოდორქა • ნათლისმცემელი • წამებული, • უდაბნო, (უდაბნოს სატრაპეზო) • ბერთუბანი, (ბერთუბნის სატრაპეზო).• ვარძიის ანსამბლი • კლდის სოფელი ანანაური, X-XII სს. მიაკუთვნებენ. • ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია • ვანის ქვაბები VII-X სს.)

XIII ს-დან პოლიტიკური ვითარება იცვლება. საქართველოს მონღოლები იპყრობენ. აქედან იწყება ხელოვნების დაქვეითებაც. XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე სამცხე-საათაბაგო ერთადერთია, სადაც შედარებითი სიმშვიდეა. ამიტომაც იმ დროის ქართული ხუროთმოძღვრების და კედლის მხატვრობის ყველაზე საგულისხმო ძეგლები სწორედ აქ არის შექმნილი.

XIII საუკუნიდან ქართულ ხუროთმოძღვრებაში ერთგვარი დაქვეითება შეინიშნება, მაგრამ ამ დროსაც შენდება მაღალმხატვრული გუმბათიანი (• თბილისის მეტეხი, 1278-1289 წწ.• საფარა, XIII-XIV სს. • ზარზმა, XIV ს-ის დასაწყისი • თირის მონასტერი, XIII ს-ის 80-იანი წწ. • ჭულე, XIII-XIV სს. • ბიეთი, XIII-XIV სს. • თისელი, XIII-XIV სს. • გერგეტის სამება, XIV ს.) თუ უგუმბათო (• ხობის მონასტრის ეკლესია, XIII-XIV სს.) ტაძრები.

XIII ს-დან ჩნდება პირველი სამრეკლოები (• გუდარეხის, 1278 წ. • იჯარეთის, XIII ს-ის შუა წლები • გელათის, XIII-XIV სს-თა მიჯნა • საფარის, XIII-XIV სს-თა მიჯნა • ზარზმის, XIII-XIV სს-თა მიჯნა • ვარძიის, XIII-XIV სს-თა მიჯნა • გერგეტის სამების, XIV ს-ის I ნახ. • ჭულეს, XIV ს-ის II ნახ. • ბიეთის, XIV ს-ის II ნახ.) და მათ სულ ბოლომდე – გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით აშენებენ.

წყარო: http://www.heritagesites.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი