მთავარი » ქრისტიანობა

ფული და უფულობა – ქრისტიანული იგავი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.07.2018 | 1,462 ნახვა

მრევლი-ეკლესია ერთხელ სულიერმა შვილმა ჰკითხა მოძღვარს:

-რისი ბრალია, მამაო? მიდიხარ ღარიბთან, შესჩივლებ შენს გაჭირვებას და ის განუგეშებს, გეხმარება, როგორც შეუძლია. მიდიხარ მდიდართან და ის შენს გასაჭირს ცალი ყურით ისმენს, თითქოს არც არაფერი. ნუთუ ფული ადამიანს ასე აფუჭებს?

– გაიხედე ფანჯარაში. რას ხედავ?

-ბავშვიან ქალს, ოთხთვალას, ხალხს, რომელიც ბაზარში მი-იჩქარის.

– კარგი. აბა, ახლა სარკეში ჩაიხედე. იქ რას ხედავ?

– სარკეში რა უნდა დავინახო, მამაო? მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავ.

– ფანჯარაც მინისაა და სარკეც მინისაა. მაგრამ საკმარისია, მინას მცირეოდენი ვერცხლი დაუმატო, რომ უკვე საკუთარი თავის მეტს ვეღარაფერს დაინახავ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი