მთავარი » საზოგადოება

განქორწინება – გამომწვევი მიზეზები და მხარეთა უფლება-მოვალეობები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.05.2013 31 კომენტარი | 18,603 ნახვა

ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, განქორწინება უფლებებსა და მოვალეობებს მეუღლეებს შორის.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში იმატა განქორწინებების რიცხვმაც, რომელიც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს განქორწინების რიცხვი 7 136 -ს შეადგენს.

რა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი? “ამბიონს” განქორწინების შესახებ საადვოკატო ბიურო OK & CG -ის ადვოკატი დავით მუმლაძე ესაუბრა:

„კანონმდებელი განსაზღვრავს ქორწინების შეწყვეტის სამ ძირითად საფუძველს, ესენია: ერთ–ერთი მეუღლის გარდაცვალება, კანონით დადგენილი წესით ერთ–ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება და განქორწინება, იმ შემთხვევაში როდესაც მეუღლეებს შორის არსებობს დავა. განქორწინების საქმის წარმოება ხორციელდება სასამართლო წესით, სხვა შემთხვევაში ქორწინების შეწყვეტა შესაძლებელია მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.”

რას ითვალისწინებს კანონი განქორწინების შესახებ?

დავის არ არსებობის და განქორწინების თაობაზე ორივე მეუღლის თანხმობის შემთხვევაში ქორწინების შეწყვეტა ხორციელდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, ამ ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება გააჩნიათ განქორწინების მსურველ მეუღლეებს ერთობლივად. განქორწინების მოთხოვნა ერთ–ერთი მეუღლის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ იარსებებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ, მეორე მეუღლე აღიარებული იქნება უგზო – უკვლოდ დაკარგულად, ცნობილი იქნება ქმედუუნაროდ ან/და მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 3 წლისა.

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია მიმართოს განქორწინებით დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა, განქორწინების რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირის განცხადებას, თან უნდა დაერთოს განქორწინების მსურველი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესაწყვეტი ქორწინების მოწმობა. ამასთან, თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს, განცხადებას თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით გაცემული მინდობილობა განქორწინების საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. მეუღლეთა ერთობლივი განცხადების შემთხვევაში განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადის გასვლისთანავე, თუ ამ ვადაში არ მოხდება განქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა.

როგორ წესრიგდება განქორწინებულ მეუღეებს შორის ქონებრივი ურთიერთობები?

საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი, მეუღლეები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა მიუხედავად იმისა, თუ კონკრეტულად ვისი სახსრებით მოხდა გასაყოფი ქონების შეძენა და ვის სახელზე განხორციელდა ამ ქონების რეგისტრაცია შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურებში, მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ გაყოფას არ ექვემდებარება ისეთი ქონება, რომელიც თითოეულ მეუღლეს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე ან/და ქორწინების განმავლობაში მეუღლეს მიღებული აქვს მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

განქორწინების შემდეგ როგორ ნაწილდება მშობლების ზრუნვა შვილებზე?

განქორწინების, ისევე როგორც ქორწინების შემთხვევაში შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ჩვეულებისამებრ, შვილებზე ზრუნვის საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო, თავის მხრივ ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვის განხორციელების მიზნით სასამართლოს აკისრია ვალდებულება მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში განქორწინების საკითხის გადაწყვეტასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს ალიმენტი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

31 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.