მთავარი » ქრისტიანობა

მოემზადეთ ბზობის დღესასწაულისთვის, გაამრავლეთ ბზა თქვენ თვითონ!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.02.2021 | 209 ნახვა

ბზა უნიკალური ჯიშის მცენარეა, რომელიც ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ გვხვდება. ამ მხრივ განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყანა. ბზის უნიკალური კორომები ჩვენს ქვეყანაში მრავლად არსებობდა.

დღეს კოლხური ბზა გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშია შეტანილი. გამოვლინდა სოკოვანი დაავადება – ე.წ. ”ბზის სიდამწვრე”, რომელმაც ბზის უნიკალური კორომები თითქმის სრულად გაანადგურა. ბზობის დღესასწაულზე ბზის უკანონოდ ჭრის ფაქტები განსაკუთრებულად იზრდება. მათ უმეტესობას ძირში ჭრიან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებისას, ყოველწლიურად, ბზის მოჭრაზე ამკაცრებს კონტროლს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კი მრევლს აძლევს ლოცვა-კურთევას ბზის ნერგები სახლებში გაახარონ და შემდგომ ბზობის დღესასწაულებს სახლში გახარებული ბზის ტოტებით შეხვდნენ.

გაცნობებთ, რომ თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიაში, დეკანოზ დავით დათუაშვილის ლოცვა-კურთხევით, ბზობის დღესასწაულისთვის გაიყიდება დაფესვიანებული კოლხური ბზა შეზღუდული რაოდენობით. მომავალ წელს იგეგმება უფრო დიდი რაოდენობით ქოთნის ბზის გაყიდვა.

თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, კოლხურ ბზას და ვიზრუნოთ მომავალზე.

ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” აქტიურად შემოგთავაზებთ კოლხური ბზის მოვლასა და გამრავლებასთან დაკავშირებულ მასალებს. ამ მხრივ, ჩვენ შევეცდებით ხელი შევუწყოთ წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზის გადარჩენას და თითოეული ჩვენგანში ცნობიერების ამაღლებას, რათა ბზობის დღესასწაულზე შევიძინოთ ქოთანში გამოყვანილი ბზები.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი