ფსკვნილზე თვითნებურად ლოცვა ცოდვაა
“ფსკვნილი”, იგივე კრიალოსანი, წარმოდგება სიტყვისგან “კირიე ელეისონ”. ეს ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს – “უფალო შეგვიწყალენ”.
“ფსკვნილთან” დაკავშირებით ამბიონს ესაუბრა, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის მღვდელმსახური – მამა გიორგი კიკვაძე.
“ფსკვნილი” არის ლოცვითი კონცენტრაციის გამაძლიერებელი ერთ-ერთი საშუალება. იგი არ არის ერისკაცის ატრიბუტი. დღეს უამრავ ადამიანს ქუჩაში უჭირავს უზარმაზარი ფსკვნილი და ლოცულობს მასზე. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი და მართებული.
მაცხოვარი ამბობს: “როცა თქვენ ლოცულობთ, შედით სენაკში, თქვენს ოთახში და ილოცეთ ზეციური მამისკენ პირისპირ, ისე, რომ არ გახდე სხვების თვალწინ დასანახი”. თუ ლოცვას ეძლევა ასეთი ფორმა და აფიშირება ხდება, თითქოს გვინდა ვთქვათ საჯაროდ: “მე ვლოცულობ” და ამით ადამიანი ამაყობს, ეს უკვე ქედმაღლობა და ამპარტავნებაა.
“ფსკვნილი” მონაზონს და ბერს აღკვეცისას გადაეცემათ, როგორც სულიერი მახვილი, სულიერი იარაღი ეშმაკთან ბრძოლისა. მონაზვნისთვის ეს არის სულიერი მახვილი და სულიერი იარაღი, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანისათვის დაწესებულია ლოცვა და მარხვა. მონაზვნებისთვის “ფსკვნილი” საუკეთესო საშუალებაა. თითო რგოლზე იკითხება განსაკუთრებული ლოცვა. ეს იქნება “ღვთისმშობელო ქალწულო” თუ “იესოს ლოცვა” – როგორი კურთხევაც ექნება მას.
მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე თვითნებურად ფსკვნილზე ლოცვა დაუშვებელია და ამან შეიძლება ცოდვაშიც კი ჩააგდოს ადამიანი.
მონაზონს ფსკვნილი ეძლევა როგორც ატრიბუტი, მთელი ცხოვრების განმავლობაში სალოცავად. ერისკაცს კი ფსკვნილი შეიძლება მიეცეს დროის რაღაც მონაკვეთში, როცა ის განსაცდელშია და უჭირს ამის გადალახვა, მოძღვრისგან მიეცეს როგორც შეწევნა და მადლი ღვთისა, რათა გაძლიერდეს ლოცვაში. გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება აღარ ატაროს, რა თქმა უნდა, მოძღვართან შეთანხმებითა და ლოცვა-კურთხევით.
“ფსკვნილი” უნდა შევინახოთ ხატების კუთხესთან.
თეა სულაბერიძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
დიდი მადლობა ესეთი ვრცელი ახსნისათვის
როდესაც ჩამოაგორებ თითო რგოლს არაა ხო საჭირო უფალო შეგვიწყალენის თქმა მიპასუხეთ რა
ramdenjerac chamoagoreb imdenjer unda tqva
….. ზემოთ ტექსტში მამაო ამბობს ,,თითო რგოლზე იკითხება განსაკუთრებული ლოცვა. ეს იქნება “ღვთისმშობელო ქალწულო” თუ “იესოს ლოცვა” – როგორი კურთხევაც ექნება მას.” … ეს ნიშნავს, რომ თითოეულ რგოლზე უნდა თქვა შესაბამისი ლოცვა… მაგრამ საკუთარ მოძღვარს კითხოთ ჯობს
ძალიან დიდი მადლობა,მაინტერესებდა ეს თემა და გამიხარდა აქ რომ ვნახე
gmertma daglocot!!..minda gitxrat, me, ojaxs mochorebuls mxolod locva mazlebiebs…mindoda iesos locva metkva garkveuli raodenobit da zogjer tvlashi kuradgeba mepanteboda,ert religiur jurnalchi vnaxe ecera skvnili araa magiuri ram es aris locvis dasatvlelado da minichnebul iko zvelad mamaoebi kvebit da sxva sachualebebit axerxebdnen aset locvaso..amis chemdeg me mzivebis 33 marcvlidan gavakete jvartan ertad skvnili.roca barshi vmuchaobdi mamaos vakurtxebie da tan cminda nikolozis saplavtan vdebdi axla rodesac mozgvris gareche var am cminda adgilidan shors ik saplavis axlos namkofi kvela xati da es krialosania hemi cxovrebis tanamgzavri…chemizlia vilocotvit naket krialosanze????axla davibeni da tu kompetenturi piri mirhevs damexmareba…didi madloba..dideba upals!!!
erti wminda mama qvis kenchebit loculobda jibeshi qonda da ro ityoda locvas agdebda titocals. mets vergetyvi. magram maswavlebeli unda
დიდი მადლობა მართლაც ასეთი კარგი განმარტებისთვის,სასურველია ხშირად კეთდებოდეს და თან სხვადასხვა საკითხზე.მართალია ყველამ არ იცის რა ,როგორ და ცოდვაშიც იგდებს თავს.უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ
გამარჯობათ, ჩემი ახლობლები მონასტერში იყვნენ დაახლოებით 2-3 კვირა და მათ იქიდან ჩამოიტანეს ფსკვნილები და როგორც მე გავიგე იმისთვის მომცეს ბერებმაო რომ დავთვალოთ რამდენჯერ ვამბობთ იესოს ლოცვას, ან ღვთისმშობელო ქალწულო, და ანუ ეს არ ყოფილა მიზანშეწონილი?
tu berebma mices da aswavles mashin sheicleba. anu gamocdili maswavleblis gareshe ar girchevt xiblshi tu chavarda kaci mtrisas
მადლობა ასეთ ინფორმაციისთვის
axali camosuli var sazgvargaret,30 rgoliani fskvnili mak da iesos locvas vkitxulob xolme,es zaan mexmareba damshvidebashi da gonebis mokrebvashic magram ar mak mamaos kurtxeva,razec martla vnerviulob,am shemtxvevashi rogor sheileba movikce,gtxovt ikneb gamarkviot.madlobt.
eris adamianma shesadzlebelia ilocos magram ara sajarod. unda gaswavlot isetma modzgvarma vinc icis es. da namddvili locva cotam icis. ytubze akripe mama ioane barkalaiaa da mas mousmine
maswavlebeli unda
გამარჯობა, დედაომ მომცა 10 რგოლიანი ფსკვილი, მაგრამ არ უთქვამს რომელი ლოცვა უნდა ვთქვა და ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე?
დიდი რგოლზე “მამაოჩვენო”
ძალიან კარგი რჩევებია. ოღონფ სკვნილი და არა ფ-სკვნილი. შევსკვენი და არა შევფსკვენი, ისევე, როგორც სეფისკვერი (სეფე კვერი) და არა სე-ბ-ისკვერი.გმადლობ
მე ვერ გავიგე თუ ადამიანი ლოცვას ამბობს რატომ ჩავარდება ცოდვაში? მე მაგალითად სამსახურში რომ მივდივარ დილით ვერ ვასწრებ ლოცვის წაკითხვას და გზაში ვამბობ და თან კრიალოსანი მიჭირავს ხელში.(ხალხში არა ოღონდ) ლოცვას რომ დავამთავრებ იესოს ლოცვას ვამბობ დაახლოებით ასჯერ, მოწყალებისა კარი განგვიღე თორმეტჯერ და კიდევ სხვადასხვა ლოცვას რამდენჯერმე ანუ ეს არ შეიძლება?და მოძღვარის თვის უნდა მეთქვა?
ჯიპებით სიარული მამაოების და მეუფეების ცოდვა არ არის და ადამიანი თუ ლოცულობს ცოდვაა? ეკლესიას ბევრი რამ აქვს გადასახედი და დასაფიქრებელი. პირველ რიგში საკუთარი კადრები, რომლებიც ეკლესიას ცუდ სამსახურს უწევენ.
გამეჯობა.რამდენი რგოლია ფსკვნილზე?