სტატიის ავტორი: რედაქტორი
| თარიღი: 23.09.2019
| 400 ნახვა
გალაკტიონის ეს ლექსი ეძღვნება პეტრე (ტუტკუ) გვარამიას, რომელიც მისი პირველი კრებულის გამომცემელი იყო; იგი 1924 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს. ამ ლექსს პეტრე გვარამიას ქვრივი ნუცა აბესაძე 61 წელი ინახავდა.
გალაკტიონის ავტოგრაფი ეროვნულ არქივს გამოფენისათვის „რეპრესიები საქართველოში“ (24 ოქტომბერი-30 ნოემბერი) პეტრე გვარამიას შთამომავლებმა გადასცეს.
“როცა სიცოცხლის შორ გატაცებას, ვუახლოვდებით, რად გვწყდება გული? მუდამ გვახსოვდეს, რომ უკვდავია ჩვენი ერთობა და სიყვარული! მეგობრის გული როდის არ იგრძნობს მეგობრის სულის იდუმალებას? იგი აქარწყლებს მწარედ დაფარგულს მწუხარებას და ტანჯვა-წვალებას!”
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.