მთავარი » კულტურა

გამოფენა “გზაჯვარედინზე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.10.2014 | 1,415 ნახვა

2014 წლის 11 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გამოფენა ლევან ჭოღოშვილისა და დარეჯან ბერეკაშვილის ერთობლივ გამოფენაზე სახელწოდებით “გზაჯვარედინზე”.

ორი მხატვრის რეტროსპექტული გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა სივრცეებსა და დროს, სადაც წარმოდგენილია ნამუშევრები განსხვავებული კონცეფტუალური და მხატვრული საფუძვლით.

ლევან ჭოღოშვილის ნამუშევრებიდან წარმოდგენილი იქნება საბჭოთა პერიოდში კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაპირისპირებით შექმნილი ორი სერია – “ვენერა და მარქსი” და “განადგურებული არისტოკრატია”. მათი შექმნა კონცეპტუალურად 20 წლის წინ დასრულდა. ავტორის ნამუშევრები პირველად მხოლოდ 1985 წელს გამოიფინა, რადგან იქამდე ბურჟუაზიულ მოდერნიზმად, სოცრეალიზმის საპირისპირო სოციო-კულტურულ ხედვად და ირონიად აღიქმებოდა.

დარეჯან ბერეკაშვილი წარმოშობით ქართველი, საფრანგეთში მოღვაწე, პირველი თაობის ქართველი ემიგრანტის შთამომავლია. გამოფენაზე წარმოდგენილ იქნება მისი ნამუშევრები, რომელთა შექმნაც ავტორმა 20 წლის წინ, საბჭოთა იმპერიის დაშლისა და საზღვრების რღვევის შემდეგ დაიწყო. დარეჯან ბერეკაშვილი ქანდაკებაზე მუშაობს და ქმნის სტილიზებულ, მოგრძო, კენარ პერსონაჟებს. იგი მუშაობს თაბაშირზე, მიწაზე და შემდგომ მათ შორის საუკეთესო ნამუშევარს ბრინჯაოში ასხამს. ავტორის მიერ, უკანასკნელ ოცწლეულში შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს საფუძვლად უდევს მის ისტორიასთან, ქართულ სინამდვილესთან და კულტურასთან სულ უფრო მეტი დაახლოების ძლიერი ნება.
გამოფენა გაგრძელდება 28 ოქტომბრამდე.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი