მთავარი » სხვადასხვა

“ფოკანში” ყველაფერი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით კეთდება…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.06.2010 9 კომენტარი | 11,311 ნახვა

ფოკანიგალერეა ”ფოკანი” 2001 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და დედა ელისაბედის, დედა ნინოსა და დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. იგი ფოკის დედათა მონასტრის ერთ-ერთი განშტოებაა. გალერეა ”ფოკანის” მიზანია ძველი ქართული ტიხრული მინანქრის ტრადიციების აღდგენა-გაცოცხლებით ახალი საეკლესიო თუ საერო ნივთების შექმნა. ფოკანის სახელოსნოში ერთიანდებიან მინანქრის, კერამიკის, მოზაიკის, საოქრომჭედლო განყოფილებები და თალიზის სამკერვალო. საპატრიარქოს რადიოსა და შვიდგზის ლოცვების ფონზე იქმნება სხვადასხვა ხატები. სახელოსნოში ასევე კეთდება სხვადასხვა დეკორატიული სამკაულები, მათ შორის საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები და ბეჭდები. მინანქრის სახელოსნოში დაახლოებით 23 ადამიანია დასაქმებული. ნაწილი ხატებს ქმნის,ხოლო ნაწილი კი – დეკორატიულ ნივთებს. გალერეა ”ფოკანს” საკუთარი მაღაზია გააჩნია. იგი შარდენის ქუჩაზე მდებარეობს. ”ფოკანი” უკვე ჩამოყალიბებული ბრენდია. დაინტერესება საკმაოდ დიდია, რადგან ”ფოკანში” დამზადებული ნაკეთობები მაღალ-პროფესიული შესრულებითა და გემოვნებით გამოირჩევა.

ინტერნეტ-ჟურნალი ”ამბიონი” ”ფოკანის” სახელოსნოს ესტუმრა და მის თანამშრომლებს გაესაუბრა.

მარიამ მინდიაშვილი (ხატმწერი) : ”2 წლის წინ, როცა ნიკოლაძეში ვსწავლობდი, მამაოს კურთხევით სახელოსნო ”ფოკანში” მოვხვდი. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, რადგანაც ინტერესი დიდი იყო, სამუშაომ გამიტაცა და დღეს ღვთის შეწევნით უფლისათვის სათნო საქმეს ვემსახურები დიდი შემართებითა და სიყვარულით. სახელოსნოში მისულს დაწყებული საქმის გაგრძელება ყოველთვის დიდ სიხარულს მანიჭებს.

მუშაობა”ფოკანში” მოხვედრილთა შორის ყველა პროფესიონალი არ ყოფილა. ინტერესმა და სიყვარულმა იმ საქმისა, რასაც ტიხრული მინანქარი და ძველი ტრადიციების გაცოცხლება ჰქვია, ყველა ჩვენგანი გააერთიანა. ამ საქმისადმი სიყვარულითა და მუდმივი შრომით ჩვენ შევძელით გავზრდილიყავით და პროფესიონალებად ჩამოვყალიბებულიყავით. გალერეაში მოხვედრა რეკომენდაციითაც შესაძლებელია. მომავალში მოიაზრება იმ მოსწავლეთა მიღება, ვისაც აინტერესებს აღნიშნული საქმიანობა. აუცილებელი პირობაა, იყოს მართლმადიდებელი და ეკლესიურად ცხოვრობდეს. სხვა შემთხვევაში, ალბათ, გაუჭირდებათ შეისწავლონ და დაეუფლონ ხატწერას.

დილიდან საღამომდე სახელოსნოში ვართ. გარკვეულწილად, ძნელიცაა, მაგრამ იმდენად გვიყვარს ჩვენი საქმე, რომ ეს ჩვენთვის ცხოვრების წესად იქცა. ამჟამად სახელოსნოში იქმნება ახალი ხატი, რომელსაც ეწოდება ”საქართველოს იმედი” . დასრულებული ხატი დაბრძანებულ იქნება სამების საკათედრო ტაძარში. ხატის წინა კარედზე გამოსახულნი იქნებიან ქართველი წმინდანები, მთავარანგელოზები, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ზედა ნაწილში – ღვთისმშობელი, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, უკანა მხარეს – მსოფლიო წმინდანები. ხატი მთლიანად მინანქრისაა, ოქროს ფილიგრანით და ძვირფასი თვლებით მოჭედილი, ხახულის კარედის მსგავსად დამზადებული.

მინანქარი”ფოკანი” პერიოდულად გამოფენებსაც გთავაზობთ. გამოფენები უკვე მოეწყო მერიოტში, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში… კეთდება ”ფოკანის” საიტი www.phokani.ge გაიხსნა განახლებული გალერეაც, სადაც შეგიძლიათ ”ფოკანში” დამზადებული ნივთების დათვალიერება, შესყიდვა და ასევე, შეკვეთის მიცემა.

ჩემთვის ისევე, როგორც ყველასთვის აქ მუშაობა დიდი სტიმული და მუხტის მომცემია პროფესიული ზრდისათვის. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, სულიერ გარემოში ვისწავლო და ვიშრომო ამ ადამიანების გვერდით”.

დავით გაგუა (მინანქრის სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი) : ”ფოკანში” ყველაფერი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით კეთდება. პირველი გალერეის გახსნისას უწმიდესმა და უნეტარესმა თქვა, რომ მისი სურვილია, აქ დაწერილი ხატები იყოს მაქსიმალურად ქართული და ტრადიციული და არა ბერძნული, ან რუსული. ”ფოკანისთვის” მნიშვნელოვანია, მიიღოს და შეითავსოს საუკეთესო, მაგრამ შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული. აუცილებელია, რომ ავაღორძინოთ ქართული სული, ქართული ორნამენტები განვავითაროთ და შევქმნათ ქართული ხატები. სწორედ ეს არის ”ფოკანის” დანიშნულება და ძირითადი მიმართულება.”.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • ნათია says:

    არაჩვეულებრივი ნივთებიააა .როგორ მინდა მეც შევისწავლოოოოოო,მაგრამ არ ვიცი ვის მივმართო და სად შეიძლება შესწავლა

  • ქეთი says:

    დილით რუსთავი 2ზე ვუკურე და ძალიან მომეწონა, უნიკალური ნივთები იყო. ულამაზესი. გარდა იმისა რომ საოცრად რთული შესაქმნელია ეს ყველაფერი. დიდ სიამოვნებასაც მომანიჭებდა ამის კეთება.მეც ვეთანხმები ნათიას, დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი. მითუმეთეს ძალიან მიყვარს დეკორატიული ხატვა

  • მაია says:

    ხატვა არ მეხმერხება ,მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ასეთი სილამაზე შევქმნა…ულამაზესი ნივთებია,მეც ვნახე და ძალიან მომეწონა.ძალიან ქართულია და ლამაზია…როგორც ყველაფერი ქართული.

  • მედეა says:

    ძალიან მომწონს,რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სწორედ საპატრიარქოს თანადგომით ხორციელდება.მე თვითონ ხატვა არ მეხერხება,მაგრამ ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა და მაქვს რომ შემესწავლა ტიხრული მინანქარი.მაინტერესებს შევზლებ თუ არა თქვენთან შესწავლას?

  • ლადო დოლიდძე says:

    სადაც პატრიარქის კურტხევიდ რაიმე კეტდება იქ ყველაფერი ლამაზია

  • ზურა says:

    ძალიან მინდა ვისწავლო მაგრამ ძვირი გირს ძალიან სად შეიძლება იაფად სწავლა არ იცით

  • beqa says:

    me rogogorc vici samebashi aris msgavsi saxelosno sadac sruliad ufasod sheidzleba shescavla… tvitonac vapireb misvlas da dazustebas. dzalian momcons minanqruli da keramikuli xelovneba, didi survili maq daveuflo paralelurad am profesias.

  • ბესო65 says:

    ბოდიშს გიხდით კითხვისთვის, მაინტერესებს ხატს “საქართველოს იმედი” რამე შეხება თუ აქვს საერთოდ ათონის მთაზე მდებარე (საბერძნეთი) მონასტერთან ან იქ მსახურ ბერებთან.
    ძალიან დიდი ბოდიშით კითხვაში რაიმე არასწორად გამოთქმისთვის.

  • If you are willing to buy real estate, you will have to get the loans. Moreover, my sister commonly uses a car loan, which is the most rapid.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი