მთავარი » ეკლესია-მონასტრები

გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია – აჭარა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.03.2018 ერთი კომენტარი | 1,667 ნახვა

მრავალსაუკუნოვანი თურქთა ბატონობის შემდეგ მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, მარეთის ხეობაში 1998 წლის 17 მაისს გამონათლევის ტერიტორიაზე მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევითა გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - აჭარა და ადგილობრივი მკვიდრის, სოლომონ ფუტკარაძის ინიციატივითა და დაფინანსებით საფუძველი ჩაეყარა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობას.

2005 წლის 7 მაისს ტაძარი იკურთხა და დიდი ნათლობაც გაიმართა. დღეისათვის მარეთის ხეობაში ეს ერთადერთი ეკლესიაა. გამონათლევის წმინდა გიორგის ეკლესიაში სხალთის ეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით მოღვაწეობს დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე.

დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე: „სამასი წლის შემდეგ პირველია გამონათლევის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც აშენდა შუახევის რაიონში და სწორედ იქ, სადაც ეკლესიის ადგილს გამონათლევი ჰქვია. შესაბამისად, აქ ეკლესიის აშენებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. სამასწლოვანი ბატონობის შემდეგ, ზემო აჭარას სჭირდებოდა სულიერი ნათებისკენ მსვლელობა. ამას საფუძველი დაედო და ღვთის შემწეობით, მთელი ხეობა თანდათან იბრუნებს დაკარგულ მადლს, სულიერ სინათლეს. ეკლესიას, ზოგადად, დიდი დატვირთა აქვს სულის ცხოვრებისთვის, ხოლო ამ ეკლესიას – განსაკუთრებული, რადგან ამ კუთხეს ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი სულიერი ცხოვრების მხრივ. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს ის მზრუნველობა და ყურადღება, რაც საუკუნეების განმავლობაში აკლდათ. შეეწიოს წმ. გიორგი შუახევს და სრულიად საქართველოს.

ეკლესია ხეობის სოფლებისთვის ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს, რათა მოსახლეობამ შეძლოს ტაძარში მისვლა და ლოცვა. მრევლი დიდია და ღვთის წყალობით, მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამ წმინდა მიწაზე მცხოვრებ ხალხს სხვანაირად არ შეუძლია, ამას წინაპართა სისხლით გაჟღენთილი მიწა კარნახობს.“

მელანო ებრალიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • სოფიო says:

    როგორი იმედის მომცემია ეს ყველაფერი , უიმედობაში ნუგეში, სადღაც გულის კუთხეში ნათელი სხივი .
    “ამას საფუძველი დაედო და ღვთის შემწეობით, მთელი ხეობა თანდათან იბრუნებს დაკარგულ მადლს, სულიერ სინათლეს. ეკლესიას, ზოგადად, დიდი დატვირთა აქვს სულის ცხოვრებისთვის, ხოლო ამ ეკლესიას – განსაკუთრებული, რადგან ამ კუთხეს ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი სულიერი ცხოვრების მხრივ. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს ის მზრუნველობა და ყურადღება, რაც საუკუნეების განმავლობაში აკლდათ. შეეწიოს წმ. გიორგი შუახევს და სრულიად საქართველოს.” _ ამინ! ბოლო სიტყვებს, წმ.გიორგის მფარველობა არ მოკლებოდეს საქართველოს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი