მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი პროგრამა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.07.2013 ერთი კომენტარი | 2,889 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის სახელწოდებაა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი, მარგველაშვილი ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის საქართველოში“.

პროგრამა მიზნად ისახავს განათლების ეროვნული მოდელის შექმნას საქართველოში განათლების საჯარო სექტორისთვის. ამ მიზნით იგეგმება:

სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების შესახებ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა;
სამიზნე ჯგუფების ბავშვების იდენტიფიცირება საგანმანათლებლო საჭიროებების მიხედვით;
საგანმანათლებლო რესურსების ნუსხის შედგენა თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის;
ეროვნული მოდელის სადისკუსიო დოკუმენტის შექმნა.

პროგრამა საფუძველს შეუქმნის სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის სისტემურ მიდგომას და ჩამოაყალიბებს სოციალურ და საგანმანათლებლო პოლიტიკას საზოგადოებაში მათი ეფექტიანი ინტეგრაციისთვის.

ახალი პროგრამა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა.

პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი