მთავარი » პოპულარული

გამარჯვებულების დაჯილდოება “ამბიონში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.07.2011 2 კომენტარი | 2,115 ნახვა

გელა იზორიაინტერნეტ–ჟურნალმა “ambioni.ge” facebook-ის გვერდზე ჩატარებულ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გელა იზორიასა და ნიკა გაბედავას “წმიდათა მთავარანგელოზთა” სახელობის მშენებარე ტაძრის ხელმძღვანელმა მამა დავით დათუაშვილმა ფულადი ჯილდო და წმიდა სამების ხატები გადასცა. პირველი ადგილის მფლობელი ფოტო facebook-ის მომხმარებლებმა შეარჩიეს, მეორე კი – ჟიურიმ, მის შემადგენლობაში ხელოვანი ადამიანები იყვნენ.

ორივე გამარჯვებული უკვე ორი წელია ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული. გელა იზორია პროფესიით ეკონომისტია, თუმცა უკვე ერთი თვეა სერიოზულად შეუდგა ფოტოგრაფიის შესწავლას. მას ძრითადად პორტრეტების გადაღება ხიბლავს.

17 წლის ნიკა გაბედავა წელს აბიტურიენტია. მისი მუზა ადამიანია. განსაკუთრებით შავ–თეთრი პორტრეტების გადაღება მოსწონს, რადგან მიიჩნევს, რომ ფერები ემოციის გადმოცემას უშლის ხელს. შავ–თეთრ კადრებში კი ემოცია წინ იწევს.
ნიკა გაბედავასთვის “ამბიონის” კონკურსი პირველი არ იყო. მისი გადაღებული “ბაზრის სერიით” კონკურსში “საკვები ყველას” გაიმარჯვა. გელა იზორიასთვის კი ეს პირველი კონკურსი და ამ მხრივ, პირველი გამარჯვება გახლდათ. ჟიურის რჩეულს 50 ლარი გადაეცა, ხალხის რჩეულს კი – 100 ლარი, თუმცა გელა იზორიამ პირველი გამარჯვებით მიღებული თანხა “წმიდათა მთავარანგელოზთა” სახელობის მშენებარე ტაძარს შესწირა. მამა დავითის თქმით ძალიან სასიხარულოა, რომ გამარჯვებულნი კარგი ხელოვნები და კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ.

ნიკა გაბედავამამა დავით დათუაშვილმა ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფოტოხელოვნებას ჯერ კიდევ აქვს სათქმელი თავისი სიტყვა: “ვფიქრობ, რომ ჩვენი წამოწყება და წახალისება მართებულია და ჩვენ დავუჭერთ მხარს ფოტოგრაფიის განვითარებას მცირედით მაინც”. მან მადლობა გადაუხადა გამარჯვებულებს მონაწილეობისა და აქტიურობისთვის, ჟურნალთან თანამშრომლობა შესთავაზა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ კონკურსშიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლის თემაა “საქართველოს ბუნება”.

“ამბიონის” მეორე ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველეებს 3 ფოტოსურათის გამოგზავნა შეუძლიათ ელ–ფოსტაზე: sheshaberidze@gmail.com. მათი მიღება უკვე მიმდინარეობს და 15 ივლისს შეწყდება. 16 ივლისიდან კი ყველას ექნება საშუალება, მათგან საუკეთესო აირჩიოს. წინა კონკურსის მსგავსად პირველ ადგილზე გასულ ფოტოს facebook–ის მომხმარებლები აირჩევენ და მას 100 ლარი გადაეცემა. მეორე ადგილზე გასული ნამუშევარი კი ჟიურის რჩეული იქნება და 50 ლარს მიიღებს.

პირველ ფოტოკონკურსში 150–მდე ფოტო იღებდა მონაწილეობას. “ამბიონის” გუნდი იმედოვნებს, რომ აქტიურობა კიდევ უფრო გაიზრდება და შემფასებლებს ექნებათ საშუალება, უფრო მეტად კონკურენტულ გარემოში გამოავლინონ გამარჯვებულები.

ანა შეშაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი