მთავარი » კულტურა

გამოფენა “ღმრთისმშობლის წილხვედრი საქართველო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.05.2019 | 103 ნახვა

ღმრთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ღმრთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული სასულიერო შინაარსის ხელნაწერები, ისტორიული საბუთები, ძველნაბეჭდი წიგნები და ფოტომასალა.

დამთვალიერებელს შესაძლებელობა აქვს იხილოს როგორც დოკუმენტების ფოტოასლები, ასევე ისეთი უმნიშვნელოვანესი ხელნაწერებისა და საბუთების ორიგინალები, როგორიცაა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი IX საუკუნით დათარიღებული ანბანდიდი სახარება, სახარება-პალიმფსესტი (IX-X, XII-XIII, XIV სს.), ნევმირებული საგალობელი (X-XI სს.), დავითნი (X ს.), სავენახე მიწის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ.); ასევე სხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერები და საბუთები: ანჩის სახარება (XII ს.), კალმახის ციხის სახარება (1534 წ.); შეწირულების წიგნი კათალიკოს დოროთეოსისა იტრიის ღმრთისმშობლისადმი (1592-1600 წწ.) და მრავალი სხვა; ეროვნული არქივის ფოტოკოლექციაში დაცული ტბეთის, ახტალის, ბიჭვინთის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრების, ბედიის მონასტრის ფოტოები და სხვა.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა 20 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.