მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რას ითვალისწინებს განათლების ახალი რეფორმა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.02.2010 ერთი კომენტარი | 3,015 ნახვა

განათლებას ახალი რეფორმაგანათლების ახალი რეფორმა 2011 წლიდან ამოქმედდება და გულისხმობს სამის ნაცვლად ათ გამოცდას, სკოლისთვის ავტორიტეტის დაბრუნებას და მასწავლებლების სერტიფიცირებას.

უფრო ვრცლად ამ რეფორმის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოგისტიკის განყოფილების უფროსი – მერაბ თოფურია:

რა არის განათლების ახალი რეფორმის მთავარი მიზანი?

მიზანი არის, ის რომ მოსწავლე დაუბრუნდეს სკოლას და სკოლამ დაიბრუნოს ავტორიტეტი, რაც მთავარია უნდა მოხდეს ცოდნის ამაღლება, უნდა ისწავლებოდეს ყველა ის საგანი, რაც აუცილებელია და გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამაში. ზოგად განათლებას მხოლოდ 3-4 საგანში მომზადებით ვერ მიიღებენ. ამ პროგრამით მოთხოვნა გაიზრდება სწავლის და სწავლების.

მე-12 კლასელებისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამა შემუშავდება?

დიახ, იმიტომ რომ სასწავლო გეგმა დაჩეხილია, ზოგიერთი საგანი მე-10 კლასში მთავრდება, ზოგიც მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლება, სწორედ ამიტომ მე-12 კლასში იქნება სპეციალური პროგრამა, პროგრამა მოიცავს ასეთი საგნების გამეორებასა და სწავლებას.

რა ტიპის საგამოცდო ტესტები იქნება?

გამოცდაზე იქნება ორი ტიპის ტესტი: სასერთიფიკაციო და სასელექციო. სასერთიფიკაციო ტესტზე გასვლა გულისხმობს ატესტატის აღებას, ხოლო სასელექციო ტესტებზე გავლენ ის ბავშვები, რომლებსაც სურთ სწავლის უმაღლესში გაგრძელება. ჯერ უნდა გადალახონ აუცილებელი ზღვარი რათა მიიღონ ატესტატი, მხოლოდ ამის შემდეგ ავსებენ მეორე ტიპის ტესტებს. ამ ტიპის გამოცდები ბევრ სახელმწიფოში არსებობს და საკმაოდ წარმატებით მუშაობს, მოსწავლე ერთიდაიგივე გამოცდით იღებს ატესტატს და უფლებას ჩააბაროს უმაღლესში.

ვინც ვერ ჩააბარებს?

მომავალ წელს მიეცემათ შანსი ან იქნება საშემოდგომოს ტიპის გადაბარება, დანამდვილებით არ ვიცით, ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია. გაწერილი არ არის ზუსტი დებულება.

სად ჩატარდება გამოცდები?

გამოცდები ჩატარდება ჩვენს საგამოცდო ცენტრებში, სკოლებში ჯერჯერობით არ ჩატარდება, კონტიგენტი იზრდება, დაახლოებით 53-60 ათასამდე მოსწავლე იქნება, საგამოცდო ცენტრები კი მხოლოდ 50 ათას ბავშვზეა გათვლილი, სწორედ ამიტომ ცენტრების რაოდენობა გაიზრდება.

კერძო სკოლებს აქვთ თუ არა უპირატესობა?

არა, კერძო სკოლას არანაირი უპირატესობა არ აქვს. ყველა ჩააბარებს ამ გამოცდებს.

საინტერესოა რას ფიქრობენ მასწავლებლები და მოსწავლეები ამ რეფორმის შესახებ.

თბილისის 165-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ისტორიის მასწავლებელი ნინო სახელაშვილი: “ჩვენი სკოლა მომხრეა ამ რეფორმის, ეს პროექტი ხელს შეუწყობს სკოლაში ბავშვების მობილიზებასა და ხარისხიან სწავლებას. თუ ბავშვი მონდომებულია და მოუსმენს მასწავლებელს, გამოცდებზე გამსვლელ ზღვარს აუცილებლად გადალახავს. მათ ახლა ეძლევათ შანსი საკუთარ ქვეყანაში და ნორმალურ პირობებში მიიღონ მაღალი დონის ზოგადი განათლება. პრობლემა არის ის რომ თითოეულ კლასში ბავშვების რაოდენობა ბვერია, ამიტომ ეს უნდა დარეგულირდეს.

რაც შეეხება მასწავლებლებს, უნდა მოხდეს მათი დაინტერესება, ეს სერტიფიცირება და შემდგომში ხელფასის ზრდა, რა თქმა უნდა, მათ დაინტერესება უფრო გაიზრდება”.

თბილისის 165-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გოგიაშვილი: “ვფიქრობ, ზედმეტი გამოცდები იქნება, მაგრამ ალბათ სკოლის ცოდნით შევძლებ ზღვარის გადალახვას. ახლა უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ იმ საგნებს, რომელიც აქამდე არ ბარდებოდა”.

განათლება ხელ უწყობს ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ ჩვევების განვითარებას. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული რეფორმა რამდენად სწორად იქნება მიმართული ინტელექტუალური და მორალური უნარ ჩვევების განვითარებისკენ.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მზაღო ნინო says:

    განათლების ახალი რეფორმა უკვე გათვალისწინებულია და სახეზეა 6.000 ბავშვი ვერ იღებს ადესტატს. ასეთ რეფორმას ვერ გაატარებს გლობუსზე არსებული ვერც ერთი ქვეყანა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი