მთავარი » ქრისტიანობა

განცდა ცოდვისა – წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2018 | 429 ნახვა

სარფის ეკლესია “განცდა ცოდვისა – სიყრმიდანვე გამოცდილმა მეთევზემ სვიმონ-პეტრემ მთელი ღამე ითევზავა გენესარეთის ტბაზე, მაგრამ ვერაფერი დაიჭირა; იესო ქრისტეს ერთი სიტყვის შედეგად კი ბადეს იმდენი თევზი მოჰყვა, რომ ნაპირზე მისი გამოთრევა მარტოს გაუძნელდა. ამ სასწაულმა ცხადად აჩვენა მას, რომ მისი მოძღვარი ვინმე უბრალო კაცი კი არა, თვით უფალი და მთელი სამყაროს მბრძანებელი იყო და უთხრა: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილ ვარ, უფალო. თითქოს, პირიქით, დარჩენა უნდა ეთხოვა, რათა მისგან კიდევ უფრო მეტი მადლი და სარგებლობა მიეღო, მან კი უთხრა: განვედი ჩემგან. ეს იმიტომ რომ, როცა დარწმუნდა, ვინ იყო ქრისტე, თავისი პატივი და სარგებლობა კი არ მოაგონდა, არამედ ის, რომ მაცხოვართან სიახლოვისთვის მეტისმეტად ცოდვილი და უღირსი იყო. Nნუ გვეგონება, რომ სვიმონ-პეტრე სხვა ადამიანებზე უარესი იყო: ის არც კაცის მკვლელი ყოფილა, არც მპარავი, არც მეძავი, არც მოშურნე და არც სჯულის სხვა მცნებათა დამრღვეველი. ასეთი რომ ყოფილიყო, უფალი მას მოციქულად არ გამოარჩევდა. იგი უბრალო მეთევზე იყო, რომელიც საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. მაგრამ ის ცოდვასა და საკუთარ უღირსებას იმდენად ძლიერად განიცდიდა, რომ იფიქრა, უწმინდეს უფალს მისებრ ცოდვილ კაცთან სიახლოვე არ ეკადრებოდა. თავისი უღირსებისა და თვისთა ცოდვათა შეგნება ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს, რადგან სხვა საშუალება ღმრთსგან ცოდვათა მიტევებისა არ არსებობს. ადამიანის მიერ საკუთარი უღირსებისა და ცოდვილობის შეგნება მის გულში ღმრთეებრივი მადლის მოქმედებას ნიშნავს. ვისაც კი მადლი ღმრთისა მიეახლა და სულიწმიდის განმაცხოველებელი მოქმედება შეეხო, უპირველესად საკუთარი უღირსებისა და ცოდვების გრძნობა გაუჩნდა. ცოდვა და ბოროტმოქმედება იმიტომაც არის საშინელი და წარმწყმედელი, რომ იგი ადამიანის გულს აბნელებს და ცოდვილობის შეგნებას მოაკლებს. ერთხელ დავით წინასწარმეტყველი საშინელ ცოდვაში ჩავარდა, მაგრამ, რადგან გული გაგრილებული ჰქონდა, უზრუნველად ცხოვრობდა, ვიდრე ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველი არ მიუვლინა და მისი პირით არ ამხილა. მხოლოდ მაშინ შეიგნო და აღიარა მან თავისი ცოდვა და თქვა: შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ. ასე აბნელებს ცოდვა კაცის გონებას. ამიტომ თუ გული გრილი გაქვს, ფხიზლად იყავი, რათა ცოდვამ არ დაგიპყროს, ეცადე და გული ლოცვითა და კეთილმოქმედებით გაათბე. დილით, როცა ძილისაგან ადგები, ღმერთს შევედრე მოგცეს შეგნება საკუთრი ცოდვებისა, საღამოს, ძილის წინ კი, მუხლმოდრეკით ლოცვისას გაიხსენე და ღმრთის წინაშე აღიარე ყოველი ბოროტი სიტყვა და საქმე, რომელიც იმ დღეს თქვი და ჩაიდინე. ყველაზე ძლიერ საკუთარი უღირსება მაშინ წარმოიდგინე, რაჟამს წმინდა ზიარებას მიეახლები. ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ თუმცა, პეტრემ უფალს განშორება სთხოვა, უფალმა არა თუ დატოვა იგი, არამედ, კიდევ უფრო მიეახლა, რადგან მან თავისი უღირსება შეიგნო და აღიარა. ასევე მოგვექცევა ღმერთი ჩვენც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ცოდვებისა და უღირსების განცდა გვექნება,” – წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.